ისევ ტყუპების შესახებ
ნებისმიერი სახის რუტინა ტიპoურ ტყუპებს თავს გალიაში გამომწყვდეული, ფრთებმოჭრილი ჩიტივით აგრძნობინებს თავს. ამ ადამიანებს მძიმე სამუშაო და ერთფეროვნება თითქმის აცოფებთ. ჩვეულებრივ, მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალურ ხალხს არ წარმოადგენენ (თუ ქალწულის ასცენდენტი არ აქვთ, როდესაც, ამ შემთხვევაში ადამიან-მაღვიძრებად იქცევიან). თუმცა, ტიპური ტყუპები ყოველთვის აგვიანებს, არა იმიტომ რომ დრო დაავიწყდა, არამედ იმის გამო, რომ გზაზე მისი ყურადღება სხვა რამემ მიიპყრო და გზას გადაუხვია. მოუსვენარი მერკურული ბუნება მუდმივად ამაღელვებელ, საინტერესო სიტუაციებს და ცვლილებებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გული უმძიმდებათ და პირქუშები ხდებიან.
მერკურიანელი მეგობარი თუ გყავთ, შესაძლოა უკვე საკუთარ თავზე გამოგიცდიათ ტყუპების საერთო გამაღიზიანებელი ჩვევა, რამაც ნერვები ძალიან შეიძლება მოგიშალოთ. შემოგთავაზებთ რამეს, მაგალითად მის სახლში შევლას (რომელიც იშვიათად იქნება მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მისთვის), ჰამფრი ბოგარტის ძველი ფილმის ყურებას კომედია „ჩვენ ბანდასთან“ ერთად (ორი ფილმი, ჩვეულებრივ – მარტო ერთს არ რთავს), გოლფის მოედანზე მისვლას ბურთის ჩაგდებაში ცოტა სავარჯიშოდ ან სისხლიანი მერის დასალევად შეჩერებას. დაღლილი ხართ და სახლში მიდიხართ. მადლობას უხდით მიუხედავად ამისა და სთხოვთ შეამოწმოს, ხომ არ იწვიმებს. ტყუპები თქვენთან კამათობს. დამარწმუნებლად.
აამოქმედებს იმ თავის ბავშვურ ლურჯ (ან მწვანე, ან თაფლისფერ) თვალებს და მომხიბვლელობას შემოგაქსოვთ გარშემო. ისე სწრაფად საუბრობს და მისი ღიმილიც იმდენად დამარწმუნებელია, ცოტა ხნის შემდგომ, ფარ-ხმალს დაყრით. წახვალთ. მას რამდენიმე საქმე აქვს მოსაგვარებელი, ასე რომ, გეუბნებათ, რომ დაახლოებით ერთ საათში შეგხვდებათ. არც კი ელოდით, ისე იწყებთ უკან დახევას, მაგრამ ის ისევ თავის ტექნიკას რთავს და საბოლოოდ თანხმდებით შეხვედრაზე. საშინლად დამღლელია, ერთი საათი გაატარო უსაქმოდ და გარდა ამისა, ტერფები გტკივათ, მაგრამ ახერხებთ დროის მოკვლას და დანიშნულ დროს ცხადდებით შეხვედრის ადგილას. ძველი კარგი მეგობარი ჯიმი ნახევარ საათს აგვიანებს და სუნთქვა ძლივსღა ჰყოფნის, როცა მოაღწევს. იცით რა? მან აზრი შეიცვალა.
მართლა ნაცემივითაა. საქმე მიატოვა და გადაწყვიტა სახლში ადრე მივიდეს, დაიძინოს და შეხვედრა ხვალ ღამისათვის გადადოს. თქვენთვის არაა პრობლემა, ხომ არაა? მარტო ტყუპებს შეუძლია ყბაში დარტყმა აიცილოს ასეთ დროს. მაგრამ იცილებს. პატიობთ და ნამდვილად სასაცილო ისაა, რომ მეორე ღამეს მართლა შეხვდებით, თითქოს ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღეთ და რამე. მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგიძლიათ იმაში, რომ ტყუპების გაუსაძლის გაყიდვების აგენტის დამარწმუნებლობას ვერ გაუძელით. მომდევნო საღამოსაც თუ არ შეგხვდებათ, ღირსიც ყოფილხართ. ზუსტად მაგას იმსახურებთ, უფლება რომ მიეცით, თქვენთან ტკბილად ელაპარაკა.
ივნისის ყველა ადამიანშია ღრმად ფესვგადგმული საჭიროება, შენიღბოს თავისი ჭეშმარიტი მამოძრავებელი მიზნები. თევზების მსგავსად, მათაც არ შეუძლიათ საკუთარი სურვილების ზუსტად საპირისპიროდ არ იქცეოდნენ. მაგრამ ტყუპების ეს გასაოცარი მეტყველების მრავალფეროვნება და უნარი შესანიშნავ პოლიტიკოსებად აქცევთ, ადამიანური ურთიერთობების სფეროს ექსპერტობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ტყუპებმა იცის როგორ გადაგიყვანოს იქიდანაც, რაშიც ყველაზე ჯიუტად ხარ დარწმუნებული. პრეტცელივით მოგგრიხავს თავისი გონებრივი კარატეთი, მიგიყვანს იქამდე, რომ დაეთანხმო და თან ამისათვის გიყვარდეს. მაგრამ თუ უსიამოვნება მწიფდება, ინსტინქტურად იცის კარადაში ჩონჩხს სად მალავთ და შეუძლია თავისი სწრაფი გონება და მოქნილი ენა გამოიყენოს და ის ძვლები ავის მომასწავებლად შეარხიოს.
უცნაურია ტყუპებისა და წერის საკითხი. ეს მზის ნიშანი, თვითონ, წერის, წერილობითი სიტყვის მმართველია. შესაბამისად, ყოველ მერკურიანელ კაცსა თუ ქალს შეუძლია გონივრული გამონათქვამისა და სიტყვების ერთად შეკვრა ჭკვიანურად. მათ ძალიან ბევრ წარმომადგენელს იპოვით, რომელიც წერს გამოსასვლელ სიტყვას, რეკლამებს, დოკუმენტურ მასალებს, პიესებსა და წიგნებს. მაგრამ წიგნები ნოველები, არაბელეტრისტული ჟანრის (არაგამოგონილი) ან ბიოგრაფიები იქნება. ძალიან იშვიათად ნახავთ ტყუპი თავის ცხოვრებას წერდეს. და უკიდურესად იშვიათია ისეთი მათგანის პოვნა, რომელსაც პირადი წერილების წერა უყვარს. ტიპურ ტყუპს ეზიზღება წერილებზე პასუხის გაცემა. კვირების მანძილზე გააჭიანურებს.
თავდაპირველად, შესაძლოა შეუსაბამობადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მიზეზი ნათელი გახდება, როცა მერკურიანელების თვისებას – თავი აარიდონ აზრთან მიჯაჭვულობას, გაიხსენებთ. ყოყმანობენ, გადაიტანონ თუ არა თავიანთი ნააზრევი ქაღალდზე, რადგანაც ინსტინქტურად იციან, რომ ის რაც დღეს სწამთ, შესაძლოა ხვალ აღარ სწამდეთ – და შესაბამისად, არ სურთ, ნაწერს მიანდონ.
ცოტა ტყუპს თუ დასჭირდება მსგავსი გაფრთხილება თავის ადვოკატებისაგან – „თქვი, არ დაწერო.“ ისინი დაცვითი მექანიზმით დაიბადნენ. ტყუპები მწერლების გასაოცარი რიცხვი არსებობს, რომლებიც ფსევდონიმის გამოყენებას არჩევენ – და რიგითი ტყუპიც კი იპოვნის რაიმე მიზეზს მოგონილი სახელის არჩევისთვის – ან სრულიად შეცვლილს, სხვანაირად დაწერილს, ან ბოლოს და ბოლოს, ზედმეტსახელს. ეს წესი იმდენად საერთოა ყველასათვის, რომ შეგიძლიათ სანაძლეოც მოიგოთ, რამდენ ტყუპსაც იცნობთ, ყველა მათგანსაც რომ დაენიძლავოთ.
თითქმის ყველა ტყუპები საუბრობს, ესმის ან კითხულობს ერთზე მეტ ენაზე და ფრანგული კი მათი ფავორიტია. ასეა თუ ისე, ტყუპები ადვილად მოიპოვებს გამარჯვებას სიტყვებით. პირველი გამოცდილება ვებსტერის ლექსიკონზე ექნება მიღებული. შეუძლია ესკიმოსს ყინულის ბლოკები, ანდაც პესიმისტს ოცნებები მიჰყიდოს.
თუ მოატანთ, რომ ეშმაკობს და თავის არიდებას ცდილობს, ისე სწრაფად შეუძლია საუბრის თემის შეცვლა და მისგან მარჯვედ თავის დაძვრენა, მთელი ამბავი იმით დამთავრდება, რომ ხალიჩაზე ბეჭებით მის მაგივრად, თქვენ აღმოჩნდებით დაცემული. ზოგჯერ ხალხის გაცურების მერკურიანული მიდრეკილება შესაძლოა უპატიოსნო ან კრიმინალურ ქმედებაშიც გადაიზარდოს, მაგრამ არც ისე ხშირად, როგორც შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ. მიუხედავად იმისა, რომ თავისი უნარები შესაძლოა ჩვეულებრივი ტყუპებისათვის გარკვეულ ცდუნებას წარმოადგენდეს, ტყუილებისა და თვალთმაქცობის სამყაროში ჩაეფლოს, უმეტესობა მათგანი ზედმეტად იდეალისტია კრიმინალური ცხოვრებისათვის.
მაინც, უნდა ვაღიაროთ, რომ მერკური ამ სფეროში წარმატებისათვის განსაკუთრებულ იარაღს აძლევთ მათ – და შესაძლოა შესანიშნავი თაღლითები დადგნენ, თუ მოინდომებენ. თავიანთი ხელის სიმარჯვის გამო, ჯიბის ქურდობენ თუ ჩეკს ან ათდოლარიანს აყალბებენ, ბოლობოლო შნოიანად მაინც აკეთებენ ამას და იშვიათად თუ ჩავარდებიან.
თუ ენაწყლიანად მოლაპარაკე მეორადი მანქანების გამყიდველს შეხვდით, რომელიც ივნისშია დაბადებული და გეუბნებათ რომ იმ ლურჯ სტადბეიკერს (მანქანა) მხოლოდ ერთი პატრონი ყავდა – პატარა მოხუცი ქალბატონი, რომელიც მხოლოდ ეკლესიაში დადიოდა ყოველ კვირა დილით – ბრძნული იქნება თქვენგან, თუ ეკლესიის სახელს იკითხავთ და ინფორმაციას იმ პატარა მოხუც ქალბატონთან გადაამოწმებთ (თუ თვითონ ისიც ტყუპები არ არის).
მაგრამ სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, თუ პირად რუკაში დაზიანებები და შესაბამისი პლანეტარული მდებარეობები არ აქვთ, ტყუპების უმრავლესობა პატიოსანია და ზოგიერთი მათგანი უკიდურესად პატიოსანიც კი, გადამეტებით. ისინი თითქოს ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადიან ხოლმე. მაინც, ყოველი მათგანი – წვრილმანი ქურდი, თაღლითი თუ შემდგარი მოქალაქე – დროდადრო ვერ გაუმკლავდება ამბის მსუბუქად შელამაზებისა და ხინჯების დაფარვის ცდუნებას. რა თქმა უნდა, ეს ტყუილი არაა. ეს წარმოსახვაა.
როგორც მფარველი (პრომოუტერი), ყველა მერკურიანელი სრულიად შესანიშნავია. ამაში სწორი არა ჰყავთ, ვერძიც კი. მათ მიერ დახასიათება შესაძლოა მკაცრად ღია და პირდაპირი იყოს, მაგრამ ცოტა თუ გაუძლებს იმ მომხიბლავობისა და ბასრი გონიერების ნაერთს, ტყუპები რომ არიგებენ და მხოლოდ ესეც შეიძლება იყოს საკმარისი უსამართლო უპირატესობის მოსაპოვებლად. როცა ტყუპები ღირებულ პროექტს იგდებს ხელთ – რაიმე ისეთის გაყიდვას, რაც კაცობრიობას დიდად სჭირდება და მოსწონს, ანგელოზი გაუღიმებს ხოლმე და შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ამ მზის ნიშანს ბევრი შესანიშნავი და მკვიდრი გაუმჯობესებისათვის, რომლებმაც ყველა ჩვენგანს არგეს.
გულის სიღრმეში, ყოველი მერკურიანელი ვაჭარია, ტყუპების ნიშნით დაბადებული იეზუიტი მღვდლები და პროტესტანტი მისიონერებიც კი. ავიღოთ ორი სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებული მაგალითი. ტყუპებმა ჯონ ფ. კენედიმ მთელ მსოფლიოს ბრწყინვალე იდეალი მიჰყიდა – ტყუპებმა მაიკლ ტოდმა კი ბროდვეის – ერთი-ორი ოცნება. თითოეული, თავისებურად, მერკურის შვილია. ორივე – მსოფლიოცა და ბროდვეიც საშინლად გამოფიტული და რთული ადგილებია გასასაღებლად.
გულის სიღრმეში შინაგანად, მისი მუდმივად რაღაცის ძიებაში მყოფი, მოუთმენელი ბუნება – ტყუპები იდეალს ეძებს და მისი მთავარი პრობლემა ისაა, მიხვდეს რაა მისი იდეალი. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მის წარმოსახვას საზღვრები არ აქვს. ფული, სახელი, სიმდიდრე, სიყვარული და კარიერა მთლიანად საკმარისი არასდროსაა. მერკური ტყუპებს უფრო და უფრო მაღლა უხმობს – ისევ და ისევ – მაღლა და მიღმა, ყოველთვის რაიმე ცოტათი უფრო უკეთესზე მაცდუნებელი დაპირებით. მისთვის ბალახი ყოველთვის უფრო მეტად მწვანე ჩანს გზის იქით. ცა უფრო ლურჯია კიდევ ერთი ოკეანის მიღმა. ვარსკვლავი უფრო მკვეთრად კაშკაშებს სხვა ადგილას. რაა ის, რასაც ეძებს? შესაძლოა რაიმე დამალული, აღმოუჩენელი კონტინენტი საკუთარ თავში. ტყუპები გონებრივი მკვლევარია.
ბასრი თვალი აქვს და უამრავი ნიჭი. შესანიშნავი იუმორი აქვს, ტაქტი, დიპლომატია და მოხერხებულობა – და მაინც, სიმტკიცე და მოთმინება აკლია. ძვირფას ძველს ზედმეტად სწრაფად მოისვრის ჯერ გამოუცდელი ახლის გულისათვის, შემდეგ იმ დაუყოვნებელი გადაწყვეტილების სინანულში ცხოვრობს. მის გარშემო არსებული ყველა ადამიანისაგან განსხვავებით, საკუთარ ყველაზე ღრმა ემოციებს მხოლოდ თავის ერთადერთ კომპანიონს უზიარებს – მეორე ტყუპისცალს. ჰაერი მისი სტიქია და მისი ნამდვილი სახლია. დედამიწისთვის იგი უცნობია.
ტყუპებს შეუძლია ჩიტი პირდაპირ თავისსავე ხეზე მოაჯადოოს და ხუთი ახალი სიმღერა მიასაღოს სამღერად. მაგრამ მოუსვენარ მერკურიანელ გონებას ძალიან იოლად შეიძლება გამოეპაროს ბედნიერების მახარობელი ჩიტი, წლიდან წლამდე უკანა ეზოში ფიქრიანად ლოდინში. იგი ნათელ ყვითელ, მწვანე და ცისფერ, ვერცხლისფერ და ნაცრისფერ ფერებს ატარებს – და მისი ხასიათები მისსავე მოციმციმე ძვირფას ქვა – აკვამარინში აირეკლება.
მსუბუქი შეხება აქვს, მინდვრის ლილიების ნაზ სურნელში გამოძახილი და ტყის უღრმესი ნაწილის ყველაზე მწვანე გვიმრების ნორჩი იმედიანობა ჩაუსუნთქავს. მაგრამ მერკურის ცივი მეტალი ტყუპებს ორმაგი სურვილებით ხლიჩავს, სანამ არ ჩერდება – და იცდის – და უსმენს – თავის საკუთარ გულისცემას.
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის,
კატუშა კატის ხსოვნას…