ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი მეშვიდე სახლში

ლილიტიასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებს აქვთ უნარი ადამიანთა ჭეშმარიტი სახის დანახვის. ისინი ხედავენ სხვათა თვალებით. სხვა ადამიანთან შეკავშირება – შეკვრა ეს ისაა, რისკენაც მიისწრაფვის ასეთი ლილიტის მქონე ინდივიდი.

ისინი მიისწრაფვიან, ელიან იდეალურ, ღვთიურ ურთიერთობას, რომელიც ყველაფერს გამოასწორებს, ყოველივეს შეცვლის სასიკეთოდ. ეგოისტური მაღალი მოთხოვნილებები ამ ადამიანებს მუდმივად უშლით ხელს ლამაზი და სასიამოვნო, მყარი ურთიერთობების დამყარებაში. ისინი ეკტვიან ხარისხს, თუმცა მათი ხარისხი ხშირად მიუწვდომელია.

უარყოფითში გარდამავალი შინაგანი გაურკვევლობა და ყოყმანი ხელს უშლით ურთიერთობების შენარჩუნებაში. ისინი თავად ხდიან ყველაფერს უფრო პრობლემურს. მანიპულირებისა და ინტრიგების ხლართვით თავადვე იქმნიან უსიამოვნებებს. პარტნიორის პოვნა, როგორც წესი არ წარმოადგენს მათთვის პრობლემას, მაგრამ ურთიერთობის გაგრძელება და ბედნიერი თანაცხოვრება მათთვის პრობლემატურია.

ისინი ადვილად ხედავენ მოწინააღმდეგის პიროვნებას. დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ თანამშრომლობა და ჯგუფური მუშაობა.

ასეთი მდებარეობის ლილიტი მიანიშნებს, რომ ნებისმიერი სასიყვარულო თუ საქმიანი პარტნიორი შესაძლოა გახდეს ინდივიდისათვის უსამართლობის, ძალადობისა და უბედობის წყარო.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ინდივიდისათვის უკეთესია უარის თქმა ყოველგვარ თანამშრომლობაზე, თანაავტორობაზე. უკეთესი იქნება დამოუკიდებლად მუშაობა, თავისუფალი პროფესია.

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა გექნებათ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.

ასეთი ინდივიდისათვის ცდუნებას წარმოადგენს საქორწინო ურთიერთობა. ის იზიდავს პარტნიორს, რომელიც ანადგურებს მას. ის ხშირად დათრგუნულია ქორწინებაში. ხშირად ეჯახება უსამართლობას, შეუფერებელ საზოგადოებას და ა.შ. (თუ ლილიტი ძლიერია ან არ მუშაობთ პარტნიორულ ურთიერთობებზე!)
თქვენთვის მთავარია ბალანსის შენარჩუნება – თუ როდის უნდა გასცეთ რჩევები და როდის გაჩუმდეთ –ყოველგვარი ინტრიგის გარეშე.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Nino Vasadze

    chemi tavia daxasiatevuli

დატოვეთ კომენტარი