ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე თევზებში

მთვარე მეცხრე სახლშიმთვარის ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ძლიერი ინტუიციით, დაფარულისა და იდუმალის შეცნობის უნარით, მდიდარი შინაგანი სამყაროთი და ღრმა განცდებით.

ხშირად ისინი გარშემომყოფებისგან საკუთარი იდუმალი სამყაროს დაფარვას ცდილობენ. არიან სენტიმენტალურები, მუსიკალურები, მგრძნობიარენი, კეთილშობილნი, მზრუნველები, ყურადღებიანები,
სულიერნი, რომანტიულები, მორცხვნი, მორიდებულები, მოგზაურობის და სიმყუდროვის მოყვარულები და ასევე რელიგიურები და იდუმალებისადმი მიდრეკილნი.

ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან კარგად ავლენენ შემდეგ პროფეიებში თავს: ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, სოციოლოგია, მედიცინა, პედაგოგიკა, მუსიკა, პოეზია, ლიტერატურა და ზოგადად ხელოვნება.

მათ საოცრად მსუბუქი და მგრძნობიარე გული აქვთ. დიდ სიმპატიებს ავლენენ ადამიანების მიმართ და თითქმის ტელეპატიურად გრძნობენ ადამიანის შინაგან ბუნებას. ისინი ვერ ეგუებიან, როდესაც ადამიანი ან თუნდაც ცხოველი იტანჯება მათ თვალწინ. ისინი ეხმარებიან ყველას, ვინც გასაჭირშია და ხშირად მათ კეთილშობილურ ბუნებას ადამიანები ბოროტად იყენებენ.

მთვარია ამ განლაგების ადამიანებს პოეტური სული აქვთ. ასევე უყვართ და ღრმად აღიქვამენ მუსიკას. მათი გრძნობები ხშირად ბუნდოვანია და უჭირთ საკუთარი ემოციების და ცხოვრების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ზუსტად გადმოცემა. ისინი სიყვარულში ძალიან რომანტიულები არიან და ხშირად გრძნობენ შეყვარებულად თავს.

უარყოფით ასპექტებში ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ალკოჰოლიზმისკენ და ნარკომანიისკენ მიდრეკილება. მათში ხშირად ვლინდება, პასიურობა, არააკურატულობა, ტრყუილები, ზედმეტი მეოცნებეობა, ალკოჰოლიზმი, საკუთარი თავის მოტყუების ტენდენციები, მსხვერპლად შეწირვა, ილუზიები და რეალობისგან გაქცევა.

მთვარე თევზებში- ადამიანების ძირითადი სუსტი წერტილია ფეხები, ყველა დაავადებები იწყება სწორედ ფეხებიდან. ასევე აღენიშნებათ ფსიქიკური დაავადებებიც. სისხლის მოწამვლის ალბათობა მაღალია და ნებისმიერი ანთებითი პროცესი შეიძლება გართულდეს. ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი წამლები არ არის რეკომენდირებული და მათ ნაცვლად უფრო ეფექტური შეიძლება ფიტოთერაპია იყოს.

მოამზადა თამო აქუბარდიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი