ასტროლოგიური მაღაზია

ხარი – ზოგადი დახასიათება

ხარიმომთმენი და ჩუმი, თავშეკავებული და ნელი, გაწონასწორებული და შეუმჩნეველი, ზუსტი და მეთოდური, ხარი თავის ორიგინალურ ჭკუას თითქოს-და ხის ნიღბის ქვეშ მალავს. მას აქვს ნიჭი, ადამიანებში გააღვიძოს მი
ს მიმართ ნდობა და ეს მისი დიდი კოზირია წარმატების გზაზე.ის დამკვირვებელია და ალბათ ამიტომაც, უყვარს მარტოობა.
ხარს შეუძლია ფანატიზმამდე სექტანტად გახდომა. ხშირადაა შოვინისტი და ფარისეველი, ამიტომ მას ხშირად აკრიტიკებენ. მიუხედავად მისი გარეგნული სიმშვიდისა, ის ქოლერიკია.

ძალიან თავშეკავებულია და მისი მრისხანება იშვიათად ჩანს და სწორედ ამიტომ ის უფრო საშიშია.

უმჯობესია არ გაუწიოთ მას წინააღმდეგობა, ამით ის უფრო სახიფათო ხდება. მიუხედავად მისი უემოციო სახისა, ის ჯიუტია და ვერ იტანს დამარცხებას. და ნამდვილი უბედურებაა მათთვის, ვინც მის გზაზე აღმოჩნდება.

ხარი ბუნებით ლიდერი და ხელმძღვანელია, ხშირად საკუთარ თავშია ჩაკეტილი, თუმცა შეუძლია იყოს კარგად მოსაუბრე, თუ რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია.

ის ვერ იტანს სიახლეებს, რომელმაც შეუძლია მისი მშვიდი ყოფის შერყევა. ის ერთერთია მათ შორის, ვინც დასცინოდა პიკასოს, ახალ-ჯაზს, მოკლე კაბებსა და გრძელ თმებს. ხარი ვერ აიტანს იმას, რომ რომელიმე მისმა ოჯახის წევრმა გაიზიაროს ეს სიახლეები. ის ძალიან ძალაუფლებისმოყვარეა და უყვარს ტრადიციები.

ამ ნიშნის ქალებზე დაყრდონა შეიძლება, თუ მას შეუძლია ნამცხვრების ცხობა და გარემოს შესაბამისად ჩაცმა, მაგრამ ნუ დაელოდებით მისგან სითამამესა და ფანტაზიებს ჩაცმასა და ცხოვრებაში.

ხარი ჭეშმარიტი მშრომელია, რომელსაც თავისი ოჯახისთვის კეთილდღეობა მოაქვს. მისი ოჯახში ყოფნა უკვე სიკეთის მომტანია თუნდაც მარტო იმიტომ, რომ მას რაღაც თავისი გასაკეთებელი აქვს ყოველთვის და თავდაუზოგავად მუშაობს.

მისთვის შესაფერისია ნებისმიერი სამსახური, მოხერხებულია როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ საქმიანობაში, თუმცა უფრო სოფლის მეურნეობის საქმიანობა შეეფერება.

კომერციულ და საზოგადოებრივ საქმეებში ცუდად ერკვევა, ეს ყველაფერი რთულია მისთვის. ხარისთვის უმჯობესია არ აირჩიოს ისეთი სამსახური, რომელიც დაკავშირებული იქნება მოგზაურობასთან, რა დროსაც კარგავს წონასწორობასაც და ჯანმრთელობასაც.

ქალი-ხარი ნამდვილი მეოჯახეა, ის კარგად ზრუნავს თავის კერაზე. შესანიშნავი და მზრუნველი დიასახლისია და ხშირად ოჯახის მართვა თავად უწევს.

სამწუხაროდ, ხარს გარშემომყოფები ცუდად უგებენ. ის ჯიუტია, თუმცა უყვარს თავისი ოჯახი და ამაყობს თავისი შვილებით. თავის ძალაუფლებას ყოველგვარი ტაქტის გარეშე იყენებს და ამართლებს იმით, რომ ოჯახის უფროსი, თავადაა!

საუბედუროდ, სიყვარული მისთვის მხოლოდ ხუმრობაა. ის შეიძლება იყოს მგრძნობიარე, ერთგული, მაგრამ არასდროს გახდება რომანტიკოსი. არც ცნობს ფლირტსა და გრძნობების პრობლემებს. ცხოვრებისადმი მატერიალისტური მიდგომა ხდება მისტVის მრავალ, მათ შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობებში იმედგაცრუების მიზეზი.

ხარი არასდროს იეჭვიანებს მეუღლეზე, მაგრამ ერთგულება მისი უმთავრესი პრეროგატივა და უპირატესობაა. ის არასდროს ღალატობს და ამისთვის დაფასებულია კიდეც შესაბამისად.

ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ხარის ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. თავისი ცხოვრების მეორე ეტაპზე მას ექნება პრობლემები მეუღლესთან, იმიტომ რომ მის მეუღლეს ბერდზება ერთფეროვნება და რომანტიკის ძებნას იწყებს, რასაც სახლში ვერ პოულობს.

სინამდვილეში ეს მეოჯახე და შრომისმოყვარე ადამიანი ვერ ხედავს განსხვავებას თავისსა და სხვების შეხედულებებს შორის. მისი ცხოვრების მესამე ეტაპზე მას შეხვდება გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ თუკი ის მათ მოგვარებას შეძლებს, მისი სიბერე მშვიდი და უშფოთველი ექნება.

ხარისთვის იდეალურია ქორწინება მამლის წელიწადში დაბადებულ ადამიანთან. ორი კონსერვატორის შეხვედრა ბრწყინვალე იქნება. ყველაფერი კარგად იქნება ვირთხასთან, ხარზე შეყვარებული ვირთხა მისი ერთგული იქნება სიცოცხლის ბოლომდე. გველი, მიუხედევად მისი არაერთგულებისა, თავისი ჭკუის წყალობით მუდამ შეძლებს ხარის გვერდით ყოფნას და არასდროს მიატოვებს მას. როგორც ვირთხა, ხარიც ასევე იმედგაცრუებული იქნება მაიმუნით. ხარი ფრთხილად უნდა იყოს ქარაფშუტა და ჭირვეულ თხასთან, თავის ხასიათის წყალობით თხას შეუძლია ნამდვილი დრამის გამოწვევა.

ხალხური სიბრძნე ამბობს, რომ არ შეიძლება ხარისა და ვეფხვის ერთად ცხოვრება, ეს იქნება ომი, რომელშიც აუცილებლად ვეფხვი დამარცხდება, ვინაიდან ხარი უფრო ძლიერია. დედა ხარი ვერასდროს მოძებნის საერთოს შვილ ვეფხვთან და ამ უკანასკნელს სახლის დატოვება მოუწევს.

ბოლოს უნდა ავღნიშნოთ, რომ ზამთრის პერიოდში დაბადებული ხარი უფრო ბედნიერი იქნება.

მოამზადა მერი გოგებაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები