თევზები მამაკაცი რომ მოხიბლოთ
თევზები მამაკაცი რომ მოხიბლოთ
გირჩევთ:
– მოიფიქროთ, თუ როგორ დაუმტკიცოთ თქვენს რჩეულს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ძველმოდური რომანები;
– შექმნათ საოცრად ალერსიანი და მგრძნობიარე ბუნების ქალის შთაბეჭდილება, მაშინაც კი, როდესაც ძალიან ცუდ გუნებაზე ხართ;
– არ მოერიდოთ ცრემლებს, გრძნობებსა და სხვა სენტიმენტალურ გამოვლინებებს;
– შთაუნერგოთ მას, რომ ცხოველები და ბავშვები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია;
– დაარწმუნოთ, რომ მანამდე, გულწრფელად, არავინ გყვარებიათ და მხოლოდ ახლა და მხოლოდ მასთან იგრძენით ეს ღვრთაებრივი გრძნობა!
არ გირჩევთ:
– როდესმე შეურაცხყოთ მისი გრძნობები!
– მისი ყურადღების ზედმეტად აქცენტირებას ფულთან უყაირათო დამოკიდებულების გამო, ვინაიდან, მისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ძალიან არაპრაქტიკულია;
– თვალებს აცეცებდეთ საზოგადოებაში და კაცებს ეპრანჭებოდეთ, როდესაც ასეთი ფაქიზი ბუნების ადამიანის გვერდით იმყოფებით, მას ხომ ისედაც ცოტა ჰყოფნის განაწყენებისთვის.