ასტროლოგიური მაღაზია

ცელულოიდის ენები და ჰოროსკოპი

ცელულოიდის ენებიროგორ ისწავლონ უცხო ენები მარტივად, ეფექტურად, საფუძვლიანად და ხალისიანად  ყველა ნიშნის წარმომადგენლებმა? ეს ცელულოიდის ენებში იციან.

უცხო ენის შესწავლა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული და გრძელვადიანი პროცესია, რომელიც ინტენსიურ შრომას და, პირდაპირი გაგებით, საქმის ერთგულებას მოითხოვს.

რა თქმა უნდა, თითოეული ნიშნისთვის ეს პროცესი განსხვავებული წარმატებით მიმდინარეობს. ზოგი თავიდანვე მარტივად ითვისებს ენას, ზოგს მხოლოდ ლექსიკის გამდიდრება იზიდავს, ზოგი გრამატიკაშია ძლიერი, ზოგს რამდენიმე გაკვეთილში უკვე ყველაფერი ესმის, მაგრამ ვერაფერს ამბობს და ზოგიც პირიქით – მარტივად იზეპირებს ტექსტებს, თუმცა, ვერ იაზრებს შინაარსს…tired-of-studyingნებისმიერ შემთხვევაში, საქმის გამარტივებისთვის, თითოეული მათგანი ენის შესწავლის (განსხვავებულ) სხვადასხვაგვარ მეთოდს მიმართავს:

ვერძები უცხო ენას, ძირითადად, აუდიო ჩანაწერებით და უცხოენოვან საზოგადოებაში ყოფნით სწავლობენ. უშუალო გარემოში ენის შესწავლა უმარტივდებათ კუროებს. მაგალითად, შეიძლება, ყველაფერი ირგვლივ არსებულ ნივთებზე სახელების მიწერით დაიწყონ, შემდეგ კი თუნდაც, ინტერნეტის გამოყენებით, თითოეული სიტყვისთვის სხვა და სხვა სიტყვათა შეთანხმებები მოიძიონ…

ტყუპებისთვის ენის სწავლის ნებისმიერი მეთოდი მისაღებია, თუ დაღლის მომენტი გამოირიცხება და ყველაფერი ცელულოიდის ენებიხალისით განვითარდება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის მთავარია  საქმე მსუბუქად, მარტივად მიდიოდეს. კირჩხიბებისთვის სწავლის პროცესი საგრძნობლად მარტივდება, თუ „აუცილებელი საქმის“ სტატუსს ანიჭებენ და მუდმივად სასწავლო იარაღებით მომარჯვებულები დადიან – კალამი, ბლოკნოტი და ლექსიკონი მათ ნებისმიერ ადგილას გამოადგებათ.

ლომები ენებს უცხოენოვანი სიმღერებით და პიესებით ითვისებენ, მათ ხომ ასე უყვართ სცენაზე ყოფნა. ქალწულებს სწავლა არასოდეს უჭირთ, როდესაც გააზრებულად და მოტივირებულად უდგებიან საქმეს, არც მძიმე რუტინული პროცესი აფრთხობთ, თუმცა ყოველთვის ინტერესით და ღიმილით იღებენ უფრო მარტივ გზას…

სასწორებისთვის ტელევიზორი და უცხოენოვან გარემოში ყოფნა ენის შესწავლის საუკეთესო საშუალებაა. მორიელებისთვის  სიმყუდროვე და სწავლის ეტაპების მკაცრად გაწერილი განრიგია აუცილებელი, მათთვის ყველაფერი მარტვად მიდის, როდესაც თავად იციან, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა აკეთონ.

მშვილდოსნები უცხო ენებში საუკეთესონი არიან, ეს მათი სფეროა; რაც უფრო უცნაურ და ექსტრავაგანტულ მეთოდს მიაგნებენ, მით უფრო პროდუქტიულია მათი სწავლის პროცესი. უცხო ენების შესწავლა ყველაზე მეტად, ალბათ, თხის რქებს უჭირთ, რადგან ყოველთვის ეძნელებათ გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიღება. აუცილებელია ყველაფრის დეტალურად გააზრება და თითოეული წესის ან სიტყვის სისწორეში დარწმუნება.

მერწყულები საქმეს ხშირად მთარგმნელობითი პრაქტიკით იადვილებენ. მაგალითად,  თავიდანვე იღებენ საყვარელი ნაწარმოების ან ტექსტის ორიგინალს და პირდაპირ, ლექსიკონის დახმარებით, იწყებენ თარგმნას. თევზებისთვის უცხო ენის შესწავლა შემოქმედებითი მეთოდებით არის უმარტივესი, თუ ამის სურვილი აქვთ. (რეალური) ნამდვილი სურვილის გარეშე ამ ნიშანს ვერაფერს გააკეთებინებ და ვერც ვერაფრით დააინტერესებ.

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გარდა ენის შესწავლის პროცესის გასამარტივებლად კიდევ არაერთი  საშუალება არსებობს. ერთ-ერთი მათგანი კი – მოზარდებისთვის მულტ. ფილმებისა და მოზრდილებისთვის კინოფილმების ორიგინალში ყურება – ყველასთვის უნივერსალურია. თუმცა კონკრეტული პროგრამისა და გეგმის გარეშე  შეიძლება ეს პროცესიც უგზო-უკვლოდ გაიწელოს წლებში…

„ცელულოიდის  ენების“ შესახებ გსმენიათ რამე?
ეს საქართველოში დაპატენტებული უცხო ენების შესწავლის სწორედ უნიკალური და აპრობირებული მეთოდია, რომელიცceluloidis enebi ნებისმიერი ნიშნის ადამიანს ხალისიანად, ეფექტურად, საფუძვლიანად ასწავლის არჩეულ ენას.

კინოფილმებისა და მათი გმირების დახმარებით იტალიური, ინგლისური, ფრანგული, რუსული, გერმანული ენების შესწავლა მხოლოდ ცელულოიდის ენებში არის შესაძლებელი. აქ გემოვნებით შერჩეულ ფილმებზე დაყრდნობით შექმნილია სახელმძღვანელოები  და სამი ტიპის გაკვეთილის (როლების განაწილება, სუფლიორობა, ვარიაციები) საშუალებით ენობრივი განვითარება–დახვეწის კომპლექსური გზა სწრაფი, მსუბუქი და საფუძვლიანია. თქვენ დარწმუნდებით, რომ სწავლის ძირიც შეილება იყოს ტკბილი, კენწეროზე რომ აღარაფერი ვთქვათ! ეს ყველაფერი კი კინოს სინთეზური ბუნების და მრავალფეროვანი შესალებლობების შემოქმედებითად გამოყენების დამსახურებაა.

ცელულოიდის ენებიაქ კინოშედევრების დახმარებით შესასწავლი ენის წიაღში შეყვანისა და ენის სრულყოფილად დაუფლების პერიოდი ნებიმსიერი ნიშნის ადამიანისთვის გარანტირებულად ერთი წელია. ერთი წლის თავზე თავისუფლად და გამართულად იმეტყველებთ, დაწერთ, იაზროვნებთ და, რა თქმა უნდა, გაიგებთ, რასაც პირადად თუ მედიებიდან გეტყვიან  შესწავლილ ენაზე.

„ცელულოიდის ენებში“ გატარებული ყოველი დღე შესასწავლი ენის გარემოში ცხოვრების ტოლფას გამოცდილებას იძლევა. აქ ენის შესწავლასთან ერთად კინოფილმების დახმარებითვე მოხდება შესასწავლი ენის ქვენის კულტურასთან და რეალობასთან თქვენი დაახლოება – ენა და კულტურა ხომ, როგორც მოგეხსენებათ, განუყოფელია…

„ცელულოიდის ენებში“  რთულ გრამატიკულ სტრუქტურებსაც კი მარტივად, თამაშით, მაგრამ სიღრმისეულად ისწავლით. კვირაში ორჯერ ჩატარებული სამსაათიანი გაკვეთილები კი სტუდენტებს  საშინაო დავალებებისგან სრულად ათავისუფლებს, დაივიწყეთ ამოსაწერი სიტყვებიც და დასაზეპირებელი ტექსტებიც.

გაკვეთილები აქ სამუშაო საათების შემდეგ ტარდება, ზუსტ დროსა და დღეს ინდივიდუალურად ირჩევს ჯგუფი, რომელიშიც 5–დან 10 სტუდენტამდე შეიძლება იყოს.

კინოშედევრებითა და უცხო ენების შესწავლით სიამოვნების მიღება ნებისმიერი პირადი  რუკის მქონე ადამიანს ელის „ცელულოიდის ენებში“.

მუდმივად იქმნება იტალიური, ინგლისური, ფრანგული, რუსული, გერმანული ენების ახალი ჯგუფები. ტარდება ღია კარის დღეები, სადაც მეთოდის თავისებურებებში და უპირატესობებში გაგარკვევენ. შეიძლება გაკვეთილზე დასწრებაც.

აი, ტელეფონი: 593 199 321

ეს კი Facebook-ია: Celluloidis enebi

 

celuloidis-enebi-banner-width

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. პირადი გამოცდილებით, ფილმები ძალიან მაგარი რამეა.
    პრაქტიკას ცვლის, ფაქტობრივად.
    რაც მთავარია, დაზუთხვა არ გიწევს და გრამატიკული წესების დაზეპირების დროსაც ზოგავ.

  2. Lolita Shengelia says:

    ვეთანხმები, განსაკუთრებით ვერძებზე, ქალწულებზე და მერწყურზე, რადგან მათთვის სწავლების პროცესში სწორედ ზემოაღწერილი მეთოდიკები გამომიყენებია.

  3. Anuka Chkhaidze says:

    ) saoacria. swored simgeris sashualebit sheviswavle ucxo ena.vetanxmebiiiiii..

  4. celuloidis enebshi kvelaze sainteresod da martivad ascavlian <3 bevri mcodne da specialisti vici am kursebis shedegad :*

  5. me sasworulad vswavlob male darac vici egre viswavle magram weras egre ver vswavlob magasi skarpos teqnika mchirdeba namdvilad