ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი პირველ სახლში

ლილიტიასეთი მდებარეობისას შავი მთვარის აქტიური გამოვლინების შემთხვევაში ადამიანი ხდება ზედმეტად სუბიექტური, თვითდაჯერებული, ფეთქებადი და აგრესიული.

მიისწრაფვის პირველობისაკენ, ისე რომ არ ითვალისწინებს გარშემომყოფების მდგომარეობას. ეს თვისებები გარდაუვალია პარტნიორული ურთიერთობებისას, რაც ხშირად იწვევს ურთიერთობის გაუარესებას, კონფლიქტებს და დაშორებას.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ლილიტის გავლენა ხდის ინდივიდს ზედმეტად პასიურს, ეს უშლის ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას, რადგან ასეთ ადამიანებს პარტნიორის სახით ხშირად ხვდებიან ძალაუფლების მოყვარე და ეგოისტი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მათ მართვას და მანიპულირებას. ასეთ დროს ინდივიდი საკუთარ ვალდებულებებს სხვას აკისრებს და ადვილად ექცევა სხვების გავლენის ქვეშ.

ასეთ ადამიანებს აქვთ უნარი და შესაძლებლობა მრავალმხრივ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. საკუთარი ქმედებით საზოგადოებასთან მიმართებაში და არსებულ რეალობასთან ურთიერთქმედებაში. ისინი თავისუფლად გამოხატავენ პიროვნულ “მე”-ს. ასეთი ინდვივიდები ქმედებასთან ერთად (მის პარალელურად) ხედავენ შედეგს, თუმცა ხშირად ეს შედეგი მათთვის არასასიამოვნო და მოულოდნელია. ამ შედეგის მიზეზი შესაძლოა იყოს ის დეტალი, რომელიც თავის დროზე ადამიანმა ვერ გათვალა, გაეპარა ან არ მიაქცია სათანადო ყურადღება.

ფსიქოლოგიური მტრის სახე – თვითონ ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობაშია საკუთარ “მე”–სთან; უკმაყოფილება საკუთარი თავით, დაბალი თვითშეფასება, ეჭვიანობა, იმედგაცრუება და კომპლექსები.

ასეთ შემთხვევაში გამოყოფენ ადამიანის ორ ტიპს:

1) ადამიანი შესაძლოა იყოს ბოროტების მატარებელი, რომელიც მან წინა ცხოვრებაში დააგროვა და ამისათვის ისჯება საკუთარი თავით. ხშირია (ასეთ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ) – დაღვრემილობა, დაბალი თვითშეფასება, ეჭვიანობა, იმედგაცრუება, მრისხანება, ფსიქიური აშლილობები – შიზოფრენია და ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში თვითმკვლელობაც კი!

2) ადამიანისაგან მოდის შინაგანი სინათლე, მიზიდულობა, ოპტიმიზმი, პიროვნული შარმი, საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის რწმენა. ინდივიდი უარს ამბობს, თავისუფლდება პიროვნული ცოდვებისაგან, რომელიც ხელს უშლის შემოქმედებითი ნატურის სრულყოფილად წარმოჩენაში.

ლილიტის ასეთი მდებარეობისას ხშირად ადამიანი ქვეცნობიერად უარს ამბობს, უარყოფს საკუთარ “მე”–ს. ხშირია ავადმყოფური მისწრაფება გარეგნობის ცვლისაკენ, ამასთანავე, რაც უფრო ახლოსაა ლილიტი ასცენდენტთან, მით უფრო მძაფრი და აგრესიულია თვითგამოხატვა (რეალიზაცია), ხოლო ლილიტის მთვარესთან შეერთებისას ხშირია საკუთარი თავის წამება (მაზოხიზმი). ასეთი ადამიანები მუდმივად უკმაყოფილონი არიან საკუთარი გარეგნობით. მუდმივად განიცდიან დისკომფორტს. (უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ტრანსსექსუალიზმი). ლილიტის ნეპტუნთან შეერთებისას ხშირია ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება, ხოლო ლილიტის ვენერასთან შეერთებისას – თვითკმაყოფილება, მანერულობა, გადაჭარბებული ექსტრავაგანტულობა.

ასეთი მდებარეობისას ხშირია კრიტიკული სიტუაციები და ძალადობრივი სიკვდილი. ლილიტი პირველ სახლში აიძულებს ადამიანს გამოისყიდოს ყველა ის შეცდომა თუ დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ინდივიდმა წინა ცხოვრებაში. სასჯელის სახით მათ ეგზავნებათ ადამიანი ან ადამიანები, რომლებსაც დასცინოდა და ცუდად ექცეოდა წინა რეინკარნაციის დროს, რომელთათვისაც ის იყო მაცდური, რომელთაც აიძულებდა თანაცხოვრებას ან დანაშაულის ჩადენას. წინა ცხოვრებაში ასეთი ადამიანი იძირებოდა კონფლიქტებში, ჩხუბსა და კამათში, იყო ბუნტის, რევოლუციის, შეთქმულების, აქციებისა და ომის მოთავე.

ასეთი მდებარეობის ადამიანების ფსიქიკური ძალა წარმოუდგენლად დიდია. ისინი მარტივად მანიპულირებენ, როგორც ცალკეული ინდივიდებით, ისე მასებით. მათთვის აუცილებელია, რომ საკუთარი სექსუალური პოტენცია გადაიტანონ – ჩართონ სულიერ ცხოვრებაში ან შემოქმედებით ენერგიაში, მიმართონ მეცნიერების, ხელოვნების ანდა ქველმოქმედებისაკენ – დაავადებულების, დატანჯულების, დავრდომილების, უძლურების დახმარებისაკენ. ან მთელი თავისი ენერგია და ცოდნა გადასცენ სასიყვარულო ან საქმიან პარტნიორს, რომელსაც მათ უნდა მიანიჭონ ფიზიკური სიმსუბუქე, სულიერი სიმშვიდე და მორალური კმაყოფილება. ამ გზით შეიძლება კარმის შემსუბუქება და სულიერი მემკვიდრეობის დატოვება.

შესაძლოა, ასეთი ადამიანი წინა ცხოვრებაში აგროვებდა ფულს და მატერიალურ სიმდიდრეს, ისე, რომ არაფერზე იხევდა უკან. მისთვის არ იყო უცხო – შანტაჟი და გამოძალვა. ისინი ეწეოდნენ მსუბუქ, ამორალურ ცხოვრებას. მათთვის მთავარი იყო გართობა და სიამოვნების მიღება. შეეძლოთ, მთელი ფული დაეხარჯათ დროსტარებაში. ამ ცხოვრებაში აუცილებელია, რომ შეწყვიტონ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი და ფულის უაზროდ ხარჯვა – გაუნაწილონ მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება. თუკი ისინი ნებით არ გააკეთებენ ამას, მათ ძალით წაართმევენ – მოსალოდნელია; ძარცვა, მოტყუება, თაღლითობა, ფულის დაკარგვა და ა.შ.

ეს ადამიანები ადვილად გრძნობენ თავისი თანამოსაუბრეების სუსტ და ძლიერ მხარეებს, რასაც ხშირად იყენებენ პირადი მიზნებისათვის. კარმა მოითხოვს მათგან დაუღალავ ბრძოლას ბოროტებასა და უსამართლობასთან. ასევე, ეროტიული და სექსუალური პოტენციის შემცირებას – მეტად გასულოვნებას, სიკეთის, ქველმოქმედების განვითარებას. აგრესიის, ეგოიზმის, ფეთქებადობის, სიამაყის და პირველობისაკენ სწრაფვის დაოკებას.

ამ მდებარეობის ლილიტისათვის აუცილებელია მოძრაობა, ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიშები, მაქსიმალურად დაცლა და გათავისუფლება დამანგრეველი ენერგიისაგან. დღესასწაულები, ცეკვები, მხიარულება და სავსე ცოხვრებით ცხოვრება. ამ ლილიტისათვის მოძრაობა სიცოცხლის ტოლფასია. თუ ინდივიდი ვერ იკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებებს მას უავადდება არა მარტო სხეული, არამედ გონებაც.

მოძრაობა, ცეკვა, თამაში, ველოსიპედით სიარული, ხატვა, სიმღერა, სპორტი, მასაჟი, სექსი ასეთი მდებარეობის ადამიანებისათვის აუცილებელი საქმიანობაა. სხეულის, ენერგიისა და აურის მართვა მხოლოდ სასიკეთო იქნება მათთვის – ესაა მათი ჯანსაღი და დადებითი განწყობის გარანტი.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Merri Anne

    fantastiuria )))

  2. Theo Na

    ერთი ეს ენა მასწავლა რაააა :)))

  3. Merri Anne

    Theo Na momebare saleqcio kursze da gamecadineb))

დატოვეთ კომენტარი