ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი მეორე სახლში

ლილიტიამ მდებარეობის მქონე ადამიანებისათვის აუცილებელია გაცნობიერება, ცოდნა იმისა, რომ ყოველ საგანში არის შთაგონებული სული. სამყაროში ყოველივე სავსეა ენერგიით. იმისათვის, რომ ადამიანმა გახსნას ლილიტი და განაახლოს – აღადგინოს კავშირი ბუნებასთან აუცილებელია, რომ იკითხოს წიგნები “შამანიზმზე”, “ციმბირულ ექიმბაშობაზე”, “დრუიდებზე”, “ძირძველ ამერიკელებზე” და ა.შ

ასეთი მდებარეობისას ადამიანისათვის აუცილებელია ბუნებასთან სიახლოვე. მათ რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატარონ ტყეში – ხშირად ისეირნონ, დაისვენონ ან იცხოვრონ ტყის მახლობლად, რათა გააძლიერონ შინაგანი კონტაქტი, სიახლოვე ბუნებასთან და აღადგინონ ენერგეტიკული მიმოქცევა.

ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანს შეუძლია იმუშავოს მასაჟისტად, ხოლო ლილიტის დამუშავების შემთხვევაში – უფრო აიმაღლოს დონე და წარმოგვიდგეს ჰიპნოზისტად.

ამ ადამიანებს აქვთ განკურნების მაგნიტური უნარი, რაც მოითხოვს ამ ნიჭის განვითარებას და გამოყენებას მხოლოდ ამაღლებული მიზნებისათვის – არა საკუთარი კეთილდღეობისა და მატერიალური სიმდიდრისათვის, არამედ სხვათა დასახმარებლად.

ასეთ დროს ხშირია – ავადმყოფური ლტოლვა ფულისადმი, მატერიაზე დამოკიდებულება, ფუფუნებასა და შემგროვლებლობაზე ჩაციკვლა, ღორმუცელობა. სასჯელის სახით ასეთი ადამიანები ხშირად კარგავენ მატერიალურ დოვლათს, რადგან ისინი მიდიან დეგრადაციის გზით, ვერ ახერხებენ ცდუნებისაგან გათავისუფლებას.

ამ ლილიტისათვის პირველ რიგში დამახასიათებელია მატერიალური პრობლემები. სწორედ ეს არის ასეთი ადამიანების უმთავრესი ცდუნება. ძირითადად თავს იჩენს ფულის ან სხვა სახის მატერიალური საგნების შემგროვლებლობა. ასეთ დროს ადამიანმა შესაძლოა, ძალიან მარტივად, იოლი გზით იშოვოს ფული, მაგრამ ასევე იოლად დაკარგოს (გაფლანგოს).

ეს მდებარეობა ხშირად აქვთ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს. კარმა მოითხოვს უარის თქმას ყოველგვარ ძალაუფლებაზე, სიმდიდრესა და შემგროვებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ინდივიდი დაისჯება ან სიმდიდრის დაკარგვით და მუდმივი ფინანსური პრობლემებით, ან თავად გახდება მსხვერპლი და დამნაშავე, (რადგან ჩაიდენს რაიმე სახის დანაშაულს).

თქვენთვის აუცილებელია, გააცნობიეროთ, რომ სული სხეულზე ძვირფასია, რომ ბედნიერება ფულზე მაღლა დგას. განივითარეთ ქველმოქმედების უნარი, უხვად გაეცით – დაეხმარეთ მათ, ვინც ამას საჭიროებს, ნუ იქნებით დამოკიდებული მატერიაზე და აღიდგინეთ თქვენში ბუნებისა და ადამიანების მიმართ სიყვარული, რომელიც წლების ნამძილზე შესაძლოა, მატერიალურმა საგნებმა ჩაანაცვლა.

მომზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი