ხორცი – მავნე თუ სასარგებლო პროდუქტი
კახა საბახტარაშვილი
ხორცეულობა ადამიანის კვების ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ადამიანთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ ხორცი აუცილებლად უნდა შედიოდეს კვების რაციონში, მის გარეშე ადამიანი დასუსტდება, ფიზიკურად ვერ განვითარდება და ა.შ… მეორე ჯგუფი კი თვლის, რომ ხორცის ჭამა მავნეა, მთელ რიგ დაავადებათა წარმოშობის მიზეზია და ა.შ. რომელი შეხედულებაა სწორი? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ ჯერ განვიხილოთ ადამიანი თავისი აგებულებით, ფიზიოლოგიით ხორცისმჭამელია თუ ბალახისმჭამელი. ამისათვის ვისარგებლოთ ქვემოთმოყვანილი მონაცემებით:
ხორცისმჭამელი ცხოველები
- ბრმანაწლავის გაგრძელება აპენდიქსი (ჭიანაწლავი) – არ აქვს
- ბრჭყალები – აქვს
- ძლიერად განვითარებული ეშვები
- ძლიერად განვითარებული მჭრელი კბილები
- ძირითადი კბილები პატარაა, წამახვილებული, ყბის ჩაკეტვისას ერთმანეთს არ ეხება.
- სანერწყვე ჯირკვლები – სუსტად განვითარებული; ნერწყვი – მჟავე რეაქციის და არ შეიცავს სახამებლის დამშლელ ფერმენტებს.
- კუჭი გამოყოფს ძალზე აქტიურ კუჭის წვენს ცხოველების კუნთების, ძვლების გადასამუშავებლად.
- ნაწლავის სიგრძე სამჯერ აღემატება ცხოველის ტანის სიგრძეს.
ბალახისმჭამელი ცხოველები
- აპენდიქსი – აქვს.
- ბრჭყალები – არ აქვს.
- სუსტად განვითარებული ეშვები.
- ბლაგვი, მჭრელი კბილები.
- ძირითადი კბილები – ფართოა, ბრტყელი, ყბების ჩაკეტვისას ერთმანეთს ეხება.
- სანერწყვე ჯირკვლები, კარგად განვითარებული, ნერწყვი – ტუტე რეაქციის და შეიცავს სახამებლის დამშლელ ფერმენტს – ფტეალინს.
- კუჭის წვენი ათჯერ უფრო სუსტია ვიდრე ხორცისმჭამელი ცხოველების კუჭის წვენი.
- ნაწლავეი ექვსჯერ გრძელია სხეულზე.
ადამიანი
- აპენდიქსი – აქვს
- ბრჭყალები – არ აქვს
- სუსტად განვითარებუი ეშვები.
- ბლაგვი, მჭრელი კბილები
- ძირითადი კბილები ისეთივეა, როგორც ბალახისმჭამელებში
- სანერწყვე ჯირკვლები – ისეთივეა როგორც ბალახისმჭამელებში
- კუჭის წვენი – ისეთივეა როგორც ბალახისმჭამებელში
- ნაწლავი – ისეთივეა, როგორც ბალახისმჭამელებში.
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ადამიანი ბალახისმჭამელ არსებადაა შექმნილი და ამას ანატომებიც ადასტურებენ. ამრიგად, რას წარმოადგენს ხორცი?
-
ხორცი ძნელად გადასამუშავებელი პროდუქტია.
მისი სრული დაშლის პროცესი 6-8 საათი მიმდინარეობს.
-
ხორცი ადვილადლპობადი პროდუქტია.
ადამიანის კუჭის წვენი ათჯერ უფრო სუსტია, ვიდრე ხორცისმჭამელი ცხოველის კუჭის წვენი, რის გამოც გადაყლაპული ხორცის ნაჭერი ადამიანის ორგანიზმში ლპება.
-
ხორცი დუღილის გამომწვევი პროდუქტია.
გადაუმუშავებელი ხორცი ადამიანის კუჭ-ნაწლავში იწყებს დუღილს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პროცესს საფუარიანი პური ეხმარება. გამომუშავებდა ეთილოვანი ნაერთები , რომლებიც ახლოს არის სპირტ-დენატურატთან. ამის შედეგად ბავშვებს ადრეული ასაკიდან უვითარდებათ სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
-
ხორცი – ტოქსინების, შხამების წყაროა.
– გადაუმუშავებელი, შხამებად ქცეული ხორცი ყოვნდება ნაწლავებში, შემდეგ კი შხამი ხვდება ღვიძლში, თირკმელში, სისხლში, სასხრებში და ყველა უჯრედში – გამოჰყავს რა ისინი მწყობრიდან. ნაწლავურ თვითმოწამვლას მეცნიერი ი. მეჩნიკოვი ადამიანის დღეგრძელობის პირველ შემაფერხებლად თვლიდა.
-
ხორცი შეკრულობის წარმოშობის ძირითადი მიზეზია.
– ხშირად, შეკრულობის მიზეზი სწორედ საკვებად მაღალკალერიული, მცირე მოცულობის, მცენარეული ბოჭკოების არშემცვლელი (მაგ. ბუტერბროტები)პროდუქტების გამოყენებაა. ამ მავნე ჩვევას მივხავართ იქამდე, რომ ნაწლავში მასები მცირე რაოდენობით წარმოიშობა და ბუნებრივი მოთხოვნილებები თითქმის არ არსებობს. რის ფონზეც ვითარდება თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია, მუცლის სიმძიმე და შებერილობა.
-
საშარდე გზების პრობლემები
ხორცი არის საშარდე გზებში ურატული სილის და ქვების გაჩენის მიზეზი.
-
ხორცი კიბოსგამომწვევი ნივთიერებების, კონცეროგენების წყაროა.
– ხორცის ნაწარმს – სოსისებს, ძეხვებს, უმატებენ კონსერვანტებს, ნიტრატებს და შემასევბლებს. ეს ნივთიერებები შეიძლება კანცეროგენული აღმოჩნდეს. დადგენილია ისიც, რომ ხორცის პროდუქტის შეწვის დროსაც ეს ნივთიერებები წარმოიშობა.
-
ხორცი ხშირ შემთხვევაში, ნევროზის, აგრესიული ქცევის წარმოშობის წყაროა.
დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ ადამიანებში, რომლებიც ხშირად ღებულობენ ხორცს ხშირია ნევროზები, აგრესიული ქცევა და გაღიზიანება. ეს შემთხვევითი არ არის… როდესაც ცხოველს კლავენ სიკვდილის წინამომენტში, მის სისხლში შიშისა და აგრესიის იმდენი ჰორმონი გადაისროლება, რომ შემდეგ ხორცის არანაირი გაყინვა და თერმული დამუშავება არ შველის… ეს ემოცია კი ხორცის მიმღები ადამიანის ბიოსისტემაში გადადის.
კახა საბახტარაშვილი
15 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ხორცი რომ ასეთი კატასტროფიული იყოს, ბიბლიაში არ ეწერებოდა, რომ მისი ჭამა შიძლება!!!
sheudzlebelia!
თუ გინდათ სულიერაბაში წინ გადადგათ ნაბიჯები ხორცი უნდა ამოიღოთ რაციონიდან
adamiani yvelafris mchameli cxovelia
სად წაიკითხეთ ბიბლიაში მასეთი რამე???
ფაქტია რომ ისეა როგორადაც წერია
Nika Svanadze ადამიანსაც გააჩნია
რა უნდა მოხდეს რომ ხორცზე უარი ვთქვა – ბალახეული და ბოსტნეული ვერ მანაყრებს
ვეგეტარიანელი ვარ ,ჩემი მიზეზები მაქვს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი ამდენ საშინელებას თუ იწვევდა ეს ლეში
ამაზე დიდი სისულელე ჯერ არ წამიკითხავს! მე უპირატესობას ბოსტნეულით კვებას ვანიჭებ, მაგრამ ხორცი შეიცავს ზოგ ისეთ ელემენტს, რასაც არ შეიცავს არც ერთი ბისტნეული და აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ისე, თუ იცით, რომ კარტოფილის ჩიპსი უფრო კანცეროგენულია ვიდრე მაგ: მწვადი? ასევე ზემოთ მოყვანილი პუნქტები ვერ უძლებს სამედიცინო ცოდნას. ხორციც ისევე მუშავდება კუჭში, როგორც სხვა პრუდუქტი და არ ლპება! ასე, რომ თქვენ თუ ვეგეტარიანელი ბრძანდებით, თქვენი ნებაა, მაგრამ ამ სტატიით ღრმად შეურაცხყოფთ იმ ადამიანებს, ვინც მიირთმევს ხორცს!!! და მიკვირს, რა შუაშია ეს ასტროლოგიასთან.
დაწვრილებით გავეცანი სტატიას და მინდა გითხრათ,რომ არ ვეთანხმები ხორცის ,, მავნე თუ სასარგებლო პროდუქტად'' დაყოფას.ბევრი აქ გამოთქმული ვერსია სინამდვილეს შეესაბამება,მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას,რომ ხორცი წარმოაჩინოთ მხოლოდ უარყოფითი თვისებების მქონე და დაავადებების გამომწვევ პროდუქტად ადამიანის ორგანიზმისათვის.იმისათვის,რომ კვების რაციონი ითვლებოდეს დაბალანსებულად, მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცხოველური ცილები, რომლებიც ორგანიზმის ერთ-ერთი ძირითადი ‘’საშენი მასალებია’’ ჩვენი კუნთებისა და ძვლებისათვის. ამავე დროს მათ გარეშე წარმოუდგენელია ძლიერი იმუნიტეტის არსებობა.
