ცერერა სახლებში
ცერერა სახლებში გვიჩვენებს სფეროებს, სადაც ჩვენი მზრუნველი ბუნება ყველაზე კარგად ვლინდება, ან სადაც ყველაზე მეტ მზრუნველობას ვიღებთ სხვებისგან.
ცერერა პირველ სახლში: ადამიანებს შეიძლება დედაში შეეშალოთ, თუნდაც მამრობით სქესს წარმოადგენდეთ, რადგან მზრუნველი ხასიათი პირველი იქნება, რაც ადამიანებს თვალში მოხვდებათ. ეს ეფექტი მცირდება, თუ ცერერა სახლის მეორე ან მესამე დეკადებშია მოთავსებული და კიდევ უფრო მეტად, თუკი ასცედენტისგან განსხვავებულ ნიშანში. როგორ გამოიხატება ეს მზრუნველი ხასიათი, უკვე დანარჩენ რუკაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ტყუპია დომინანტი, მაშინ ლაპარაკში გამოვლინდება, თუ ვერძში – ქმედებებში, თუ თევზებში – თანაგრძნობაში და ა.შ.
ცერერა მეორე სახლში: თუკი კარგად ასპექტირებულია: მატერიალურად ყოველთვის იზრუნებენ თქვენზე და თავადაც გაანებივრებთ სხვებს ამ კუთხით. ვერაფერი დაგარწმუნებთ ადამიანის სიყვარულში ისე, როგორც ანგარიშზე ჩარიცხული სოლიდური თანხა ან სახლში დაბრუნებისას დახვედრებული სავსე მაცივარი და გემრიელი საჭმელი.
ცერერა მესამე სახლში: მასზე და-ძმები შეიძლება ზრუნავდნენ, ან მეზობლები და ნათესავები, ან კიდევ თავად გუწევთ მათზე ზრუნვა. თქვენ სიტყვებით ზრუნავთ, ვერბალური საშუალებებით უვლით ადამიანს.
ცერერა მეოთხე სახლში: ის ოჯახის მუჭუჭია, მთელი ოჯახის დედიკო ან შვილიკო. მას უყვარს სახლებთან ურთიერთობა და უძრავ ქონებაშიც წარმატებით მოღვაწეობენ.
ცერერა მეხუთე სახლში: ის უნდა გაერთოს, ითამაშოს, იასპარეზოს, უყვარდეს და ბავშვებთან ჰქონდეს კავშირი. უყვართ რომანტიკა და ზრუნავენ პარტნიორებზე. სასოწარკვეთის ჟამს, ფრთხილად უნდა იყვნენ, აზარტულ თამაშებში არ ჰპოვონ შვება.
ცერერა მეექვსე სახლში: მას სამუშაო ანიჭებს სიამოვნებას. ზრუნავენ თანამშრომლებზე და მათი მხრიდან თანამშრომლობასაც მზრუნველობად აღიქვამს. წარმატება აქვთ სამედიცინო სფეროში, კარგი ექიმები არიან და მისთვისაც ექიმებთან კონსულტაცია და მედიკამენტებით მკურნალობა უკვე ზრუნვასთან ასოცირდება.
ცერერა მეშვიდე სახლში: ასეთი მდებარეობა მიდრეკილია პარტნიორებზე ზრუნვისკენ (სასიყვარულო იქნება ეს თუ ბიზნესპარტნიორები) ან კიდევ იზიდავს ასეთ მზრუნველ ხალხს. ეცადეთ ბალანსი დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ან ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი იქნება, ან თქვენი პარტნიორის.
ცერერა მერვე სახლში: გულწრფელად თანაგიგრძნობთ. თქვენი დაკმაყოფილება და თქვენზე ზრუნვა მხოლოდ სექსით შეიძლება, მაგრამ რას ვიზამთ. ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს. იგივე ხდება, როცა ვინმეს დამშვიდება გინდათ – პირველი რაც შეიძლება თავში მოგივიდეთ, გახდაა. თუმცა სექსთან ერთად, ეს სიკვდილის და რეაბილიტაციის სახლიცაა, შესაძლოა ექიმიც იყოთ , სიკვდილს ებრძოდეთ.
ცერერა მეცხრე სახლში: შესაძლოა რელიგიური რიტუალები მოქმედებდნენ თქვენზე დამამშვიდებლად. ფილოსოფიური ლიტერატურის კითხვა ან მოგზაურობა.
ცერერა მეათე სახლში: პოპულარობის ასპექტია (თუნდაც არ იყოს ეს თქვენი მოწოდება). საკმარისია საზოგადოებაში ფეხი შედგათ, ხალხი თავად მოვა თქვენთან, რომ მასზე იზრუნოთ. თანაც პირადად არა, საჯაროდ. ამიტომ კარგი პოზიციაა პოლიტიკოსისთვის. ეყვარებით უფროსებს, ისინი იზრუნებენ თქვენზე და მათზეც დამამშვიდებლად იმოქმედებთ. შესაძლოა ასევე ცერერას პროფესიაც გქონდეთ, საკვებთან და სამოსთან დაკავშირებული.
ცერერა მეთერთმეტე სახლში: მზრუნველ მეგობრებს მიიზიდავთ, თქვენც მუდამ გადაფარებული იქნებით კრუხივით თქვენს სამეგობრო წრეზე. ეს იმედებისა და სურვილების სახლიცაა, შესაძლოა რომელიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის წევრიც იყოთ და რომელიმე კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფზე ზრუნავდეთ, ან რაიმე ამგვარი.
ცერერა მეთორმეტე სახლში: ეს ფარული მოვლენების, ქვეცნობიერის, ფსიქოლოგიური პრობლემების და შეზღუდვების სახლია. როცა ამ სახლში რომელიმე პლანეტა ხვდება მიანიშნებს იმ თემებს, რომლის გამომჟღავნებისგანაც თავს ვიკავებთ. ამიტომ შესაძლოა თქვენ გიჭიდეთ მზუნველი ხასიათის გამოვლენა და არც სხვები გადაგყვებიან თავზე. პოზიტივში შესაძლოა ფარულ ქველმოქმედებაში გამოვლინდეს, ღარიბებზე, ავადმყოფებსა და უბედურ ადამიანებზე ზრუნავდეთ.
მოამზადა დოჩი გოგომ