ასტროლოგიური მაღაზია

ძაღლი – ზოგადი დახასიათება

ძაღლიძაღლი მუდამ რაღაცაზე ღელავს, არასდროს ისვენებს, სულ ფხიზლადაა. ის ყოველთვის მზადყოფნაშია, მუდამ იცავს. ძაღლის ჩაკეტილია, ის არასდროს ამჟღავნებს თავის გრძნობებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია.
საოცრად ჯიუტია და იცის რა უნდა. ხშირად ცინიკოსობს და მისი ეშინიათ, მისი უსიამოვნო და მკვახე შენიშვნების გამო. ძაღლებს აქვთ ,,ქექვის,,, დეტალებში გარკვევსაკენ მიდრეკილება. მათ უყვართ რჩევების მიცემა – საფუძვლიანია ეს თუ უსაფუძვლო, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ვინმეს რამე ურჩიონ. სინამდვილეში ის უბრალოდ უდიდესი პესიმისტია, რომელიც არაფერ კარგს არ ელოდება ცხოვრებისგან.ძაღლი ყველანაირი უსამართლობის წინააღმდეგ ილაშქრებს. ის სკეპტიკოსია, მაგრამ მისი იუმორის გრძნობა, კრიტიკული გონება და დიდსულოვნება იცავს მას მეწვრილმანეობისგან.
არ უყვარს თავყრილობები, ბევრი ხალხი. გრძნობებში, ერთი შეხედვით, ცივია, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მცდარია. ამდენი ნაკლის მიუხედავად, მასში თავმოყრილია ადამიანური ბუნების ყველა კეთილშობილი თვისება. ის ძალიან მოკრძალებულია, ამავდროულად ლოიალური, ერთგული და პატიოსანია, აქვს კარგად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. მას თავისუფლად შეგიძლიათ დაეყრდნოთ: არასდროს გაგცემთ. ძაღლს ყველაზე უკეთ შეუძლია საიდუმლოებების შენახვა.

ძაღლი ძალიან უბრალო ენით საუბრობს, ზოგჯერ უჭირს კიდეც აზრის გადმოცემა. აქვს ნათელი გონება და ბრწყინვალე მსმენელია. ადამიანებში ამ ნიშნის წარმომადგენლები ნდობას იწვევენ, რაც მართლდება კიდეც. სხვებისთვის მზად არიან შეუძლებელიც კი გააკეთონ. ამ ნიშნის ერთგულება საკუთარი თავის უარყოფამდეც კი მიდის და ადამიანები უფასებენ მას ამ თვისებას.

როგორც ცნობილია, სამართლიანობისთვის მებრძოლნი ყოველთვის ძაღლის ნიშნით იყვნენ დაბადებულნი. ნებისმიერი უსამართლობა მათში პროტესტს იწვევს და ისინი ყველაფერს აკეთებენ, სანამ არ გამოასწორებენ მდგომარეობას.

ძაღლი განიცდის, როდესაც ირგვლივ უბედურება, უმუშევრობა და ომია. ის არ ნერვიულობს მსოფლიოში გაბატონებულ შიმშილზე, მაგრამ ნერვიულობს იმაზე რაც იყო, არის, ან შეიძლება მოხდეს. საბედნიეროდ, ძაღლი იშვიათად იცავს სულელურ საქმეებს. ეს არის ფილოსოფოსი, მორალისტი, მემარცხენე, რომელსაც არ ანაღვლებს ფული.

ძაღლი თავდაუზოგავი და დიდსულოვანია. მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს – ქუჩაში თუ ფუფუნებაში, მასში დომინირებს ინტელექტუალური საწყისი და სულ არ ანაღვლებს მატერიალური საკითხები. მაგრამ თუკი ფული დასჭირდა, სხვებზე უკეთ შეძლებს მის შოვნას.

ძაღლი იქნება კარგი ლიდერი მრეწველობის რომელიმე დარგში, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწე, მღვდელი, აღმზრდელი, ხოლო სასიყვარულო ფრონტზე – იდეალურად სუფთა. მას მშვენივრად შეუძლია ადამიანების მართვა.

სიყვარულში ძაღლი, ასევე, პატიოსანი და გონიერია, თუმცა მთელი ცხოვრების მანძილზე ექნება სასიყვარულო პრობლემები, რომელიც გამოწვეულია, ისევ და ისევ მისი არამდგრადობითა და გამუდმებული შფოთვით.

ძაღლს შეუძლია ბედნიერი იყოს ცხენთან, რომელიც მისცემს მას დიადი საქმეების დაცვის საშუალებას, გარკვეული დამოუკიდებლობის მიღების სანაცვლოდ. ვეფხვთან მას დიდი თავგადასავლები ელოდება, თუმცა გვერდი-გვერდ დაიწყებენ ბრძოლას სამართლიანობის სახელით. ის ყოველთვის შეძლებს ვეფხვის დახმარებას და ამასთანავე, ჩრდილში დარჩენას, რაც ვეფხვისთვის ასე მნიშვნელოვანია, თუმცა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ძაღლს, მხოლოდ კატასთან შეუძლია გარკვეული სიმშვიდის მოპოვება. დრაკონის წელიწადში დაბადებული ადამიანი მისთვის ზედმეტად ამაყია, რომელიც ვერ გაუძლებს ძაღლის კრიტიკულ გონებას. რაც შეეხება თხას, ძაღლს გააღიზიანებს თხის ჭირვეული ხასიათი, მისთვის თხის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ზედმეტად ზედაპირულები არიან.

ძაღლის ცხოვრებაში სამივე ფაზა არასტაბილურად გაივლის. იქნება როგორც აღმასვლის, ასევე წარუმატებელი პერიოდები.

დღისით დაბადებული ძაღლის ცხოვრება გაცილებით მშვიდი იქნება, ვიდრე ღამით დაბადებულის, რომელსაც მუდამ ფორიაქი, დაცვა, ყეფა, მუდამ მზადყოფნასა და ნერვიულობაში ყოფნა მოუწევს.

მოამზადა მერი გოგებაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები