ასტროლოგიური მაღაზია

ცხენი – ზოგადი დახასიათება

ცხენიცხენი წარმომადგენლობითი ნიშანია, მან კარგად იცის, როგორ უნდა ჩაცმა, უყვარს წარმოდგენები, თეატრი, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, მოკლედ ყველაფერი, რაც ხალხის მასებთანაა დაკავშირებული.
ხშირად წარმატებულად დაკავებულია რაიმე სპორტის სახეობით, იცის როგორ თქვას კომპლიმენტები, მხიარულია, მოსაუბრე, სიმპათიური და ხშირად პოპულარულიც კი. ცხენს ადვიალდ შეუძლია წარმატების მიღწევა პოლიტიკაში, რასაც მისთვის დიდი სიამოვნება მოაქვს, ის ბრწყინვალეა, უყვარს და გამოსდის ხალხის მართვა. მისი გონება ხვდება ხალხის აზრს მანამ, სანამ ისინი წარმოთქმას მოასწრებენ. ამასთანავე, ცხენის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მზად არიან, როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური შრომისთვის. უფრო მოხერხებულია, ვიდრე ჭკვიანი (და ეს თავადაც იცის). უბრალოდ მას საკუთარი თავის რწმენა აკლია. მიუხედავად ამისა თავი მტკიცედ უჭირავს.ცხენს ცხელი სისხლი აქვს, ამიტომ ადვილად გამოდის მოთმინებიდან და ძალიან ხშირად კარგავს მიღწეულს. თუკი ვინმე ყოფილა მომსწრე ცხენის მრისხანებისა, აღარასდროს ენდობა მას. წარმატების მისაღწევად იგი ვალდებულია დათრგუნოს საკუთარი თავი. ცხენი ეგოსიტია, ის გადათელავს ყველას, ვინც კი იქნება მის გზაზე და ამას გააკეთებს სინდისის ოდნავი ქენჯნის გარეშე.
ის ეგოცენტრულია და ყველაზე ხშირად ინტერესდება მხოლოდ საკუთარი პრობლემებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სხვის საქმეში უწევს ჩარევა. ბუნებით ძალიან დამოუკიდებელია და ისე იქცევა, როგორც თავში მოუვლის. კარგი იქნება თუ ადრეულ ასაკშივე მიატოვებს ოჯახს და იცხოვრებს საკუთარი ცხოვრებით, იმიტომ რომ მას მართლაც თრგუნავს ოჯახური კერა. როდესაც ის თავად შექმნის ოჯახს, მისი ყოფა ბევრად სასიკეთო ხდება, ის იქნება ცენტრალური ფიგურა ოჯახში. ყველა იტრიალებს მის გარშემო თავისი პრობლემებით და ეს გამოწვეული იქნება იმით, რომ ცხენი ოჯახში თამაშობს მფარველი ანგელოზის როლს. მისი ოჯახიდან წასვლის შემდეგად ქრება მთელი ოჯახური კეთილდღეობაც.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ეგოისტი მუშაობს მხოლოდ საკუთარი თავისა და წარმატებისთვის, ამ სამუშაოს ნაყოფით სარგებლობს ყველა. ცხენი შრომისმოყვარე და ინდივიდუალისტია, მოხერხებულია ფულთან ურთიერთობისას და კარგი ფინანსისტია. სამწუხაროდ მისი ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე მას ხშირად ბეზრდება ის, რასაც აკეთებს, იქნება ეს სამსახური, რაიმე საქმე თუ სიყვარული. მოგვიანებით შეიძლება ისევ მიუბრუნდეს ადრე დაწყებულ საქმეს ახალი შემართებითა და ენერგიით.

ცხენს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი პროფესია, რასაც არ ჭირდება მარტოობა და დაფიქრება, მას ჭირდება იყოს მუდამ ხალხით გარშემორტყმული და ისმენდეს ქებას მისი მისამართით. საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას ცხენი სისუსტეს იჩენს. მას შეუძლია ყველაფერი მიატოვოს საყვარელი ადამიანის გულისთვის. შეყვარებული ცხენის ვნება იმდენად დიდია, რომ ის სხვა დანარჩენი სამყაროსადმი ინდიფერენტული ხდება, ამიტომ ხშირად განიცხის წარუმატებლობას. თუკი ის შეძლებს დათრგუნოს ეს სისუსტე და მისი ჭკუა აჯობებს ვნებას, მაშინ ცხენს შეუძლია იყოს ბედნიერი და წარმატებული.

ცხენს შეუძლია თავისი ცხოვრება დაუკავშიროს თხის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს, ამ ნიშნის ადამიანთა ცვალებადი და ჭირვეული ხასიათი მოთოკავს ცხენის ეგოიზმს. სხვადასხვა მიზეზთა გამო ცხენს შეუძლია კარგი კავშირი დაამყაროს ვეფხვთან და ძაღლთან, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ცხენის ნიშნის ადამიანმა არ უნდა დაამყაროს კავშირი ვირთხის წელიწადში დაბადებულ ადამიანთან! განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცხენი ქალია და თან, ცეცხლოვანი ცხენია. ამ ორი შეშლილის ურთიერთობა შეიძლება დრამით დასრულდეს.

ცხენის ნიშნის ადამიანთა ცხოვრების პირველი და მეორე ფაზა არ იქნება მშვიდი, მესამე ფაზა – შედარებით მშვიდია. აქვე უნდა აღინიშნოს ცეცხლოვანი ცხენის წლები (1906, 1966, 2026). ამ წლებში დაბადებულ ადამიანებს ყოველგვარი სიკეთის განადგურება შეუძლიათ. ეს წლები ცუდია ყველა სხვა ცხენებისთვის, ამ წლებში ყველანაირი უსიამოვნებაა მოსალოდნელი მის ოჯახში.

ცეცხლოვანი ცხენის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ ყველა ის თვისება, რაც ჩვეულებრივი ცხენის წელიწადის ადამიანებს, უბრალოდ მათში ეს ყველაფეი ბევრად გამძაფრებულია (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი).

ცხენი – ერთის მხრივ უფრო შრომის მოყვარე, უფრო მოხერხებული, მეორეს მხრივ – უფრო ეგოისტი, უფრო ტემპერამენტიანი, ის იქნება წამსვლელი ყველანაირ უკიდურესობაზე, როცა შეყვარებულია. ზოგიერთი თვლის ამ ნიშანს ოჯახისთვის უფრო შესაფერად, მაგრამ ხალხური სიბრძნე ამბობს, რომ ცეცხლოვან ცხენს უსიამოვნებები მოაქვს როგორც იმ ოჯახში, სადაც დაიბადა, ასევე იმ ოჯახში, რომელსაც შექმნის.მისი ცხოვრება იქნება უფრო ნათელი და მიმზიდველი, ვიდრე ჩვეულებრივი ცხენის. ცეცხლოვანი ცხენი საკუთარ თავში ატარებს პოტნციალს, გახდეს ცნობილი, თუმცა კეთილი თუ ბოროტი გზით მოახერხებს ამას, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

მოამზადა მერი გოგებაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები