წიგნი “არმაზის გასაღები” – მარტივი შესავალი ტაროს უცნობ სისტემაში
კოლხურ გოეტიაზე, არმაზის და დიონისოს მისტერიებზე ქართლში და ასევე ტაროს კარტის ასტროლოგიურ-ფსიქიკურ ასპექტებზე დავით ჩიხლაძის წიგნის, „არმაზის გასაღების“ შეძენა შეგიძლიათ მაღაზიაში „ბუქ სითი“ (მელიქიშვილის 21)
***
ზოდიაქოს ბორბლის 60 გრადუსიანი გადაადგილების საშუალებით “არმაზის გასაღები” წარმოადგენს მარტივ შესავალს ტაროს დაფარულ სისტემაში საქართველოს ტრადიციული ჰერმეტისტული პანთეონის უმაღლესი ღვთაებების არმაზის და ზადენის მისტერიული სიმბოლოების მაგალითზე. ტაროს მოცემული უნიკალური სისტემა დღემდე არასოდეს ყოფილა მიკვლეული და არსადაა აღნიშნული. ტაროს სისტემა წარმოადგენს ფუნდამენტს ყველა მისტიკური სკოლის, როგორიცაა ასტროლოგია, ალქიმია თუ ოკულტიზმი. მასში სრული სიზუსტითაა მოცემული როგორც ზოდიაქოს პლანეტების შესაბამისობები ადამიანის ფსიქიკურ ცენტრებთან და ყოფიერების პლანებთან, ასევე მათი ნამდვილი პრაქტიკული გამოყენება.
მსგავსად ტაროს სისტემისა, რომელიც დიდ და მცირე არკანებად არის დაყოფილი, არმაზის კულტიც იყოფოდა ორ ნაწილად – ერთი იყო საჯარო, სადაც მცირე მისტერიებში ყველას შეეძლო მონაწილეობა, მეორე კი იყო დაფარული, სადაც მხოლოდ ინიცირებულებს ეძლეოდათ რიტუალებში და დიდ მისტერიებში მონაწილეობის უფლება. სწორედ ამიტომ, მისტიკური ტაძრების თეოლოგიური დოქტრინა საჯაროდ შემონახული არ არის. არმაზის (ჰარმასის) სახელი გვხვდება გნოსტიკურ წმინდა წერილებში – ზოსტრიანოსთან, ეგვიპტელთა სახარებაში, იოანეს აპოკრიფში…
არმაზის საიდუმლო, მისტერიული რელიგია წარმოადგენდა ფრატერნარულ სტრუქტურაზე აგებულ საკულტო გაერთიანებას, სადაც სრული დოქტრინალური და უხილავი ცოდნის მიღება მხოლოდ ინიცირებულებს შეეძლოთ. ანტიკურ დროს არსებობდა ინიციაციის მხოლოდ ორი ხარისხი – ოსტატის (ეპოპტის) და მოწაფის (მისტის). ამის მსგავსად არმაზის მისტერიულ და დეისტურ ორდენში ინიცირებულები იყოფოდნენ 2 იერარქიულ საფეხურად – პატრონებად და კანდიდატებად… ანტიკური ტაძრის თანმხლები მცენარეა მაყვალი. მაყვალი ანუ Rubus sanctus არის ღმერთის მიერ ადამიანისადმი იმის გამოცხადების, გამომჟღავნების სიმბოლო, რაც დამალულია.
ძველ აღთქმაში არსად ისე არ უმჟღავნებს საკუთარ თავს ღმერთი ადამიანს, როგორც ეს ალმოდებული ბუჩქის მოსაიკურ ისტორიაშია მოცემული. მეორე ვარიანტი აკაციის ნამდვილ მცენარეს უკავშირდება. ებრაულად მაყვალს ჰქვია სენეჰ. ეს სახელი ერქვა ორ დიდ კლდეს რომელთა შორისაც იყო განლაგებული მიკმას ხეობა. მიკმა ნიშნავს “აკაციას” და შეიძლება უკავშირდება იმ ეკლიან ბუჩქებს, რომლებიც იქ იზრდება და დღეს სწორედ ეკლიანი ხეების ველი ეწოდება ამ ადგილს. მაყვალი არის მცენარე, რომელზეც ამბობენ, რომ ის არის სული წმიდას და ქალწული მარიამის პერსონიფიკაცია. როგორც ნეკრესის, ასევე უფლისციხისა და ძალისის მისტერიული ტაძრების მაგალითზე ათასწლეულების შემდეგაც კი ასეთ ადგილებზე, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთის საკურთხეველთან, მაყვალი იზრდება.
უფლისციხეში, მთავარი ტაძრის შესასვლელში, სადაც დღემდე შემორჩენილია ცეცხლის კვალი საკურთხეველზე, კლდეზე დღემდე იზრდება მაყვლის ტოტები… მთვარის გენეალოგიიდან ყველაზე ძველია ინდოეთის იადავას ხაზი რომელსაც ღმერთი კრიშნა ეკუთვნის და რომელიც სათავეს იღებს პიტრიების მთვარის რასიდან. პიტრიები წინაპრებს ეთაყვანებოდნენ და მათ სათავე დაუდეს მთვარის დინასტიას – ჩანდრავანშის – მებრძოლთა კასტის ერთ-ერთი დანაყოფს. ეს დინასტია უშუალოდ მომდინარეობს მთვარისგან. მთვარის დინასტია, ჩანდრავანში (იგივე სომავანში), არის კშატრია ვარნას (მებრძოლთა კასტის) ერთ-ერთი დანაყოფი მისი სამი განშტოებიდან.
ეს დინასტია მომდინარეობს უშუალოდ მთვარისგან (სომა, ჩანდრა). დანარჩენი ორი დანაყოფიდან ერთი წარმოადგენს მზის დინასტიას (სურიავანში), ხოლო მეორე კი – ცეცხლის დინასტიას (აგნივანში) და ის ცეცხლის ღმერთისგან, აგნისგან მომდინარეობს. პიტრიები იყვნენ შუმერში მოსახლე ანუნაკები, რომლებმაც მოგვიანებით ინდუსის ველის კოლონიზება მოახდინეს. მაჰაბჰარატაში აღწერილი კურუკშეტრას ომის დროს, იადავას ეს ხაზი განკვეთილი იქნა ინდოეთიდან და იძულებული გახდა გადასახლებულიყო ჯერ სპარსეთში, მერე დიოსკურების კუნძულზე, სოკოტრაში, აქედან კი ბოლოს მათ კოლხეთის დიოსკურიაში ჩაიტანეს ანუნაკების კულტი.
დავით ჩიხლაძე წიგნის, „არმაზის გასაღების“ შეძენა შეგიძლიათ მაღაზიაში „ბუქ სითი“ (მელიქიშვილის 21)