“ცის ფარი”, ანუ ,,დავითის ვარსკვლავი”
დღეს და კიდევ 2 დღის მანძილზე ცის კაბადონზე ტრანზიტული პლანეტების მეშვეობით იქმნება ე.წ. ,,დავითის ვარსკვლავი,,.
ეს არის ბევრ ქვეყანაში ოდითგანვე ცნობილი სიმბოლო, რომელსაც მაგიურ დანიშნულებას მიაწერენ.
ის, ასევე, ,,ცის ფარადაა,, ცნობილი.
ეს კონფიგურაცია წარმოიქმნება ცაზე პლანეტების ტრანზიტული მოძრაობის შედეგად, ორი დიდი ტრიგონის მეშვეობით, რომელშიც ექვსი უმაღლესი პლანეტა შედის (მთვარე, ვენერა, იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი, პლუტონი).
პლანეტების მიერ შექმნილი ეს კონფიგურაცია, დღეს, ხვალ და მაქსიმუმ ზეგ (უკვე უფრო ნაკლებად), ანუ 29, 30, 31 ივლისს იქნება ზუსტ ასპექტში, ამიტომ, თუ ვინმეს რაიმე მნიშვნელოვანი საქმე, მნიშვნელოვანი ცვლილებების სურვილი აქვს – საუკეთესო დროა ამისთვის!
და თუ ამას დილის 11 საათის მიდამოებში გააკეთებთ – მთლად უკეთესი!!:)))
გამოიყენეთ ეს სასიკეთო პერიოდი!
წარმატებები:)
ქეთი ვაწაძე