პირველი ჩაკრა – მულადჰარა
მდებარეობა – სასქესო ორგანოსა და ანალურ ხვრელს შორის.
ფერი – წითელი და შავი
დამატებითი ფერი – ცისფერი
სიმბოლო – ლოტოსის ოთხი ფოთლით გარშემორტყმულ წრეში ჩახატული კვადრატი. ხანდახან კვადრატი ყვითელ – მოოქროსფროდ იღებება და შუაგულში მანტრა „ლამის“ სათანადო ასოები იწერება, რაც მატერიალურ სამყაროს აღნიშნავს.
საკვანძო სიტყვები – გამძლეობა, საფუძვლიანობა, მდგრადობა, მიღება, თვითგადარჩენა და აღქმა.
ძირითადი პრინციპი – არსებობისა და გადარჩენის ნებისყოფა.
შინაგანი ასპექტი – მიწიურობა.
ენერგია – სიცოცხლის უნარიანობა.
განვითარების ასაკობრივი პერიოდი – დაბადებიდან სამ წლამდე
სტიქია – მიწა
გრძნობა – ყნოსვა
ხმა – „ლამ“
სხეული – ფიზიკური სხეული
ჩაკრის დისბალანსით გამოწვეული პრობლემები – შეკრულობა, დაღლილობა, აპათეა, სისხლის დაავადებები, ზურგის დაჭიმულობა, ძველბისა და კანის დაავადებები.
არომატული ზეთები – პაჩული, ფიჭვი
კრისტალები და ქვები – აგატი, ლალი, ონიქსი, ჰემატიტი, წითელი კორალი, ალექსანდრიტი.
ძირითადი ჩაკრა, რომელსაც ასევე ფუძის ჩაკრა ეწოდება – შარდ-სასქესო ორგანოებისა და ანალური ხვრელს შორის არის მოთავსებული. მისი ფოთლები ძირისკენაა მიმართული, ხოლო ღერო მაღლა – სუშუმნეს ცენტრალური ღერძისაკენ. ჯანსაღ და ბუნებრივ მდგომარეობაში ის ოდნავ შეღებული უნდა იყოს.
მულადჰარა მატერიალურ სამყაროსთან გვაკავშირებს. ის კოსმიურ ენერგიებს ჩვენს ფიზიკურ და მიწიურ შრეებს გადასცემს და მიწის სტაბილიზირებად ენერგიას ენერგეტიკულ სხეულებში გადანაწილებისაკენ უბიძგებს. პირველი ჩაკრა სხვა ჩაკრების სამუშაოდ და ჩვენი არსებობისა და განვითარებისათვის საჭირო ფუნდამენტს ქმნის.
მულადჰარა თავდაჯერებულობასა და სტაბილურობას განაგებს, რაც ნებისმიერ დონეზე განვითარებისათვის აუცილებელი ფაქტორია. რაც უფრო მყარად ვდგავართ მიწაზე, მით მარტივი და მსუბუქი ხდება მატერიალურ სამყაროში ჩვენი ფიზიკური არსებობა.
ფუძე ჩაკრა გადარჩენის მთავარ ინსტიქტს კვებავს, რომელიც შემდეგ შრომის უნარიანობაში, გამრავლებაში, საკვებისა და საცხოვრებლის მოპოვების უნარიანობაში აისახება. ის ყველა ძირითადი ინსტიქტის წყაროა, რომელიც ჩვენი ფიზიკური თუ გონებრივი მოღვაწეობის გადარჩენას ეხება.
შიშები, რომლებიც არ გვაძლევენ ჩვენი ფიზიკური თუ გონებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის მომგვრელ სიტუაციებში მოხვედრას, პირველი ჩაკრის თავდაცვითი მექანიზმის ნაწილია.
ამ შიშების უმეტესობა ყველას გააჩნია, მაგალითისთვის სიმაღლიდან ვარდნის შიში ან დახრჩობა ავიღოთ. ყოფის განსხვავებული პირობები ადამიანს ამ პირველადი შიშების საზღვრების გამოცდას აიძულებენ. მულადჰარას დისბალანსის შემთხვევაში გადარჩენის ინსტიქტებმა გაუმართლებელი რისკებიდან შესაძლებელია უბრალო მხდალობამდეც კი მიგვიყვანოს.
მოამზადა გივი მატებამ