ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი მეხუთე სახლში

ლილიტიეს საკმაოდ შემოქმედი და მომხიბვლელი ნატურაა. ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებს აქვთ თანდაყოლილი ეროტიულ – სექსუალური ხიბლი. შესაძლოა, ასეთი ადამიანი დაიბადოს ზედმეტად ოფიციალურ, კონსერვატორულ, ტრადიციულ ოჯახში, სადაც მრავალი თემა ტაბუ დადებულია და მათ შორის სექსუალური თემები.

ასეთ დროს მშობლების მხრიდან შებოჭილ – შეზღუდული ეჭვისა და სირცხვილის გრძნობა თავისუფლდება ბავშვში, ხოლო შეზღუდვის შემთხვევაში – ის ხდება ზედმეტად ჩუმი და მორიდებული, მოსაბეზრებელი და უინტერესო, რაც მოგვიანებით ასეთ ადამიანში გამოიწვევს სექსისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, ეროტიული თამაშით მიღებული სიამოვნების უარყოფას.

ასეთი მდებარეობის მქონე ადამაინები არიან მსოფლიო სიბრძნის მატარებელნი. ისინი კარგად აცნობიერებენ ფანტაზიის ძალას. მათთვის აუცილებელია სულიერი და შემოქმედებითი განვითარება.

ხშირად არიან მარტოსულები, რომლებიც მუდმივად იკვლევენ საკუთარ თავს. მათ შეუძლიათ, გახდნე ნ–მეცნიერები, მომღერლები, წინასწარმეტყველები, თერაპევტები, ხელოვნების მუშაკნი და ა.შ.

ხშირია ადრეულ ასაკში შინაგანი დაავადებები, ბიწიერი მისწრაფებანი და ამორალური ქმედებები. ქალებში მოსალოდნელია მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემები – უშვილობა, მუცლის მოშლა, გართულებული მშობიარობა (ტუმცა, არ არის სავალდებულო).

კარმა მოითხოვს სასიყვარულო პარტნიორისა და ბავშვების პატივისცემას, ვალებისგან გათავისუფლებას, სარისკო მოქმედებების, ავანტურის, სპეკულაციის და აზარტული თამაშებისაგან თავშეკავებას.

აუცილებელია, პირადი ცხოვრებისა და პროფესიული პრობლემების მუდმივი და დეტალური ანალიზი, რის შემდეგაც ეს მაჩვენებელი ასუსტებს თავის გავლენას.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი