წარმატების მისაღწევად მთავარი – პოზიტიური აზროვნებაა
ავტორი: ქეთი ვაწაძე
პოზიტიურ აზროვნებას – უდიდესი ძალა აქვს.
ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ, სწორედ ჩვენს ფიქრებზე, აზრებზეა დამოკიდებული. რა მუხტსაც ვუშვებთ სამყაროში, როგორი აზრები, განწყობაც გვაქვს, ისეთივე მომავალს ვიმკით. ამიტომ, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს თავს, აუცილებელია გვქონდეს რწმენა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ყველაფერი.. მაინც კარგად იქნება!!! და რაც მეტი რწმენა და კარგის მოლოდინი გვექნება, მით უფრო მალე დადგება ეს ნანატრი `ნათელი~ მომავალი და ეს სხვაზე კი არა, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
იმაზე, თუ რამდენად მალე შევძლებთ აზროვნების შეცვლას, გავითავისებთ, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ჩვენი ბედის წამმართველნი (და არა გარემოება, ან თუნდაც ვარსკვლავები), რომ მხოლოდ ჩვენ ვირჩევთ _ როგორი მომავალი გვქონდეს, როგორები გვინდა ვიყოთ – წარუმატებელი, პესიმისტური, მუდამ უიმედოდ მომლოდინე, თუ ისეთი ადამიანი, რომელსაც სურს საკუთარ ბედზე, ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება, რომელიც თვითონ ქმნის თავის ბედს თავისი ოპტიმისტური პოზიციით, ქმედებით, აზრებით.
ჩვენი ნებისმიერი ფიქრი, აზრი, ემოცია -…ჩვენს ენერგეტიკულ ველზე, აურაზე აისახება. ანუ, თუ ჩვენ მუდამ უკმაყოფილო ვართ საკუთარი თავით, ცხოვრებით, ბედით, გამუდმებით ცუდის მოლოდინში, დეპრესიულად ან აგრესიულად ვართ განწყობილნი, ეს გარკვეულ დამანგრეველ, ნეგატიურ კვალს ტოვებს ჩვენს ენერგეტიკულ ველზეც და ვინაიდან სამყაროში მოქმედებს `შესაბამისობის კანონი~, ჩვენს ცხოვრებაში ვიზიდავთ სწორედ ამ ნეგატიური ვიბრაციის შესაბამის მოვლენებს. ხომ გაგიგიათ: `რისიც გეშინოდეს, ის გემართებოდესო?~ – სწორედ ეს მექანიზმია ჩადებული ამ ანდაზაში. და ეს, შემთხვევით არ ხდება.
ჩვენ თვითონ ვაპროგრამირებთ საკუთარ თავს წარუმატებლობაზე. გამუდმებით ვფიქრობთ, თავში ვატრიალებთ (ენერგეტიკულად ვკვებავთ) სწორედ იმას, რაც ცუდია, არ მოგვწონს, რაც ჩვენს უკმაყოფილებას იწვევს, სულ რაღაცაზე ვწუწუნებთ და რაც მეტად ვწუწუნებთ, მით მეტი საბაბი გვაქვს ამის!
შედეგად – ჩვენს ცხოვრებაში გაუთავებელი პრობლემები, ნეგატივი, წარუმატებლობაა.
თითქოს გვეშინია, ვერ ვბედავთ წარმატებაზე, პოზიტივზე ფიქრსაც კი, ვინაიდან თავიდანვე უიმედოდ ვართ მის მიმართ განწყობილი, არ ვიჯერებთ, რომ ეს მართლაც შესაძლებელია მოხდეს, ან გვეკუთვნის. მთავარი დამაბრკოლებელი – სწორედ ეს არის! სწორედ ამიტომ არ მოდის ჩვენამდე ის, რაც ასე გვსურს, რადგან გვგონია, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუღწეველია (არ დაგვიმსახურებია, `ამის ბედი მე ვინ მომცა~, ამის მისაღებად ჯერ მზად არ ვარ და სხვ.). რითიც გაუცნობიერებლად ბარიერს ვაყენებთ ჩვენსა და იმას შორის, რაც ასე ძალიან გვსურს. არადა, ცხოვრებაში, უმეტეს წილად, სწორედ ის ხდება, იმას ვღებულობთ, რისიც გვჯერა!
რის უფლებასაც ვაძლევთ საკუთარ თავს! თუ რაღაც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გვინდა რომ ასე იყოს, ე.ი. წარსულში სათანადოდ ამაზე ან საერთოდ არ გვიფიქრია (ენერგეტიკულად არ გვიკვებია), ან არ დაგვიგეგმია, ან იმდენად მიუღწეველი გვეგონა, რომ სერიოზულად არც კი განვიხილავდით ჩვენს ცხოვრებაში მისი არსებობის შესაძლებლობას, – ამის ნაცვლად მას მხოლოდ ნეგატიური ენერგიებით ვკვებავდით (`ეჰჰ,…ეს არასდროს მეღირსება, არადა რა კაი იქნებოდა~, `ეს არასდოს მოხდება, იმიტომ რომ..~ და ა.შ.).
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს “რაღაც“, აუცილებლად გაჩნდებოდა ჩევნს ცხოვრებაში (ჩვენ ის მხოლოდ ოცნების დონეზე გვსურდა და არა მიზნად დავისახეთ, გადავწყვიტეთ მოპოვება – ამ ორ პოზიციას შორის, უდიდესი განსხვავებაა)
ამიტომ, ვისაც სურს იყოს საკუთარი ბედის განმკარგველი, მიიღოს ცხოვრებიდან რაც შეიძლება მეტი სიხარული, წარმატება, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საკუთარი აზროვნების შეცვლა – ნეგატიურიდან – პოზიტიურზე… ანუ…მთელი აქცენტი უნდა გადავიტანოთ იმაზე, რაც კარგი, სასიამოვნო ხდება და ყურადღება არ მივაქციოთ, არ ავიკვიატოთ, არ ავღნიშნოთ ცუდი. გადავეჩვიოთ წუწუნს, ჩივილს, მივეჩვიოთ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში თუნდაც პატარა სასიკეთო მარცვლის პოვნას და სწორედ მასზე კონცენტრირებას.
თუ თქვენ თუნდაც 2-3 თვის მანძილზე გააკონტროლებთ თქვენს ფიქრებს, აზრებს, იფიქრებთ და ისაუბრებთ მხოლოდ პოზიტიურად, დასახავთ მაღალ მიზნებს, განიმტკიცებთ საკუთარი თავის რწმენას, უფლებას მისცემთ საკუთარ თავს
– იყოთ ბედნიერი და ამავდროულად, არ იწუწუნებთ, არ იქნებით პესიმისტურად განწყობილი, ყურადღებას არ მიაქცევთ და არ აღნიშნავთ ნეგატიულ მოვლენებს და მითუფრო, გამუდმებით არ ატრიალებთ მსგავს ფიქრებს თავში – თქვენს ცხოვრებაში, უმოკლეს დროში, ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდება და მთლიანად შეიცვლება თქვენი ცხოვრების ხარისხი, თქვენ კი, – წარუმატებელი, უკმაყოფილო, მოწუწუნე ადამიანიდან –საკუთარ ძალებში დარწმუნებულ, მიზანდასახულ, წარმატებულ ადამიანად გადაიქცევით და ეს არ არის ფანტასტიკის სფერო! ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ეს არის – პოზიტიური აზროვნების `ჯადოსნური~ ძალა. ყველაფერი ჩვენს ხელშია,…მათ შორის, არჩევანიც…
იგავი
`ზის მოღუშული ადამიანი თავისთვის და ფიქრობს: ` ყველაფერი ცუდადაა, ირგვლივ მხოლოდ მოწყენილობაა. ცოლი – გაუთავებლად ბუზღუნებს, შვილი – გაუგონარი, თავხედია, უფროსი ხომ საერთოდ, უმადური და დაუნახავია..…~
მის ზურგს უკან მფარველი ანგელოზია ბლოკნოტითა და საწერკალმით ხელში. იწერს ამ ყველაფერს და თავისთვის ფიქრობს: ` ჰმ..ეს ყველაფერი, მგონი უკვე იყო… და ნეტა რაში სჭირდება ამ კაცს ისევ ეს? .. რადგან მიკვეთავს, მომიწევს შევუსრულო….“
წარმატებები 🙂