Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ჩვენ და ბუნება ერთნი ვართ

ბუნება ჩვენ ირგვლივ სილამაზის, სიყვარულისა და დაუშრეტელი შესაძლებლობების სამყაროა. ბუნებას, ისევე როგორც მთლიანად სამყაროს საკუთარი კანონ-ზომიერება გააჩნია.

გარკვეული კანონების, დაცვა დედამიწის თითოეული მაცხოვრებლისთვის აუცილებელია, რადგან მათი დარღვევის შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგ ავტომატური დამსჯელი მექანიზმი იწყებს მოქმედებას.

კონკრეტულად რა კანონ-ზომიერება აქვს ბუნებას? სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ადამიანის ნებისმიერ მოქმედებას უარყოფითს ან დადებითს შედეგად მოყვება შესაბამისი უკუ რეაქცია, ანუ, რასაც ვაკეთებთ ის გვიბრუნდება ისეთივე დოზით როგორსაც გავცემთ.

თუ ვაკეთებთ სიკეთეს გვიბრუნდება სიკეთე, თუ ვაკეთებთ ცუდს -გვიბრუნდება ცუდი.

ამიტომ, ადამიანი უნდა ეცადოს რაც შეიძლება მეტი სიკეთე და დადებითი მუხტის მატარებელი საქმე აკეთოს აკეთოს, გაუფრთხილდეს ბუნებას და არ გაანადგუროს. ხელი შეუწყოს მის სრულყოფას და მისგან მიღებული სიკეთე დამსახურებულად მიიღოს.

ყოველთვის, როდესაც თუნდაც ერთი ბეწო ქაღალდის ქუჩაში დაგდებას გაიფიქრებთ მაშინვე გაანალიზეთ ის, რომ ამ „უჩინარი“ ნაგლეჯით ბუნებას და საკუთარ თავს აბინძურებთ. ჩვენ, ადამიანები სამყაროს ისეთივე შვილები ვართ როგორც მცენარეები, ცხოველები და მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური სიმდიდრით აღჭურვილნი, უკვე წლებია სამყაროში საკუთარი ჩვენდასაზიანოდ ვმოქმედებთ ჯერ კიდევ არის დრო დაფიქრების, შეჩერების, გადარჩენის…

პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვისთვის მცენარეები რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეს ბევრმა ვიცით, თუმცა შეიძლება არ ვიცოდეთ რომ ამ პროცესში თავად ადამიანსაც სერიოზული როლი აკისრია.

ჩვენი პლანეტა დედამიწა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლისაა. მასზე სიცოცხლის ჩამოყალიბებას მილიონობით წელი დასჭირდა და ეს ეტაპობრივად მოხდა.

სიცოცხლე პირველად წყალში წარმოიქმნა. იქ, სადაც მზის და კოსმოსის უარყოფითი ენერგიები ვერ აღწევდა და მიკრო ორგანიზმები სწრაფად ვითარდებოდნენ.

ოკეანეებში გაჩენილმა მცენარეებმა გამოყვეს ნივთიერება ატმოსფეროს და ოზონის შრის წარმოსაქმნელად. ეს ხანგრძლივი ქიმიური პროცესი საუკუნეები გაგრძელდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცათ მცენარეებს ხმელეთზე არსებობის საშუალება.

ოკეანეშივე წარმოიშვა ცხოველური სამყაროც და სიცოცხლემ ოკეანიდან გადაინაცვლა ხმელეთზე. იმ დროინდელი მცენარეები და ცხოველები აღწევდნენ გიგანტურ ზომებს და ბევრად განუვთარებელნი იყვნენ ვიდრე დღეს.

ხმელეთზე მცენარეების აქტიურობამ და ატმოსფეროსთვის საჭირო ნივთიერებების მეტი რაოდენობით გამოყოფამ ხელი შეუწყო ოზონის შრის სრულყოფას, შესაბამისად, მაშინ ბუნება უფრო მეტად იყო დაცული მზისა და კოსმოსის უარყოფითი ენერგიისგან.

სიცოცხლისთვის უფრო მაღალგანვითარებული ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბების საშუალება გაჩნდა. ძველი ატმოსფეროს პირობებს მიჩვეული დინოზავრები თანდათან გადაშენდნენ. ამ პროცესს ხელი ეტაპობრივი გამყინვარების პერიოდებმაც შეუწყო და პოლუსების ცვლამაც შეუწყო… ატმოსფერული ცვლის პროცესი დღესაც მიმდინარეობს და გლობალური დათბობას სახელითაა ცნობილი.

სამყაროში სიცოცხლის განვითარების ეს ურთულესი პროცესი დღეს , ადამიანის გამო, საფრთხის წინაშე დგას.

ბოლო მონაცემებით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობა 7 მილიარდს აღწევს. განვითარებული სამყარო დროის სვლასთან ერთად სულ უფრო მეტ მცენარებს, ხესა თუ ცხოველს ანადგურებს. ფლორის და ფაუნის სიკეთეს საკუთარი კომფორტისა და ყოველდღიურობის გასამარტივებლად მოვიხმართ ისე, რომ თითქმის არასოდეს ვფიქრდებით – ბუნების რესურსი დაუშრეტავი სულაც არ არის.

თუ არ იქნება საკმარისი მცენარეები ატმოსფეროში ვერ წარმოიქმნება ოზონის შრისთვის აუცილებელი ქიმიური ელემენტები, გაქრება ატმოსფერო, გადაშენდებიან ცხოველები და მათ შორის, ჩვენც. დარჩება მხოლოდ წყალი…

მეცნიერები უკვე წლებია ამ საკითხზე მუშაობენ და ყოველდღიურად ეძებენ გამოსავალს „გამოუვალი სიტუაციიდან“ რომელსაც მეოცე საუკუნიდან მოყოლებული, მანქანად ქცეული კაცობრიობა ბრმად და წინდაუხედავად ქმნის.

დედამიწის გადარჩენის საკითხი თითოეული ჩვენგანის ხელშია. პროცესი კი იწყება ყოველი ღიმილიანი დილით, არდაგდებული ქაღალდით, განეიტრალებული ბრაზით, ბოღმის ჩახშობით და სიკეთით. ჩადენილი სიკეთით ერთმანეთის და სამყაროს მიმართ, გაღებული „მსხვერპლით“ ბუნების ხარჯზე და იმის ხსოვნით, რომ ჩვენ, ყველა, ერთმანეთის კანონ-ზომიერი ნაწილი და გაგრძელება ვართ…

სამყარო კანონ-ზომიერია!

მოამზადა: მისტერ მიდგარმა

ავტორი

დატოვეთ კომენტარი