ასტროლოგიური მაღაზია

ჩაკრები – ორგანიზმის ენერგეტიკული ცენტრები

chakraსანსკრიტიდან თარგმანში ჩაკრა – ბორბალს ნიშნავს. თანამედროვეობაში ყველაზე ცნობილი – ხერეხემლის პარალელურად განლაგებული შვიდი ძირითადი ჩაკრაა, რომლებიც ადამიანის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

ისევე როგორც სხვა, აღნიშნული ჩაკრებიც ჩვენს ეთერულ სხეულში მდებარეობს. თითოეული ჩაკრის ცენტრიდან ხერხემლისკენ მიმართული ფესვი გამოდის, რის მეშვეობითაც ჩაკრა ყველაზე მნიშვნელოვან არხს – სუშუმნას უკავშირდება.

ჩაკრები მუდმივ ვიბრაციასა და ბრუნვაში იმყოფებიან, რაზეც (ბრუნვის მიმართულების გათვალისწინებით) ენერგიის მოზიდვა და უკუგდებაა დამოკიდებული.

ჩაკრები საათის ისრის ან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. მარჯვნივ მოძრაობას იანის მნიშვნელობა აქვს. ის ნებისყოფასა და შემოქმედებას წარმოადგენს, ხოლო მისი საწინააღმდეგო, ნაკლებად პოზიტიური მხარე კი აგრესია და ძალაუფლებისთვის ბრძოლაა.

მარცხნივ მოძრაობას ინის მნიშვნელობა აქვს და მორჩილებას სიმბოლირებს, რისი ნეგატიური მხარეც სისუსტეშია. კარგი იქნება ჩაკრის მოძრაობის მიმართულების გამოცნობას თუ შეძლებთ.

ჩაკრები ენერგიას სამყაროს გარდა, ირგვლივ გარემოდანაც იღებენ. ისინი გარემომცველი სხეულების ენერგიას შთანთქავენ და ცვლიან საკუთარში.

სამყაროდან, ბუნებიდან, ციური სხეულებიდან, ადამიანებიდან და ნივთებიდან წამოსული ენერგია ჩაკრების მეშვეობით გარდაიქმნება და ფიზიკურ სხეულს აზრებად, გრძნობებად, ემოციებად გადაეცემა.

ყოველი ჩაკრა ენდოკრინული ჯირკვლების ფიზიკური სხეულითაა წარმოდგენილი, რომელიც ორგანიზმის ფიზიკურ ან ემოციურ პროცესებს არეგულირებს. უმაღლესი კოსმიური ენერგია, ადამაინის სხეულს ჩაკრებით უკავშირდება. სხვაგვარად ამ ენერგიას სიცოცხლის ენერგია ჰქვია და ჩვენი გონებრივი თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ფიზიკურ სხეულში ჩაკრები გადამცემის სისტემით მოქმედებენ. ისინი სიგნალს უმაღლესი, უფრო სუფთა ენერგიიდან, ფიზიკურ სხეულს უგზავნიან და ამასთანავე ჩვენი სხეულისთვის აღსაქმელ სიხშირედ გარდაქმიან.

სამყარო პირველ ქმნადი გამაერთიანებელი ძალითაა გაჟღენთილი, რომელიც ყველა საგანს მისი გამტარობის ექვივალენტურად გადაეცემა. როდესაც ენერგია სივრცეში განთავსებულ სხეულებს მიეწოდება, მისი ძალა სულ უფრო მცირედება და სხეულისთვის ასატან დონეს უთანასწორდება.

სამყარო და ადამიანის სხეული სულიერი, ემოციური, ინტელექტუალური და მატერიალური შრეებისგან შედგება. ადამიანისა და კოსმოსის სხეულებს შორის განსხვავებაც მათი ენერგეტიკული ტალღების სიგრძესა და სიხშირეში მდგომარეობს.

შედეგად, პირველადი (ან სხვაგვარად) ღვთაებრივი ძალა არა მხოლოდ სივრცეში, არამედ ჩვენშიცაა განფენილი.

წარმოსახვითი უნარის დახმარებით, ადამიანს გარკვეულ ინტელექტუალურ, ინტუიტიურ ან ემოციონალურ დონეზე განსხვავებულ ენერგეტიკულ სხეულებზე მორგება და მათი ცვლა შეუძლია. ცნობიერების გაფართოების ყველა ხერხი, იქნება ეს პოზიტიური აზროვნება, მიმართული წარმოსახვა, მედიტაცია თუ სხვა, ხელს უცწყობს ხსენებულის კიდევ უფრო გააქტიურებას.

ცნობიერება ძალიან ძლიერი იარაღია. ის არ იფარგლება მატერიით, მანძილით ან დროით და ჩვენს მრავალ განზომილებიანი არსების შრეებში დაუბრკოლებლივ შეუძია გადაადგილება.

ეს ცვლილებები შესაძლოა ხშირად და სწრაფად ხდებოდეს. ამ მიზეზით მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხეულის ენერგეტიკული ცენტრი. როდესაც ყურადღება ერთ რომელიმე ჩაკრაზე გადადის, ადამიანი გაუაზრებლად ამ ჩაკრის პასუხისგებლობის ქვეშ მყოფ საკითხებს ან ქმედებებს უკავშირდება, რაც თავის მხრივ დარღვევის ან დისბალანსის დადგენას უწყობს ხელს.

პრობლემაზე კონცენტრირება არ ეხმარება მის გადაჭრას. პირიქით, რაც უფრო მეტი ენერგია იტრიალებს პრობლემასთან დაკავშირებულ აზრსა და ემოციაში, მით უფრო მეტად გამწვავდება და გაფართოვდება ის. ხოლო ჩაკრის გაწონასწორებასა და საერთო დისბალანსის კორექციაზე (ფიზიკური, ემოციონალური და სულიერი) კონცენტირება კი დადებით რეზულტატს მოიტანს.

ინდურ და სხვა ძველ კულტურებში ჩაკრებს განსხვავებული ფერი, სტიქია, ნიშანი და თვისება მიეწერებათ. მაგალითად, მიწის სტიქია სასქესო ორგანოებთან, პირველ ჩაკრასთან, პლანეტა მარსთან, წითელ ფერსა და ლალის ქვასთანაა დაკავშირებული.

ჩაკრა მოძრავია და არა სტატიკური. მოძრავი ჩაკრა – ჯანმრთელი ჩაკრაა, მაგრამ მოძრაობა თავისთავად ფუნქციონალური თვისება არაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩაკრის მოძრაობა სუსტდება, ენერგია ვერ გაედინება და შედეგად აღნიშნული ჩაკრა იბლოკება.

დაბლოკილი ჩაკრა არაა იშვიათობა. ასეთ საცობს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი მოეძებნება. მაგალითისთვის, ეს შეიძლება სერიოზული ტრავმა ან მცირე ტრავმების ნაზავი იყოს, რომელიც ამა თუ იმ ჩაკრის მოქმედების არიალს ეხება, რაც საბოლოოდ, ჩაკრის მოძრაობის უნარსა და საბოლოო ბლოკირებას განაპირობებს. ჩაკრის ჩახურვის პროცესი დროშია გაწელილი და საყოფაცხოვრებო სიტუაციებზეა დამოკიდებული.

ჯანმრთელი ჩაკრის მუშაობა ძრავას ჰგავს, ის საჭიროების მიხედვით ირთვება და ითიშება. ამით ჩაკრა მისაღებ და სუფთა ენერგიას ეხსნება, ხოლო ნეგატიურს კი პირიქით ფილტრში ატარებს. ამ სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი თვისებების ფუნქციის დარღვევა ტრამვის გარდა, ნარკოტიკული საშუალებების რეგულარულ მიღებას ან ალკოჰოლისა და ნიკოტინის გამოყენებასაც კი შეუძლია. ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგაც სასურველია ჩაკრების დაუყოვნებელი მკურნალობა და ჰარმონიზაცია.

ასეთ სიტუაციებში ჩაკრები შესაძლოა გახსნილი დარჩეს, რამაც ადამიანის გარემოსთან მიმართებაში გამძლეობა დაარღვიოს ან პირიქით, ჩახურვისგან ჩაქვავდეს, რის შედეგადაც შესაძლოა გარკვეული შესაძლებლობების ან გრძნობების დაქვეითება.

მსგავსი მდგომარეობების გამოსწორება მკურნალობითა და ფერადი თერაპიითაა შესაძლებელი (რაზეც ჩაკრები კარგად რეაგირებენ). თუმცა ჩაკრების მთავარი ტრენაჟორი თვითმკურნალობაა, რომელიც გააზრებას, თითოეული ჩაკრისთვის დამახასიათებელი ფერებისა და ქმედებების წარმოდგენას და სუნთქვის მართვას გულისხმობს.

მოცემულ რუბრიკაში ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ინფორმაციას და რჩევებს თითოეული ჩაკრის წარმატებით ფუნქციონირებისთვის.

მოამზადა გივი მატებამ
პირველი ჩაკრა – მულადჰარა
მეორე ჩაკრა – სვადჰისტანა 
მესამე ჩაკრა – მანიპურა
მეოთხე ჩაკრა – ანაჰატა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. dzalian sainteresoa 🙂
    danarchen chakrebze rodis dadebt informacias?

  2. Manana Alex says:

    kundalini,ajna…