მთვარე ვერძში
მთვარის ეს განლაგება ადამიანში აყალიბებს უშიშარ, ფეთქებად და იმპულსურ ხასიათს. ასეთი ადამიანები ყველაზე კონფორტულად ექსტრემალურ ვითარებაში გრძნობენ თავს და მუდმივად ცდილობენ ცხოვრება ბრძოლის ველს დაამსგავსონ.
არეგნულად ასე იოლად არ ემჩნევათ, თუ რა მშფოთვარე და დამუმორჩილებელი სული აქვთ. ქვეცნობიერად კი მუდმივად ბრძოლისთვის არიან მზად და გაუცნობიერებლად ეძებენ კიდეც საშიშ და ექსტრემალურ სიტუაციებს.
მათ ახასიათებთ აგრესიულობა, უხეშობა და საოცრად კონფლიქტურნი არიან. თუ მათი ცხოვრება ყოველდღიურ რუტინს ემსგავსება, მათ შინაგანი პროტესტი იპყრობთ, რაც ხშირად ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზიც ხდება. მათ უყვართ თავგადასავლები და ავანტურისტულ მოქმედებებსაც არ ერიდებიან.
მთვარის ამ განლაგების ადამიანებს ახასიათებთ პირდაპირობა, სითამამე, დამოუკიდებლობა და არ გააჩნიათ მოთმინების უნარი. სიყვარულში თავდაჯერებულნი არიან და ყოველთვის მიზანმიმართულად წინ მიიწევენ. მათთვის წარსული არ არსებობს, მომავალი ბუნდოვანია და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობენ. მათ ყველაფერი სწრაფად უნდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მძიმე დეპრესიაშიც კი ჩავარდნენ.
რადგანაც მთვარე სტუმრად მარსთან იმყოფება, ცეცლის სტიქიის პლანეტა მარსიანული ძლიერი ენერგიით ავსებს ადამიანებს. ასეთი ადამიანები ძალიან აქტიურნი და სპორტულნი არიან.
ეს ადამიანები მოვლენებზე რეაგირებენ სწრაფად, იმპულსურად და გაუცნობიერებლად, რასაც მოგვიანებით (ცნობიერის ჩართვის მომენტში) ნანობენ კიდეც.
მათი უშშარი ხასიათი აიხსნება გადამეტებული ოპტიმიზმის გრძნობით, რომ მათ ყველაფერში გაუმართლებთ და ყველაფერი გამოუვათ. ხშირად ასეც ხდება სანამდეც ისინი კრიტიკულ (კარმულად დაშვებულ) ზღვარს არ გადააბიჯებენ. მაშინ კი მათთვის ყველაფერი შესაძლოა ძალიან ცუდადაც დასრულდეს.
მთვარის ამ განლგების მამაკაცისთვის ძალიან მოსაწყენი იქნება მორჩილი და დამჯერე მეუღლე. მას სჭირდება მუდმივი ბრძოლა და გამარჯვება. ხოლო მთვარის ვერძში განლაგების ქალს კი (პარტიორზე მუდმივად ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლის მიუხედავად) ქვეცნობიერად თანასწორ მამაკაცთან დამარცხების სურვილი ექნება, რადგანაც მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობს პარტნიორის მიმართ პატივისცემას. და თუ ბევრად ძლიერი აღმოჩნდება მამაკაცი მთვარის ამ განლაგების ქალზე, ქალს შიშიც კი ექნება მის მიმართ.
მთვარის ამ პოზიციის ადამიანები გამოირჩევიან ორიგინალურობით და შემოქმედებითი უნარით. ყველაზე მეტად კი პოეტებს და მწერლებს უმართლებთ. (ჰერმან ჰესე, იუნესკო აკუტაგავა). ასეთი ადამიანები მოწოდებულნი არიან საკუთარი სულიერი სამყარო გადაუშალონ სხვებს. რომატიზმი კი მათ ძალიან მომხიბვლელს ხდის.
ჯამრთელობის მხრივ სუსტი წერტილია მათთვის თავისა და თვალების არე. ხშირად აწუხებთ თავის ტკივილები და უძილობა. ახასიათებთ ემოციური არასტაბილურობა. რადგანაც ისინი ვერ ეგუებიან მცირედ მარცხსაც კი გაუმართლებლობის შემთხვევაში ხშირად პესიმიზმში და ღრმა დეპრესიაშიც ვარდებიან, რაც მათ კიდევ უფრო აგრესიულს და დეპრესიულს გახდის.
მოამზადა თამო აქუბარდიამ
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
vahahahahaha " iunesko Akutagavaa '' :)))))))))))))) RIUNOSKEE !!! 🙁