ასტროლოგიური მაღაზია

მორიელი – ზოგადი დახასიათება

მორიელი24 ოქტომბერი _ 22 ნოემბერი
ასტროლოგიური სტიქია: წყალიმმართველი პლანეტა: პლუტონი, მარსი
დევიზი: „მე მსურს!“

სიმბოლო: ღრიანკალი, არწივი, გველისმჭერი, სანათი, პირამიდა

თილისმა: ხოჭო, ღრიანკალი

ქვები: მთის ბროლი, ონიქსი, ძოწი, ბერილი, აკვამარინი, კატის თვალი, მარჯანი, კარბუნკული, მალაქიტი, ტოპაზი

ლითონი: რკინა, ფოლადი

ბედნიერი კვირის დღე _ სამშაბათი

უიღბლო დღე: ორშაბათი, პარასკევი

ბედნიერი რიცხვები: 4, 5, 8, 9, 11, 21, 100

ბედნიერი ფერები: სისხლისფერი წითელი, ნარინჯისფერი, ჟოლოსფერი და ყველა ცეცხლოვანი ფერი

ქვეყნები და ქალაქები: ავსტრალია, კვინსლენდი, ბავარია, ვაშინგტონი, ლივერპული, მალაზია, დუვრი, მედინა, მიუნხენი, ნორვეგია, ნიუ-ორლეანი, სირია, ფრანკფურტი

ჯანმრთელობა

ღრიანკლის სუსტი ადგილებია: ცხვირი (ქრონიკული სისხლდენა), ყელი, გული, ზურგი, ფეხები, რეპროდუქციული ორგანოები. ხშირია სისხლძარღვების, შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები და ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

პროფესიები

ოკულტიზმი, საბანკო-ეკონომიკური სისტემა, საგადასახადო და მაკონტროლირებლი ორგანოები, სადაზღვევო კომპანიები, გინეკოლოგია.

დადებითი თვისებები

ბრძოლისუნარიანი, მიზანდასახული, ერთგული, მტკიცე, გამძლე, სიღრმისეული, ენერგიული

უარყოფითი თვისებები

წყენიანი, ბოღმიანი, შურის მაძიებელი, სასტიკი, დაუნდობელი, ჯიუტი, საშიში, პატივმოყვარე, ინტრიგანი, მესაკუთრე, ეჭვიანი, სადისტი, მაზოხისტი.

მორიელები უზარმაზარი ნებისყოფით გამოირჩევიან. იბრძვიან გამარჯვების მოსაპოვებლად, რა დროსაც აგრესიული და ძალიან ენერგიულები არიან. ამავდროულად, არანაკლები ენერგიის ხარჯვა უწევთ საკუთარ თავთან საბრძოლველად, რაც უფრო მეტად ასუსტებს მათ და ძალებისგან ცლის. ეს არის თითქმის ყველა ღრიანკლის გადაულახავი პრობლემა.

მათ ძლიერი ემოციები აქვთ, სწყურიათ სიყვარული, რადგან სწორედ ესაა მათი ცხოვრებისეული საწვავი.

ეს არის ყველაზე სექსუალური და სექსუალურად ძლიერი ნიშანი მთელს ზოდიაქოში. სასურველია, რომ ღრიანკალი მაღალგანვითარებულ ღრიანკლის ტიპს განეკუთვნებოდეს (სიმბოლო ფრთაგაშლილი არწივი), რომელიც სულიერებისკენ, განვითარებისკენ მიილტვის, ნაცვლად მეორე, ღრიანკლის მდაბიო ტიპაჟისა, რომელიც ბნელი ენერგიებით, ბოღმით, წყენიანობით, შურისძიებით, სექსუალური თავგადასავლებით საზრდოობს (სიმბოლო ღრიანკალი).H

ღრიანკალს უნარი აქვს ბოლომდე იბრძოლოს და არ ადარდებს რა შედეგი მოჰყვება ამას. ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე.

თუ ღრიანკლისთვის ბოლომდე არ არის ცნობილი და გასაგები რაღაც საკითხი თავიდან სიჯიუტეს იჩენს, თავს შორს იჭერს და მხოლოდ დეტალების გარკვევის შემდეგ იღებს მასში მონაწილეობას.

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ისეთი სამუშაო ესაჭიროებათ, რომელსაც მთლიანად სჭირდება ძალის დახარჯვა და არა ისეთი, რომლის კეთებისას ნახევარი ძალა გამოიყენება.

ღრიანკლების პრობლემა ისაა, რომ არ შეუძლიათ სწორად გამოხატონ საკუთარი თავი და იციან რა ეს, ურჩევნიათ ჩუმად ყოფნა და ყველაფრის გასაიდუმლოება. მათ დამოუკიდებლად სურთ მიაღწიონ მიზნებს.

ირგვლივმყოფებს ხშირად არ ესმით მათი.

ღრიანკლის გამოცნობა ადვილია _ მათი თვალები აგიპნოზებს, მათი მზერა სულის სიღრმემდე ატანს. ბევრმა მათგანმა იცის, რომ მათი თვალები მათ სულიერ არსს გამოხატავენ და ამიტომ შავი სათვალის ტარებას ამჯობინებენ, რათა არავინ ჩაწვდეს მათ იდუმალ შინაგან სამყაროს.

საერთოდ, ღრიანკალი _ ეს არის ეგოს გამოხატულება. მათ მშვენივრად იციან საკუთარი თავის ფასი და არაფრით შეიცვლიან აზრს. მოხერხებულად ისხლიტავენ ნებისმიერ შეურაცყოფას და ასევე, კომპლიმენტების შემთხვევაშიც, არანაირი ემოცია არ აისახება მათ სახეზე.

ბრწყინვალედ შეუძლიათ ხასიათის კონტროლი.

ღრიანკლებს არ სურთ სხვებისგან საკუთარ ნაკლოვანებებსა და შეცდომებზე რაიმე სახის კომენტარის მოსმენა, თვითონაც კარგად იციან ამის შესახებ და თქვენგან წამოსროლილ საყვედურს, შენიშვნას და ღმერთმა ნუ ქნას _ გაკიცხვას სამუდამოდ დაიმახსოვრებს და შეეცდება სამაგიეროს გადახას (თუ თქვენ მისთვის უახლოესი ადამიანი არ ხართ, ან თუ თვითონ მაღალგანვითარებული ღრიანკლის ტიპს არ მიეკუთვნება).

ღრიანკალთან ურთიერთობისას სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი, ვინაიდან გარეგნულად ძალიან რბილი და მიამიტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან.

მისი ნაკბენი, როგორც წესი, სასიკვდილოა.

ღრიანკლებს გულწრფელი ღიმილი აქვთ, თუმცა იშვიათად იღიმებიან. უნარი შესწევთ ისე შეაღწიონ ადამიანის სულში, რომ მან ვერც კი გააცნობიეროს.

თუ მას რაიმე რჩევას ან აზრს დაეკითხებით, მზად იყავით, რომ რასაც გიპასუხებთ, შესაძლოა საერთოდ არ მოგეწონოთ, ვინაიდან მან არ იცის შელამაზებული საუბარი, პირდაპირ მოგახლით რასაც ფიქრობს. ამიტომ თუ სიმართლის მოსასმენად მზად არ ხართ, სჯობს თავი შეიკავოთ მისთვის აზრის ან რჩევის კითხვისაგან.

მაგრამ ღრიანკალი ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს _ მას დახმარება შეუძლია როგორც საქმით, ასევე სიტყვით. ეს ადამიანები არასდროს მლიქვნელობენ და თუ რაიმე სასიამოვნოს გეუბნებიან, დააფასეთ ეს, ვინაიდან ნამდვილად გულწრფელნი არიან.

ტიპიურ ღრიანკალს იშვიათად ეშინია რამის. როგორც წესი, მებრძოლი და გამბედავი ადამიანები არიან. არასდროს ავიწყდებათ მათდამი გაკეთებული სიკეთე, თუმცა, სიბოროტესაც არასდროს ივიწყებენ და 20 წელი რომც იყოს გასული, მაინც გადაუხდიან სამაგიეროს იმათ, ვინც ოდესღაც აწყენინა ან რაღცით შელახა მათი ღირსება.

როგორც წესი, ღრიანკლის შურისძიება არასდროს არის სპონტანური. პირიქით, დიდხანს გეგმავს და სტრატეგიულ ხაზს აწყობს, რის შედეგადაც მისი `ნაკბენი~ ბევრად მტკინვეულია.

საერთოდ, ღრიანკალს კარგი ჯანმრთელობა აქვს. იშვიათად ავადდება, თუმცა საფრთხე მოსალოდნელია მელანქოლიულობასა და მძიმე სამუშაოსგან, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ენერგეტიკულ გადახარჯვას აქვს ადგილი, რაც მის სასიცოცხლო მარაგს აცარიელებს. მაგრამ, თუ ღრიანკალს სურვილი უჩნდება, რომ გამოჯანმრთელდეს _ შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, გამოჯანმრთელება. მთავარია მართლა მოუნდეს და მოახდინოს ძალების მობილიზება. ღრიანკლებმა საკუთარ ავადმყოფობაზე ბევრად მეტი იციან, ვიდრე ექიმებმა და პროფესორებმა, რომლებიც მათ მკურნალობენ.

საერთოდ, სექსი, ღრიანკლებისთვის საუკეთესო წამალია ნებისმიერ უგუნებობასა და ავადმყოფობასთან ბრძოლაში, უფრო მეტიც _ წარუმატებლობის პერიოდშიც! სექსი მათი სიცოცხლის ელექსირია. ის მათ ენერგიით აღავსებს, რაც ყოველგვარი უსიამოვნების დაძლევაში ეხმარება.

ზოგადად ღრიანკალი გმირული ბუნების პიროვნებაა, ძალიან მიჯაჭვულია ოჯახს, უყვარს სუსტებისა და ბავშვების დაცვა. ამ ნიშნის წარმომადგენლები ან წმინდანები, ან უკიდურესად აღვირახსნილი ადამიანები არიან, საშუალო _ იშვიათია.

ეს ძალიან მესაკუთრე ნიშანია და მესაკუთრეობას იჩენს ყველაფრის მიმართ, რასაც თავისად მიიჩნევს. საკუთარს სიცოცხლის ფასად არ დათმობს! თუ ვინმე შეიყვარა _ შეიძლება `ხელში შემოაკვდეს~ თავისი რჩეული იმდენად მოზღვავებული აქვს მესაკუთრეობის ინსტიქტი.

ეს ადამიანები რადიკალიზმით გამოირჩევიან. მათი დევიზია – `ან ყველაფერი, ან არაფერი~!

ცხოვრებაში მხოლოდ ორ ფერს სცნობენ _ შავს და თეთრს, შუა ტონებს _ არა. მათთვის ყველაფერი ან ძალიან კარგი, ან ძალიან ცუდია. ეს უკიდურესობები ხშირად პრობლემებს უქმნით მათ ცხოვრების მრავალ სფეროში, მითუფრო ურთიერთობებში.

ეს ადამიანები ან ძალიან უყვართ, ან დასანახად ვერ იტანენ. მათ ან ერთგული მეგობრები ჰყავთ, ან დაუძინებელი მტრები.

მათდამი შუალედური დამოკიდებულება, გამორიცხულია, თუმცა მტრებიც კი კარგს ამბობენ მათზე და პატივს სცემენ. რაღაც არის მათში სასიამოვნო და მიმზიდველი, რაც მათ მიმართ ღრმა პატივისცემით განგაწყობს.

ღრიანკალმა სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებები იცის და სურვილის შემთხვევაში, უნარი შესწევს გაიმარჯვოს როგორც ერთზე, ისე მეორეზე.

მას უნარი შესწევს პრაქტიკულად განახორციელოს ყველა გეგმა, რაც ჩაფიქრებული აქვს. ყველაფერს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს. ეს უფრო იღბალს ჩამოჰგავს, ვიდრე საკუთარი ძალისხმევის გამოჩენას.

მისი მმართველი პლანეტის, პლუტონის მაგიური და იდუმალი ძალის მეშვეობით, მისი სურვილები რეალობად ტრანსფორმირდება.

ერთი სიტყვით, ეს ძალიან ძლიერი, სიღრმისეული ნიშანია, რომელთან გაპაექრება ბევრს არ ძალუძს. ღრიანკალს, მხოლოდ საკუთარი თავი ერევა, როდესაც ის თვითგვემით და შურსიძიების სურვილითაა დაკავებული და თავს ბედნიერების უფლებას არ აძლევს.

გაითვალისწინეთ, რომ დახასიათება ეხება კუროს ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.

ქალი
კაცი
ბავშვი
ორსული მორიელში
ჯანმრთელობა
ბიზნესი
თავის მოვლა
ზოგადი შეთავსება
სასიყვარულო შეთავსება
სექსუალური შეთავსება
ეროგენული ზონები
დიეტა
სწორი კვება
პლანეტები მორიელში
კვანძები მორიელში
ლილიტი მორიელში
სელენა მორიელში

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Gio Meladze

    მე პირადათ მორიელი ვარ და ყველაფერი რაც აქ წერია 100% ემთხვევა მაგრამ მაინც არ მჯერა ასტროლოგიის

  2. Ani Berishvili

    argjera ra religia kiaraa, es mecnierebaa…

  3. Natali Natali N

    samcuxarot tu sabednierod asea

  4. Nini Suladze

    martlac rom egrea, emtxveva yvelaferi rac aq weria :))

  5. Gio Meladze

    vici rom mecniereba magram zustad mag mecnierebis ar mjera

  6. Ketevan Zhorzholiani

    asea

  7. Ketevan Zhorzholiani

    chemi nacnobi morielebic esetebi arian

  8. Leqso Elene

    ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა.

  9. Gvanca Gvanci

    zusti daxasiateba visac unda chemi sheudzlia waikitxos 😀 😀 😀

  10. Giorgi Tabatadze

    Ani Berishvili ganmimarte sityva mecniereba ? radgan ara mgonia magis mnishvneloba icode 😉

  11. Giorgi Samsonia

    titqmis yvelaperi simartlea

  12. Ana Yochiashvili

    dzalian momewona chveni nishnis daxasiateba 😀 martlac rom yvelaferi emtxveva rac dzalian momwons 🙂

  13. ნაზი მოსაშვილი

    daaan magaria yvelaperi simartleaaa…..:D

  14. Caro Sanadze

    yvelaferi siimartlea rac aq weria "zustad eseti var"

დატოვეთ კომენტარი