მთვარე ტყუპებში
მთვარის ამ განლაგების ადამიანებს ახასიათებთ კომუნიკაბელურობა, კონტაქტურობა, ცნობისმოყვარეობა, გახსნილობა და ცვლილებებისკენ სწრაფვა. მათი დანიშნულება და ინტერესთა სფერო ინფორმაციის მიღება – დამუშავებაა.
ასეთი ადამიანები გამოირჩევიან ხასიათის ცვალებადობით, არიან მერყევი და ხშირად არც იციან რა უნდათ ცხოვრებაში. ყველანაირ ინფორმაციას თუ იდეას ზედაპირულად ეკიდებიან და საფუძვლიანად არ უღრმავდებიან.
ასეთ ადამიანებს შესაძლოა ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცვალოთ გუნება-განწყობილება. ისინი ორიენტირებული არიან ცვლილებებზე და ქვეცნობიერად განწყობილი არიან რაიმე ახალზე, ახალ ინფორმაციაზე. კარგად ერგებიან ნებისმიერ ვითარებას და სიტუაციის მიხედვით შეუძლიათ სწრაფი ლავირება.
არიან დემაგოგები, ნერვიულები და მოუსვენრები. დაუსრულებლად შეუძლიათ ტელეფონზე საუბარი. ჰყავთ დიდი სამეგობრო წრე და ხშირად მოგზაურობენ.
ამ ადამიანებს ასევე ახასიათებთ მერყეობა, რის გამოც ხშირად სხვების გავლენის ქვეშ ექცევიან. როგორც წესი კარგად ითვისებენ ინფორაციას, როდესაც მათზე ვინმე ან რაიმე ახდენს ზემოქმედებას.
მთვარის ამ განლაგების ადამიანი საოცრად კონტაქტურია. მუდმივად მზად არის ადამიანებთან გახსნილი ურთიერთობისთვის, შეუძლია გახსნილად ისაუბროს საკუთარ გრძნობებზე გარშემომყოფებთან.
ამ ადამიანებს აქვთ გახსნილი და ნათელი გონება. არიან ინტელექტუალები, რაც საშუალებას აძლევთ გამოიცნონ და გამოიკვლიონ ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეული პროცესები. ამ ნიშანს მიეკუთვნებიან: ფროიდი, დოსტოევსკი, ტურგენევი, კაფკა, კრიშნამურტი, კიპლინგი.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, თვისებების მაქსიმალურად ძლიერად გამოვლინებისას, მათ შეუძლიათ იქცენ კოსმიური ინფორმაციის გამტარებად, რადგან აქვთ ამ უკანასკნელის აღქმის უნარი. თუმცა ასეთი გამოვლინებები ძალიან იშვიათია.
მთვარის ამ განლაგების ადამიანებს ყველაზე მეტად აწუხებთ ბრონქების და ფილტვების დაავადებები, ასთმა, სხვადასვა სახის მეტყველებისA და ხელების დაავადებები. მათ უძნელდებათ დაბინძურებულ ან დახურულ სივრცეში სუნთქვა და ესაჭიროებათ სუფთა ჰაერი. ასევე შესაძლოა აწუხებდეთ ნერვული აშლილობა და შფოთვა, რაც ემოციურმა და გონებრივმა გადაღლამ შეიძლება გამოიწვიოს.
მოამზადა თამო აქუბარდიამ