ცილების საუკეთესო წყაროდ კი ხორც-პროდუქტებია მიჩნეული. გარდა ამისა აღსანიშნავია,რომ ხორცი შეიცავს უამრავ ისეთ ვიტამინს,რომელიც ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.ასეთებია: A-ვიტამინი,B-ვიტამინი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რკინა. ყველა პროდუქტს გააჩნია როგორც უარყოფითი,ისე სასარგებლო თვისებები,ამიტომ საჭიროა მათი სწორი რაოდენობით მიღება და დაბალანსება.ასეთ შემთხვევაში თავს ავარიდებთ მათგან გამოწვეუ პრობლემებს და მივიღებთ ორგანიზმისათვის საჭირო რაოდენობის ვიტამინებს:))
ჩემი აზრით, ნებისმიერი ხორცი, მომზადების წინ გამდინარე წყალში უნდა ჩაიდოს, რადგან, წყალს აქვს უნიკალური თვისება წმენდისა. წყალი არის გამწმენდი როგორც ვიზუალური სხეულის, ისე შინაგანი ენერგეტიკის გასუფთავების უნარიც შესწევს. ხშირად მსმენია, რომ მაგალითად – სამწვადე ხორცს, წყალში ჩალაგება არ უხდება, რადგან ის კარგავს იმ ნივთიერებებს რაც მის სიგემრიელეზე აგებს პასუხს… რატომღაც, თუ მწვადი სისხლიანია, ის უფრო გემრიელია, არადა გარკვევით წერია, რომ ის ნეგატიური ენერგეტიკა და აგრესიის ჰორმონი რაც ცოცხალი ორგანიზმის კვლის პროცესში წარმოიქმნება, პირდაპირ ერწყმის სისხლს, რომელსაც ჩვენ მწვადთან ერთად ისე მივირთმევთ, რომ არც ვფიქრობთ მის შედეგებზე. ძალიან მარტივი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. ის ვინც ხორცს ძალიან მცირე რაოდენობით და ინტენსივობით მიირთმევს, მის სახის კანზე ვერ ნახავთ გამონაყარს, რადგან ამავე გამონაყარის მიზეზები ზუსტადაც რომ ადამიანის სისხლში და ნაწლავურ ფლორაში უნდა ვეძიოთ. ზომიერზე ნაკლები ოდენობით და სწორად გამზადებული ხორცი (მოხარშული, იდეალურ შემთხვევაში) სასარგებლოც კია ორგანიზმისთვის.
ჩემი აზრით, ნებისმიერი ხორცი, მომზადების წინ გამდინარე წყალში უნდა ჩაიდოს, რადგან, წყალს აქვს უნიკალური თვისება წმენდისა. წყალი არის გამწმენდი როგორც ვიზუალური სხეულის, ისე შინაგანი ენერგეტიკის გასუფთავების უნარიც შესწევს. ხშირად მსმენია, რომ მაგალითად – სამწვადე ხორცს, წყალში ჩალაგება არ უხდება, რადგან ის კარგავს იმ ნივთიერებებს რაც მის სიგემრიელეზე აგებს პასუხს… რატომღაც, თუ მწვადი სისხლიანია, ის უფრო გემრიელია, არადა გარკვევით წერია, რომ ის ნეგატიური ენერგეტიკა და აგრესიის ჰორმონი რაც ცოცხალი ორგანიზმის კვლის პროცესში წარმოიქმნება, პირდაპირ ერწყმის სისხლს, რომელსაც ჩვენ მწვადთან ერთად ისე მივირთმევთ, რომ არც ვფიქრობთ მის შედეგებზე. ძალიან მარტივი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. ის ვინც ხორცს ძალიან მცირე რაოდენობით და ინტენსივობით მიირთმევს, მის სახის კანზე ვერ ნახავთ გამონაყარს, რადგან ამავე გამონაყარის მიზეზები ზუსტადაც რომ ადამიანის სისხლში და ნაწლავურ ფლორაში უნდა ვეძიოთ. ზომიერზე ნაკლები ოდენობით და სწორად გამზადებული ხორცი (მოხარშული, იდეალურ შემთხვევაში) სასარგებლოც კია ორგანიზმისთვის.
ჰაა ლეო ამბობ უარს ხორცზე? :)))
დიდხან წყალში ნადები ხორცი უგემურია, მაგრამ სისხლისაგან უნდა დაიწრიტოს: ხალხური მეთოდია დაშაშხვა