ასტროლოგიური მაღაზია

წყლის გველის წელი

წყლის გველიქეთი ვაწაძე

2013 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით გველის წელს განეკუთვნება.

ამ წლის კოსმიური ელემენტია წყალი, ფერი – შავი. ამ წელს შეესაბამება ასევე ლურჯი (ცისფერი) და მწვანე ფერები.

წლის სტიქია – წყალია, მისთვის დამახასიათებელია მოძრაობა, დინამიურობა, ცვალებადობა.

გველის წელი ოფიციალურად 2013 წლის 10 თებერვალს, თბილისის დროით 10:21-ზე შემოვა.

გველის წლებია: 1905 1917 1929 1941 1953 1965 1977 1989 2001 2013

 

2013 წლის თილისმა – წყლის შავი გველია. შავი ფერი – ეს არის კოსმოსი, ეს არის ღრმა წყლების ფერი. შავ გველს ადამიანებისთვის მოაქვს დაფარული, შენიღბული ცვლილებები, ცვალებადობა, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ამ წელს ყველაფერი წინასწარ იყოს შეფასებული და დაგეგმილი, ბევრად ადრე, ვიდრე ქმედებებს დავიწყებდეთ.

ცხოვრება მოულოდნელ სიურპრიზებს, სიახლეებს გვპირდება. მთავარია – ვიყოთ ამისთვის გახსნილი და არ შეგვეშინდეს ცვლილებების.

მზად იყავით ცხოვრებაში ცვლილებებისთვის, უეცარი რეაგირებისთვის, რათა მოახდინოთ სიტუაციის სათქვენოდ გამოყენება.
ამ წელს აუცილებელია გავაძლიეროთ ინტუიცია, აუცილებელია ვისწავლოთ ინტუიციაზე დაყრდნობით ცხოვრება, ინტუიციის მიხედვით არჩევანის გაკეთება.

აუცილებელია ყური დაუგდოთ სხვების აზრებს, გაითვალისწინოთ რჩევები. სიჯიუტე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები – წარმატებას ვერ მოგიტანთ. შეეცადეთ სწორად გააკეთოთ არჩევანი, გამოყოთ პრიორიტეტები.

აუცილებლად დაეხმარეთ სხვებს, ოღონდ სწორად გათვალეთ ძალები, როგორც სხვებთან მიმართებაში, ასევე – საკუთარი საქმეებისთვის.

წესით, 2013 წელი ბევრ საქმესთან, შრომასთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ შესაძლოა ხშირად უფრო გაღიზიანებულად იგრძნოთ თავი ( მით უფრო მაშინ, როდესაც გადაღლილი ხართ), ამიტომ მოუფრთხილდით ნერვიულ სისტემას, აუცილებელია დროული დასვენება, განტვირთვა.

ამ წელს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბევრ ჭორსა და ინტრიგას, შესაძლოა ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაიგოთ (ნაწილობრივ ლილიტის ტყუპებში ყოფნის გამოც), თუმცა იქნება ბევრი საინტერესო და სასიკეთო შესაძლებლობაც.

თუ თქვენ ,,გველურ,, სიბრძნეს, სიფრთხილეს გამოიჩენთ, დაეხმარებით მეგობრებს, კეთილგანწყობილი იქნებით გარშემომყოფებისადმი, მაშინ ბედი ბევრად მოწყალე იქნება თქვენს მიმართ და წარმატების მიღწევის ალბათობაც – ერთი – ორად მოიმატებს.

ამ წელს მრავალი ადამინის ცხოვრებაში გაჩნდებიან ახალი ადამიანები, კოლეგები, ერთგული მეგობრები.

გველს არ უყვარს ტყუილი და ამიტომ აუცილებელია ყველაფერი სიცრუის და მოტყუების გარეშე გაკეთდეს. ამ წელს სასიკეთო იქნება თუ არ გასცემთ შეუსრულებელ დაპირებებს, ისწავლეთ, ასე ვთქვათ ,,ენაზე კბილის დაჭერა~, რათა შემთხვევით რამე ზედმეტი არ თქვათ, ვინმე არ გაანაწყენოთ.

საერთოდ, ეს წელი სასიკეთოა სამეცნიერო სამუშაოებისთვის, სწავლისთვის, პროფესიის არჩევისთვის.
ყველაზე მეტად გაუმართლებთ განათლებულ, ინტელექტუალურ, შემოქმედებითი სფეროს ადამიანებს. წარმატებას უნდა ელოდონ ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს წარმატება ელოდებათ იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენას შეძლებენ.

გველი – ჰოროსკოპის ერთ – ერთი ყველაზე იდუმალი ნიშანია.
ის მზაკვარი და შურისმაძიებელია. უყვარს სხვებისთვის თავისი წესებისა და შეხედულებების თავსმოხვევა და აჯილდოებს მხოლოდ მათ, ვინც მის წესებს მისდევს.

2013 წელს სასიკეთო იქნება ოჯახის შექმნა, ბევრი წყვილი გაბედნიერდება. Gველის წელში შექმნილი ოჯახი განსაკუთრებული ჰარმონიითა და მდგრადობიტ გამოირჩევა.

ეს წელი ბევრ გამოცდას მოუწყობს შეყვარებულებს და მხოლოდ ის წყვილები შეინარჩუნებენ ერთობას, რომლებიც ურთიერთობებს სერიუზულად და სიფრთხილით ეკიდებიან, ანუ წყვილი, რომელსაც ნამდვილად, გულით უყვარს ერთმანეთი, – მათ კავშირს არაფერი ემუქრება.

რაც ეხება საქორწინო ურთიერთობებს – აქ მით უფრო მეტი ჰარმონია იქნება, თუ მეუღლეები დაფიქრდებიან სულიერებაზე, ჭეშმარიტ გრძნობებზე, მიეჩვევიან ერთმანეთის მოსმენას, თანაგრძნობას. ამ წელს იმ წყვილებს გაუმართლებთ, რომელებიც მზად არიან კომპრომისებისთვის.

რაც ეხება მთლიანად, პოლიტიკურ, სოციალურ სიტუაციას – საერთოდ გველი ხასიათდება ერთგვარი მეომარი სულით, მაგრამ, 2013 წელს, ჩვენდა სასიხარულოდ, რადგან წლის ელემენტი წყალია, გველის ამ ,,მეომარ,, სულს გაანეიტრალებს, ამიტომ, ეს წელი, სხვა გველის წლებისგან განსხვავებით – უფრო მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი იქნება. ეს წელი აუცილებლად იქნება საქართველოსთვის 2011-2012 წლებზე უკეთესი!! და საერთოდ, ჩვენთვის დიდი აღმავლობის პერიოდი – 2014-2015 წლებიდან იწყება და სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო საკმაოდ დიდ გარღვევას გააკეთებს ყველა თვალსაზრისით!

2013 წელს ყველაზე მეტად გველის, ხარისა და მამლის წელში დაბადებულ ადამიანებს გაუმართლებთ. სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოვლენა მართებს დრაკონს, მაიმუნს და ვირთხას. დანარჩენი ნიშნებისთვის – ეს წელი მისარები, სასიკეთოა.

რაც ეხება დასავლურ ნიშნებს – აქ წლის პირველ ნახევარში მეტად გაუმართლებთ ჰაერისა და ცეცხლის ნიშნების წარმომადგენლებს – პირველ რიგში ტყუპებს, სასწორს მერწყულს, ასევე ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს. ხოლო წლის მეორე ნახევარი მეტად სასიკეთო იქნება მიწისა და წყლის ნიშნის წარმომადგენლებისთვის – პირველ რიგში კირჩხიბის, ღრიანკლის, თევზების, ასევე კუროს, ქალწულისა და თხის რქის წარმომადგენლებისთვის.

იმისთვის, რათა მთელი წლის მანძილზე არ მოგვაკლდეს 2013 წლის მთავარი სტუმრის კეთილგანწყობა – აუცილებელია სწორად შევხვდეთ მას, ასე ვთქვათ მისი გული მოვიგოთ.

 

როგორ შევხვდეთ გველის წელს?

 

საერთოდ, გველს არ უყვარს აურზაური, ხმაური და ზედმეტი მოძრაობები.
ის კომფორტის, სიმშვიდის მოყვარულია. ამიტომ, 2013 წელს, წინა წლისგან განსხვავებით, უნდა შევხვდეთ უფრო მოკრძალებულად, მშვიდად – ანუ, ოჯახის წევრებთან, უახლოეს ადამიანებთან, ან ერთგულ მეგობრებთან ერთად მყუდრო, თბილ, ოჯახურ გარემოში

როგორ მოვრთოთ ბინა საახალწლოდ?

იქიდან გამომდინარე, რომ გველი გიჟდება წყალზე და თან, წლევანდელი წლის ელემენტი სწორედაც რომ წყალია – სასურველია ოთახში დავდგათ წყლით სავსე დეკორატიული ლარნაკები, რომელსაც ზღვის თემატიკით გავაფორმებთ – სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნიჟარები, კენჭები, ზღვის ვარსკვლავი და სხვ

 

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს?

იდუმალებით მოცული გველი, ელეგანტური სექსუალურობის განსახიერებაა და ამიტომ, წელს, იმისთვის, რომ მისი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ, უნდა მივდიოთ მის სტილს.

საერთოდ, იდეალურ ვარიანტში სასურველია ახალი წლის ღამეს 4-ჯერ გამოიცვალოთ სამოსი (რადგან გველი სწორედ 4-ჯერ იცვლის წლის მანძილზე ტყავს).. რასაკვირველია, ეს ზედმეტობაა, მაგრამ თუ ორჯერ მაინც მოახერხებთ ტანისამოსის გამოცვლას – ეს უკვე კარგი იქნება.

ტანსაცმელი რაც შეიძლება მეტად გამოყვანილი უნდა იყოს (ანუ ისე უნდა ეკვროდეს ტანს, როგორც გველს თავისი ტყავი).
ჩაცმულობაში სასურველია ჭარბობდეს შავი, მუქი ლურჯი. აქტუალური იქნება ასევე მწვანე, ოქროსფერი, ვერცხლისფერი ელფერის მქონე ტანისამოსი.

თუ საშუალება გაქვთ თქვენს ჩაცმულობაში გველის ტყავის იმიტაციის მქონე რაიმე დეტალი შეიტანეთ (ოღონდ ნამდვილი გველის ტყავის არა, მაიც… რა იცით, არ განაწყენდეს..). შესაძლებელია ეს იყოს ფეხსაცმელი ან აქსესუარები – ჩანთა, საათის სამაჯური და სხვ. (მამაკაცებმა უმჯობესია მსგავსი ფაქტურის ან ფერის ჰალსტუხი გაიკეთონ).

რაც ეხება სამკაულს – სასურველია ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისგან გაკეთებული სამკაული (თუ ბრილიანტის საშუალება გაქვთ – უკეთესი).

გველი მაინც თავდაჭერილი არსებაა, ვერ აიტანს ვულგარულობას, ზედმეტობას, ამიტომ დაიცავით ზომიერება სამკაულების შერჩევისას. სადა და ელეგანტური – საუკეთესო გამოსავალია და თუ ეს გველის გამოსახულება იქნება – წლის მბრძანებელს ამაზე უკეთეს საჩუქარს, ნამდვილად ვერ გაუკეთებთ.

როგორი უნდა იყოს გველის გამოსახულება?


გველის გამოსახულების ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ მის ფაქტურას – არ არის სასურველი ისეთი ფიგურის შეძენა, რომელიც მეტალისგან იქნება შექმნილი.

უმბობესია, თუ ფიგურა ნატურალური ნედლეულისგან – კერამიკის, ხის, ან ქსოვილის იქნება, საუკეთესო შემთხვევაში – საკუთარი ხელით დამზადებული.

აუცილებელი პირობაა, რომ გველის ფიგურა იყოს მხიარული, მომღიმარი, ჰქონდეს კეთილი გამომეტყველება.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შავი – უმჯობესია ლურჯი, ცისფერი, მწვანე

აკრძალულია გამოსახულების ლოგინის ან სარკის თავზე დაკიდება, (ამან შესაძლოა ოჯახში კონფლიქტები და გულგატეხილობა გამოიწვიოს).

ფიგურა განათავსეთ, ან ჩამოკიდეთ გამოსაჩენ ადგილას, სადმე, სადაც ხშირად მოგხვდებათ თვალში და მთელი წლის მანძილზე არ ჩამოხსნათ.

რამდენჯერაც შეხედავთ, იმდენჯერ უნდა გაგახსენდეთ, რომ ეს, – თქვენი წელია!

საახალწლო სუფრა


სადღესასწაულო სუფრისთვის მზადება დაიწყეთ იმით, რომ საახალწლო სუფრაზე პირველად დადეთ ლარნაკში მოთავსებული ნაძვის ტოტი, – ნაძვი, აღმოსავლეთში, ხანგრძლივი სიცოცხლის მაჩვენებელია, ასე რომ, დაიკვებეთ დღეგრძელობა.

ნაძვის ტოტზე აუცილებლად ჩამოკიდეთ ამ წლის სიმბოლო – პატარა გველის გამოსახულება. შეგიძლიათ მეორე ვარიანტიც – მრგვალ გამჭვირვალე პატარა ჭურჭელში ჩააფინეთ ხავსი, ჩააწყვეთ კენჭები, ჩადეთ ხის ტოტები და მასზე მოათავსეთ ,,გველუკას,, გამოსახულება. დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი ყურადღება ნამდვილად ესიამოვნება.

 

საახალწლო სუფრა რასაკვირველია უნდა იყოს აუცილებელი კერძებით სავსე, რათა ახალ წელს დოვლათი დაგვეკვებოს, მაგრამ დრაკონის წლისგან განსხვავებით, წლევანდელი სუფრა უფრო მოკრძალებული უნდა იყოს.

დაიცავით ზომიერება, ვინაიდან გველი ყაირათიანი მხარჯველია და გაუმართლებელ ხარჯებს არ მიესალმება.

აუცილებელია ზღვის პროდუქტები – თევზეული, ხიზილალა. ვისაც სურს შსეუძლია ქათმის, ან კურდღლის ხორცისგან მოამზადოს კერძი, ან გააკეთოს კურდღლის, გველის ფორმის სალათა. (არაფერს ვწერ ბაყაყის თათებზე, ლოკოკინებსა და მსგავს დელიკატესებზე, რაც გველებს საოცრად უყვართ. ვიცი, საქართველოში ამას მაინც არავინ დადებს საახალწლო სუფრაზე. თუ …დადებს?:) ). არ დაგავიწყდეთ უმი კვერცისა და ლამბაქით რძის დადება!

 

გულუხვად გაუმასპინძლდით წლის მთავარ სტუმარს!

დაიმახსოვრეთ, ეს წელი უამრავ მოულოდნელობასა და სასიკეთო ცვლილებებს გვპირდება!!
მზად იყავით მათ მისაღებად!

ბედნიერ, წარმატებულ, ბარაქიან წელს გისურვებთ!
ვარსკვლავების კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელს!

დიიიიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით

ქეთი ვაწაძე:)

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი