იუპიტერი
იუპიტერი პირველი კოლექტიური პლანეტაა. უდიდესი მთელს მზის სისტემაში. დედამიწაზე ოცჯერ უფრო დიდი. მას 11 წელი და 11 თვე სჭირდება ციკლის გასავლელად და დაახლოებით 1 წელიწადს ატარებს თითოეულ ნიშანში.
იუპიტერის ელემენტი: ჰაერია.
ბუნება: ცხელი და ტენიანი.
მართავს: მშვილდოსანს და თევზებს (ნეპტუნთან ერთად) და ეგზალტირებულია კირჩხიბში.
ანალოგია: ბარძაყებისა და ენდოკრინოლოგიური სისტემის.
წარმოადგენს: ხელისუფალს, მოსამართლეს, პროფესორს, რელიგიურ ფიგურას.
ასაკი 55-58 წლებიდან 70 წლამდე მერყეობს.
ტემპერამენტი:სანგვინიკი.
ხასიათი: ემოციური, აქტიური პრინციპული. ის ექსტროვერტი ქოლერიკია, მარსის ნესტიანი ვარიანტი, ქმედებაზე ორიენტირებული.
ბარაქის, სითბოს, აყვავების, წარმატებისა და თავდაჯერების სიმბოლოა. განსაზღვრავს იღბლიანობის პოტენციალს ადამიანში, მის ენთუზიაზმს, ხელგაშლილობას და ინტეგრაციას საზოგადოებაში.
უდიდესი პლანეტაა, როგორც ვთქვით, და შესაბამისად დაკავშირებულია დიდებასთან, კეთილდღეობასა და ღირსებასთან.
მისი ამ კეთილისმყოფელი ბუნების მიუხედავად, უარყოფით გამოვლენაში გაზვიადებისკენ და პრეტენზიულობისკენ შეიძლება იყოს მიდრეკილი, შეიძლება დაგპირდეს იმაზე მეტი, ვიდრე მოცემა შეუძლია.
როცა იუპიტერი დომინანტი პლანეტაა, ადამიანი დიდსულოვანი, მეგობრული და ენთუზიასტია. აქვს ქარიზმა და უყვარს ბავშვები.
იუპიტერი საზოგადო მოღვაწეებს განასახიერებს, რომლებიც გვიცავენ და მხარდაჭერას გვთავაზობენ: იურისტები, პოლიტიკოსები. მისი ასაკი – საშუალო ასაკია, როცა ადამიანი პენსიაზე გადის და დათესილს იმკის, თავისი შრომის შედეგებს იღებს. ეს დასვენების ეტაპია, მძიმე სამუშაო მთავრდება და ადამიანს შეუძლია თავი მიუძღვნას თავისუფალ დროს, გატაცებებსა და ინტერესებს. აქვს საკმარისი გამოცდილება იმისთვის რომ თავდაჯერებული იყოს.