ჩინური ნუმეროლოგია, ანუ რას ამბობს თქვენი ტელეფონის თუ ავტომობილის ნომრები თქვენზე
ჩინელი ნუმეროლოგები კენტ და ლუწ რიცხვებს რიცხვებს ინ და იან საწყისებს უსადაგებენ. მართალია, კენტი რიცხვები უფრო ბედნიერ რიცხვებად ითვლებიან, მაგრამ ჩინური ფილოსოფია, ისევე როგორც ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში, ეფუძნება ინ და იანის ჰარმონიულ თანაარსებობას. ამიტომაც ლოგიკურია, რომ რიცხვების იმ კომბინაციაში, რომელსაც ვირჩევთ ტელეფონის ან მანქანის ნომრად, თანაბრად იყოს ლუწი და კენტი რიცხვები.
საქართველოში მანქანის ნომერები სამნიშნაა და რთულია ასეთი განაწილება, მაგრამ თუ ნუმეროლოგების აზრს გავითვალისწინებთ, 777 ან მსგავსი ერთფეროვანი კომბინაციაც არა არის მაინცდამაინც იღბლიანი. იგივე ითქმის დაბადების თარიღზეც – ბევრად უკეთესია, თუ ორივე რიცხვის კომბინაცია გვხვდება ადამიანის დაბადების თარიღში.
რიცხვები 8, 6 და 9 ითვლებიან ყველაზე ბედნიერ რიცხვებად. მათ ნებისმიერ კომბინაციაში მოაქვთ დადებითი ვიბრაცია. მაგ: 168, 7788, 8888 .
განვიხილოთ რიცხვების გავლენა ადამიანებზე, იმ რიცხვების რომელსაც ირჩევენ ისინი თავად.
1. ამ რიცხვს უპირატესობას ანიჭებენ მკვეთრად გამოხატული ლიდერები, ამ ტიპის ადამიანებს ძლიერი მისწრაფება აქვთ ძალაუფლებისადმი. რაიმე მიზნისკენ ისინი მხოლოდ საკუთარ ძალებს ენდობიან, არ არიან დამოკიდებულნი სხვებზე და მათზე არ ჭრის არანაირი ზეწოლა გარშემომყოფებისგან. ისინი იმდენად არიან დარწმუნებულნი საკუთარ თავში, საკუთარ უნიკალურობაში, რომ ძალიან ხშირად აღწევენ იმას, რისკენაც მიილტვიან მთელი არსებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრ რელიგიაში რიცხვი 1 ითვლება ღვთიურ რიცხვად.
2. ისინი, ვისთანაც ხშირად ვხვდებით ამ რიცხვს, არიან მეოცნებე და რომანტიკული ნატურები, მიდრეკილნი ფილოსოფიური აზროვნებისკენ. ამასთან, ადვილად ეგუებიან სხვადასხვა სიტუაციებსა და გარემოს. ასეთი ადამიანები ხშირად აღწევენ წარმატებას ბიზნესში და არიან კარგი მეუღლეები, რადგან ვერ იტანენ მარტოობას.
3. ეს კი უკვე ე.წ. “დინამიური” ნატურის რიცხვია. ანუ, ასეთი ადამიანები არიან ძალიან არტისტულები, მიდრეკილნი ხელოვნებისა და შემოქმედებისაკენ. თუმცა მათი ქორწინება ხშირად კრახით მთავრდება, ვინაიდან ვერ იტანენ შეზღუდვებს, არ პატიობენ წყენას.
4. საიმედო და “მდგრადი” ადამიანები არიან. ვერ იტანენ და სკეპტიკურად უდგებიან ცვლილებებს. შესაბამისად, ცხოვრებაში ყველაზე მეტად აფასებენ სტაბილურობას. ურთერთობებში როგორც წესი, არიან გულწრფელები და მიმნდობები.
5. ეს ადამიანები ფლობენ ძლიერ ენერგიას და ამავდროულად ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათს. ამ ტიპის ადამიანებს ძალიან უყვართ თავისუფლება და ამიტომ, მათთან ქორწინება არც თუ ისე მარტივია. არიან კარგი თანამშრომლები, თუმცა ფიცხი ხასიათით – შეიძლება აფეთქდნენ ისეთ რამეზე, რაც არც კი ღირს ყურადღებად.
6. ამ რიცხვის მოყვარულები კი მორჩილი ადამიანები არიან, ადვილად ექვემდებარებიან სხვის ძალაუფლებას, ამიტომ იდეალური ხელქვეითები არიან ნებისმიერი ხელმძღვანელისათვის. მათი ცხოვრების მიზანია იპოვონ ნამდვილი სიყვარული, მაგრამ საკმაოდ მომთხოვნები არიან მეუღლისადმი. ასევე, საკმაოდ ადვილად გამოდიან წონასწორობიდან.
7. ამ კატეგორიის ადამიანებს ბედი უფრო ხშირად უღიმით, ვიდრე სხვებს. არიან დამოუკიდებელნი და ახასიათებთ არაორდინალური ქცევებიც. სულის სიღრმეში ძალიან ემოციურებიც არიან, ამიტომ “შვიდიან” პარტიორთან ნამდვილად ვერ მოიწყენთ.
8. – ეს ძალაუფლების სიმბოლოა. ამ ადამიანებს აქვთ ძლიერი ნებისყოფა და არიან ძალიან მიზანდასახულნი. ისინი ასჯერ გაზომავენ და ერთხელ გადაწყვეტენ, ამასთან მათი გადაწყვეტილებები მტკიცე და ურყევია. რვიანის მოყვარულები ბოლომდე მიდიან დასახული მიზნისკენ, ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ საქმე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იციან ბოლო კეთილია თუ არა. ქორწინებაში ისინი ერთგულებით გამოირჩევიან.
9. – ეს კი კოსმოსის სიმბოლოა. ძალიან ადვილია მათში ემოციების გაღვიძება, ადვილად მიაქვთ განცდები გულთან და შესაბამისად ხშირად განიცდიან სხვის ტკივილს, უბედურებას. ქორწინებაში არიან თავგანწირულები, შეუძლიათ ოჯახისათვის საკუთარი თავი და ინტერესები გაიღონ მსხვერპლად. მათ მუდმივად სჭირდებათ მხარდაჭერა და გვერდში დგომა.
მოამზადა ნინო კევლიშვილმა