ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი მეოთხე სახლში

ლილიტიასეთი მდებარეობა დაკავშირებულია ოჯახურ პრობლემებთან. პრობლემასთან – სახლში, სამშობლოში, ნათესავებთან, შვილებთან, მეუღლეებთან. შესაძლოა, ინდივიდი ვერ გრძნობდეს სითბოს და სიმშვიდეს საკუთარ ოჯახში, განიცდიდეს დისკომფორტს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს კარმა მოგყვებათ თქვენი მშობლებისა და წინაპრებისაგან.

თქვენ ისჯებით წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისათვის.

ასეთი ადამიანისათვის აუცილებელია – ოჯახური ტდარიციების, ეროვნული ღირებულების დაცვა. კარმა მოითხოვს ინდივიდის “სახლში”, “სამშობლოში” დაბრუნებას, მის დაბრუნებას ფესვენთან, სიახლოვეს წინაპრებთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ლილიტის დამუშავება და ადამიანის განვითარება სწორი ევოლუციური გზით.

ესაა მოგზაურობა საკუთარ თავში. საკუთარი თავის შეცნობა, ჩაღრმავება პიროვნულ “მე”-ში. ესაა საკმაოდ ინტიმური და რთული – შემაშფოთებელი მოგზაურობა, აღსავსე მძვინვარებით, აგრესიით, სინანულითა და მწუხარებით.

ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანისათვის აუცილებელია – სითამამე. მან უნდა ჩამოიხსნას ნიღაბი საზოგადოების წინაშე. თავდაცვისა და სიყალბის ნიღაბი, რომლითაც ინდივიდი ცდილობდა სხვათა დარწმუნებას იმაში, რომ ყველაფერი რიგზეა.

ხშირია გადაჭარბებული სექსუალური მოთხოვნილებები – ამორალურობა, ღალატი, განქორწინება, უკანონო შვილები… ასევე, ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია უშვილობა, გენეტიკური და ფსიქიკური დაავადებები.

სწორად შერჩეულმა, შესაფერისმა სასიყვარულო პარტნიორმა შესაძლოა დიდი წვლილი შეიტანოს ასეთი ინდივიდის განვითარებაში. დაეხმაროს მას პრობლემების გადაჭრაში და შეუმსუბუქოს მძიმე ხვედრი.

საკუთარ თავში – არაცნობიერში შესაღწევად ადამიანმა უნდა მიმართოს მედიტაციას, სხვადასხვა ვარჯიშებს(იოგას), ჩაკრებისა და აურის დაბალანსებას.

გაუნაწილეთ სითბო და სიყვარული გარშემომყოფებს, ისწავლეთ ნდობა, რაც აუცილებელია, სხვებთან სულიერი სიახლოვის დასამყარებლად.

ამ რეკომენდაციების გათვალისწინება შეამსუბუქებს ლილიტის გამოვლინებას თქვენს ცხოვრებაში.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი