ასტროლოგიური მაღაზია

10 მაისი – მზის დაბნელება

მზის დაბნელებაქეთი ვაწაძე

2013 წლის პირველი მზის დაბნელება ა.წ. 10 მაისს, გრინვიჩის დროით 00:26 წუთზე მოხდება (მაქსიმალური ფაზა).
მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ავსტრალიისა და წყნარი ოკეანის აკვატორიიდან.

ეს დაბნელება თავისებურ აქცენტებს დასვამს, მისი თემაა – ფინანსები

დაბნელება ხდება კუროს ნიშანში (19° 21`).

საერთოდ, მთვარეს კუროში ყველაზე ,,სარფიანი,, პოზიცია უკავია, ეგზალტირებულია, ანუ მაქსიმალურად ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მზის დაბნელების პერიოდში გაიზრდება მგრძნობელობა, სენსიტიურობა, კომფორტის, დაცულობის, სიმშვიდის მოთხოვნილება, ჰარმონიული ურთიერთკავშირებისკენ სწრაფვა.

ვინაიდან ეს დაბნელება ხდება კუროს ნიშანში, პირველ რიგში ის მნიშვნელოვანი იქნება სწორედ კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის (განსაკუთრებით მათთვის, ვინც 8-12 მაისის შუალედში არიან დაბადებულნი, ასევე ნოემბრის 8-12 რიცხვში დაბადებულთათვის).

ამ პერიოდში დაბადებულები და სხვებიც, თუ ზედმიწევნით სიფრთხილეს, წინდახედულობას გამოიჩენენ და სარისკო მოქმედებებს მოერიდებიან – ეს მოვლენა შესაძლოა ძალზე პოზიტიურადაც კი აისახოს მათ ცხოვრებაზე (მით უფრო იმ სფეროებში, სადაც ხდება დაბნელება ადამიანის ნათალურ რუქაში).

ვინაიდან კურო ასტროლოგიაში ფინანსებს განაგებს – განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა იქნება სავალდებულო სწორედ ამ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში – ნუ აიღებთ 7-15 მაისის შუალედში სესხს, კრედიტებს, ფინანსურ ვალდებულებებს, სჯობს 15 მაისის შემდგომი პერიოდისთვის დაგეგმოთ მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციები. ასევე, არ არის რეკომენდებული არანაირი მნიშვნელოვანი გარიგებების დადება, ხელშეკრულებების გაფორმება და სხვ.
სასიკეთო იქნება ვალის დაბრუნება, ძველი ვალებისგან გათავისუფლება, – ეს შეუმჩნეველი არ დარჩება სამყაროს მხრიდან . და საერთოდ, მას შესაძლოა აინტერესებდეს ასევე – ზედმეტად დიდი ადგილი ხომ არ უკავია ფულს თქვენს ცხოვრებაში? შეგიძლიათ იყოთ უანგარო, ალტრუისტი?

კურო – ღრიანკლის ოპოზიცია, რაც ამ დაბნელებისთვისაა დამახასიათებელი, მოგვიწოდებს ვაშენოთ ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტი შინაგანი თვისებების ტრანსფორმირების მეშვეობით, სულიერი ზრდით, ცნობიერების გაფართოებით.

სწორედ ასეთ ტრანსფორმირებას ელოდება ჩვენგან სამყარო, ამ ეტაპზე სწორედ ეს თვისებებია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენში.

საერთოდ, ახალმთვარეობის ზონა, ისევე როგორც სავსემთვარეობა და მით უფრო დაბნელება, რთულ პერიოდებად ითვლება, მაგრამ, თუ თადარიგს დავიჭერთ, მარტივად შევძლებთ ამ პერიოდის გავლას

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ისევ და ისევ გულ – სისხლძარღვოვანი სისტემით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს..
შეეცადეთ ამ დღეებს არ დაემთხვას დაგეგმილი ოპერაციები (განსაკუთრებით 9-11 მაისი)

სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან… ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს..
გაეცალეთ კონფლიქტებს.. (რაც ადვილი მოსალოდნელია)
თუ თქვენ თვითონ გრძნობთ თავს აგრესიულად – სჯობს მინიმუმამდე დაიყვანოთ ამ დღეებში კონტაქტები… უფრო პასიურად, მშვიდად იყავით.. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნუ გადადგამთ!

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და უპრობლემოდ შეძლებთ ამ რთული პერიოდის დაძლევას

სამყარო სავსეა სიყვარულით…

ყველაფერი კარგად იქნება!:))

წარმატებები:)
ქეთი ვაწაძე:)

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი