ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე მეშვიდე სახლში

მთვარე მეცხრე სახლშიასეთ ადამიანებს ანომალიურად იზიდავთ ბრძოლები–ჩხუბი, კონფლიქტი, კამათი, დაპირისპირება.

მთვარის დაზიანების შემთხვევაში, თავს იჩენს შემდეგი ტენდენცია– ადამიანის ქვეცნობიერის ერთი მხარე, ერთი პოზიცია, რომელიც მთლიანად იმორჩილებს და წარმართავს ინდივიდის აზროვნებას, მის ქმედებებს, ცხოვრებისეულ აღქმას, რაც გამოიხატება შემდეგი სახის მიდგომაში: მტერს სურს, რომ ყველაფერი წამართვას, მთლიანად გამანადგუროს. პიროვნება ბავშვობიდანვე საკუთარი თავის გააფთრებულ დაცვასა და მუდმივ ბრძოლაშია, არა მხოლოდ სიცოცხლისა და გადარჩენისათვის, არამედ, თუნდაც ელემენტალური სურვილისა და პურის პატარა ნაგლეჯისათვის.

სამყაროს ამგვარი აღქმა მთლიანად ძაბავს და იმორჩილებს პიროვნებას, კეტავს მას, გულჩათხრობილს და ეჭვიანს ხდის. უჭირთ ადამიანების ნდობა და შინაგანად გახსნა მათთან ურთიერთობისას, რაც იწვევს გარკვეულ სირთულეებს, კონფლიქტსა და გაუგებრობებს. განსაკუთრებით დაძაბულია ურთიერთობა– დედებთან, ცოლებთან და ქალიშვილებთან. ქალის ჰოროსკოპში ასეთი მდებარეობა მიუთითებს დაძაბულ ოჯახურ მდგომარეობაზე, ცოლ–ქმრულ უთანხმოებაზე, კერძოდ კი, ცივ და პრობლემურ დამოკიდებულებაზე ქმართან და შვილებთან.

ასეთი ინივიდების ყველაზე საშიში და რეალური მტერი საკუთარი ეგოა, მათი ქვეცნობიერი, შინაგანი მოთხოვნილებებისა და თავდაცვის პროგრამა, რომელიც მუდმივად მოითხოვს დაბალანსებას, გაწონასწორებას, საკუთარი ეგოიზმის შემცირებას და საკუთარ სურვილებს შორის ზღვარის პოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პიროვნებას უყალიბდება შემდეგი სახის დამოკიდებულება: სამყარო ვალდებულია, რომ გამანებივროს და მასიამოვნოს, ხოლო ვინც ამას არ აკეთებს, ის ჩემი მტერია.

პარტნიორთან, როგორც წესი, რბილი და მზრუნველია, ავლენს რა დედობრივ სიყვარულს ან პირიქით, ეძებს მას პარტნიორში, თამაშობს რა მის წინაშე უცოდველი და უსუსური ბავშვის როლს, რომელსაც მოვლა და მფარველობა სჭირდება.

ისინი ხშირად პოპულარულობით სარგებლობენ საზოგადოებაში. ხშირად ემოციურად არიან დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ახასიათებს ყოყმანი და ჭირვეულობა. ხშირია ადრეული, მაგრამ უიღბლო ქორწინება. შესაძლოა, მიიზიდონ მეტად მგრძნობიარე და მყიფე, ცვალებადი ბუნების ადამაინები. პარტნიორში ხშირად ეძებენ მშობლის სახეს. მათ უყვარდებათ მრავალფეროვანი, ცვალებადი, ტრანსფორმირებადი, პრობლემატური და მწუხარებით სავსე ადამიანები.

საქმიანი და ასევე, (განსაკუთრებით) სასიყვარულო ურთიერთობები ხშირად დროებითი, მერყევი და ცვალებადია. თავს იჩენს, მოგზაურობებისა და გადაადგილებებისადმი მიდრეკილება. ასეთ ინდივიდებს ახასიათებთ შეჯიბრებითობა, (შესაძლოა, სწორედ კონკურენციის ნიადაგზე შექმნან ოჯახი). ოჯახური ურთიერთობა ხასიათდება უდნობლობითა და ხშირი ღალატით. არსებობს გათხოვილ (ან დაქორწინებულ) ადამიანთან კავშირის დამყარების ალბათობა.

ესაა სამართლიანობის და პარტნიორული ურთიერთობების, თანამშრომლობისა და მტრების აღმნიშვნელი სახლი, ამიტომ სწორედ ეს საკითხები მოითხოვს ინდივიდისგან დაკვირვებას, სიფრთხილეს, ობიექტურობასა და ზომიერებას, წონასწორობასა და დაბალანსებას.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი