ასტროლოგიური მაღაზია

13 უბრალოდ რიცხვი, თუ….

13ცამეტი – უძველესი დროიდან არასასიკეთო ნიშნად იყო მიჩნეული. ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნდა: მთვარის კალენდარი თავისი ადრინდელი ფორმით მეცამეტე არასრულფასოვანი თვის დამატებას ითხოვდა, რომელიც უკვე ამიტომ იყო ათვალწუნებული. გარდა ამისა რადგან თორმეტი სრულყოფილი რიცხვი იყო, ცამეტი ახალი ციკლის, ახალი სიცოცხლის დასაწყისს მოასწავებდა. მაგრამ ეს სიახლე ამავდროულად სიკვდილსაც გულისხმობდა და სიმბოლიკამ ცამეტის სწორედ ეს ნეგატიური ასპექტი გაამძაფრა. ამ ინერციითაა რომ საიდუმლო სერობისას ცამეტნი არიან- მაცხოვარი და მისი თორმეტი მოწაფე.

არ არის გასაკვირი რომ ცამეტმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა დემონოლოგიაში: თორმტი კუდიანის თავშეყრას აუცილებლად ახლავს მეცამეტე სატანა. შავი მაგიის რიტუალებში ცამეტჯერ იძახებენ ეშმაკს; როდესაც მეფე არტურის ციკლის ერთ-ერთი გმირი – ბრძენი ჯადოქარი – მერლინი დედამიწას ტოვებს თან ცამეტი გრძნეული ნივთი მიაქვს…

ამ ატავისტური რწმენის გამო, ცამეტი დღესაც ავისმომასწავებელ რიცხვად ითვლება. ამასთანავე ცამეტი პოზიტიური რიცხვი იყო მაიას ტომებში(13 ზეცა), ხოლო ებრაული ეზოთერიული მოძღვრების – კაბალის მიხედვით, სამოთხეში ყოველივე ცამეტია – შადრევანი, სათნოების კარიბჭე თუ ბალზამის მდინარე.

ანტიკურ საბერძნეთში ბრძენკაცები ხალხს ურჩევდნენ, რომ თესვა 13 რიცხვში არ დაეწყოთ.
ბრიტანელი მეცნიერების აზრით 13 რიცხვში ე.წ. “შავ პარასკევს” 52% – ით იზრდება ავტო ან ავიაკატასტროფებში მოხვედრილ ადამიანებთა რიცხვი.

რიჰარდ ვაგნერი, რომელიც 1813 წელს დაიბადა, 13 წლისამ დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, დაწერა 13 ოპერა; მისი სახელი და გვარი კი ლათინური ტრანსკრიფციით 13 ასოს შეიცავს.

13 განსაკუთრებით უიღბლოდ ითვლება თუ ის პარასკევს ემთხვევა, დღე როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს.

რიცხვ 13_ის მიმართ შიშს ტრისკადეკაფობია ჰქვია.

სტატია განთავსებულია Ucnauri.com-ის ადმინისტრაციის ნებართვით

სტატიის ავტორი DeKeMbEriUsI

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Tea Kachkachashvili

    ratom miyvars qvecnobierad ricxvi 13
    ar vici.

  2. Lana Shereri

    <3

  3. Tamila Gviniashvili

    me 13 marts davibade da es cifri dadebitia chemtvis

დატოვეთ კომენტარი