ცერერას ბექგრაუნდი ასტრონომიაში
ის თავდაპირველად პლანეტად ითვლებოდა, შემდგომში ასტეროიდების რიცხვს შეუერთდა, ბოლოს კი ჯუჯა პლანეტების რანგში გადავიდა.
ასტრონომიის განვითარებამ და ახალმა აღმოჩენებმა ახალი თავსატეხი გაუჩინა ასტრონომებს, უკვე ჭირდა ისეთი ტერმინისთვისაც კი როგორიც პლანეტაა, ზუსტი განმარტების მოძებნა. როცა ნეპტუნის ორბიტაში ახალი პლანეტები აღმოაჩინეს, გაჩნდა პრობლემა – საჭირო იყო ძველი სახელმძღვანელოების გადაწერა ყოველი ახალი პლანეტის აღმოჩენისას, თუ უბრალოდ სხვა კატეგორია უნდა მიენიჭებინათ მათთვის? 2006 წლის აგვისტოში საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა სრულიად შეცვალა მზის სისტემის ჩვენეული ხედვა. მათ გადაწყვიტეს მოეხდინათ რეორგანიზაცია და ამ რეორგანიზაციის დროს ცერერაც პლუტონთან, ქირონთან და სხვებთან ერთად ჯუჯა პლანეტების ყუთში აღმოჩნდა. რას ნიშნავს ეს?
მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის საკმაოდ დიდი სივრცეა, რომელის შესახებაც მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული არსებობს დავა. ასტრონომები ეძებდნენ პლანეტას, რომელიც ფიზიკის კანონების მიხედვით უნდა ყოფილიყო აქ, მაგრამ ვერ ნახეს. 1801 წელს დაახლოებით ტეხასის ზომის პლანეტა იპოვეს ამ სივრცეში, ეს იყო ცერერა. მაგრამ რადგან მასთან ერთად სხვა ობიექტებიც შენიშნეს, ასტეროიდის იარლიყი მიარტყეს და დაივიწყეს.
მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან ისევ განახლდა მისდამი ინტერესი. ორი ასტროლოგი მასზე და სხვა ასტეროიდებზე წიგნს წერს. ნელ-ნელა ასტრონომებმა გაიღვიძეს და 2006 წელს ზემოთხსენებული განცხადებით დააგვირგვინეს.
2008 წლიდან ,,New scientist” – მა ცეცხლზე ნავთი დაასხა და პლუტონის და ცერერას ერთიანობაზე ალაპარაკდა, მიუხედავად იმისა რომ 4 მილიარდი კილომეტრი აშორებთ ერთმანეთს. რამდენადაც წარმოუდგენელი იდეაა ეს მეცნიერებაში, იმდენად რეალურია მითოლოგიაში. ცერერა ზევსის (იუპიტერის) და იყო, მიწათმოქმედების, დედობისა და მზრუნველობის ქალღმერთი. მას ჰყავდა ქალიშვილი პერსეფონე (პროზერპინა), რომელიც ჰადესმა (პლუტონმა) თავის სამფლობელოში ჩაიტყუა და მიწისქვეშეთის დედოფლად აქცია.
,,New Scientist” სტატიაში: ,,არის თუ არა პლუტონის მესიჯი ცერერა?“ ვკითხულობთ:,,ჰყავს თუ არა პლუტონს ჭირვეული ნათესავი მზის სისტემაში რომ მიმალულა სადღაც? ჯუჯა პლანეტა ცერერა… ვინ იცის, ეგებ ისიც იმ სამყაროში დაიბადა, რომელშიც პლუტონი, მაგრამ შემდეგ ასტეროიდების სარტყელში გადაინაცვლა სამოგზაუროდ…“
მხოლოდ ეს ორი პლანეტაა ერთი და იმავე მასალით ნაშენი, რისი ანალოგიც არ არსებობს მზის სისტემაში.
მოამზადა დოჩი გოგომ