ასტროლოგიური მაღაზია

ჩვენი მფარველი ანგელოზნი …(ეძღვნება ჩემს მფარველ ანგელოზს)

მთელი ცხოვრება მქონდა იმის შეგრძნება, რომ რაღაც უხილავი ძალა მფარველობდა და მიცავდა. სულ ღრმა ბავშობაში ვგრძნობდი ამას და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი რა იყო სინამდვილეში ეს ძალა.ახლა როდესაც ვხვდები რომ ეს ჩემი მფარველი ანგელოზია, მიკვირს და ამავდროულად მიხარია,რომ მე მარტო არ ვარ.

ანგელოზების არსებობას თითქმის ყველა რელიაგია აღიარებს.ქრისტიანობაში არსებობს ანგელოზთა მთელი იერარქია: ანგელოზნი, მთავარ ანგელოზნი,ძალნი,უფლებანნი,მთავრობანი,ხელმწიფებანი, საყდარნი,ქერუბიმნი,სერაფიმნი.

მთავარანგელოზნი ყველაზე ახლოს არიან ღმერთთან,ისინი გვაუწყებენ დიადის და დიდებულის შესახებ, გავუწყებენ უფლის ნებას და წინასწარმეტყველებებს.ძველ ჩანაწერებში ანგელოზებს მიაკუთვნებენ 4 ძირითად სტიქიას(ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი) ითვლება, რომ ისინი მოქმედებენ ნებისმიერი თვის თითოეულ დღესთან,ასევე ისინი მფარველობენ თითოეულ ქალაქს, სახლს, ოჯახს და ქვეყანასაც კი.

ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანთან. თითოეულ ადამიანს ყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის ქმედებებზე. ისინი ყოველდღე მოგვმართავენ. ჩვენ კი ამ ხმას ხან შინაგან ხმას მივაწერთ, ხან ინტუიციას, ხან წინათგრძნობას და ა.შ.

მაფარველი ანგელოზნი იმდენად მგრძნობიარენი არიან , რომ მათზე მოქმედებს ჩხუბი, თამბაქოს სუნი და ალკოჰოლის სუნიც კი.მათზე მოქმედებს ყველანაირი ნეგატიური ქმედება და თუ ადამიანი უბრალოდ ”ავად არის სულით” მაშინ პირველ რიგში მის ანგელოზს სტკივა და ავადდება. ხანდახან მიკვირს როგორ უძლებენ ადამიანის თუნდაც გაუთავებელ ნეგატიურ ფიქრებს. როგორ იტანენ ყველაფერს და განსაკუთრებით კი იმას , რომ ხშირ შემთხვევაში მათ არსებობასაც კი ვერ ვამჩნევთ.

ისევე როგორც ყველას, მფარველ ანგელოზსაც სჭირდება გაფრთხილება. იგი უნდა გვიყვარდეს, უნდა ვგრძნობდეთ ყველგან და მხოლოდ მაშინ გახდება იგი ნამდვილად მფარველი შენი სულის.ის ყოველთვის მზად არის შენს დასახმარებლად…

ერთხელ ფილოსოფიის გაკვეთილზე ერთ ერთი დისკუსიის დროს ლექტორმა კითხა თავის სტუდენტებს.
– რა არის ადამიანის სული.
ატყდა ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა…
– ეს არის არსი ადამიანის
– ეს არის საწყობი თვისებების
-ეს არის ცხოვრება
– ეს არის ა ნ გ ე ლ ო ზ ი
უკანასკნელ ფრაზაზე სიჩუმე ჩამოვარდა. ეს თქვა ყველაზე პატარამ ჯგუფში და მას არავინ შეეკამათა.
– ადამიანის სულს გააჩნია ფრთები, ამიტომ მას შეუძლია აფრინდეს და ამვდროულად დაეცეს ძირს. შეუძლია შეხედოს ქვეყანას სიმაღლიდან და შეუძლია გაშალოს ფრთები.მას შეუძლია ჩაიკრას გულში ის, ვისაც დაიცავს მთელი ცხოვრება…
– და როგორ შევინარჩუნოთ იგი… იკითხა პროფესორმა
სრულ სიჩუმეში გაისმა იგივე სტუდენტის ხმა
– უბრალოდ არ მივცეთ დაცემის საშუალება…

მე ნამდვილად არ ვიცი ჩემ მფარველ ანგელოზს აქვს თუ არა ფრთები, არც ის ვიცი მარჯვენა მხარზე ზის თუ მარცხენაზე, არც იმის მტკიცებას დავიწყებ რომ სულ რაღაცას ჩამჩურჩულებს ყურში. მხოლოდ ერთს ვიტყვი დანამდვილებით, რომ თუკი რაიმე ღირებულია ჩემში, თუკი სიწყნარე და სიმშვიდეა ჩემში და საერთოდ თუკი ოდნავ მაინც სინათლეა ჩემში, ეს ჩემი მფარველი ანგელოზისგან არის და მადლობა მას ამისთვის…

მოამზადა რუსკა მერწყულმა

ავტორი

დატოვეთ კომენტარი