ჩაკრა ცნობიერის დონეები
მოდით დეტალურად განვიხილოთ რა არის ჩაკრა და როგორ გავლენას ახდენენ ისენი ცნობიერის დონეზე. იმედი მაქვს ეს სტატია იქნება სასარგებლო მათთვის, ვინც მისდევს ჩაკრულ და კუნდალინ იოგას.
მულადჰარა, სვადჰისტანა და მანიპურა ჩაკრები – ეს არის ხორციელი ცნობიერის დონე, მატერიალური სხეული. მას ეხება ყველა ფიზიკური და ქიმიური ელემენტები, ასევე ბუნების ყველა გამოვლინება – მინერალები, მცენარეები, ცხოველები, ბუნებრივი პროცესები და ა.შ – ფიზიკურ დონეზე.
ადამიანი მოწყობილია ისე, რომ მასში შეერთებულია სამყაროში არსებული ენერგიის ყველა დონე, დაწყებული მატერიალურიდან დამთავრებული ენერგიის ყველაზე ფაქიზი გამოვლინებებით რომელიც შეიძლება არარსებულის მდგომარეობაშიც კი გადავიდეს. ადამიანის ცნობიერი მოწყობილია ისე, რომ ვითარდება შეუფერხებლად, და ცხოვრების მანძილზე აღწევს იმ დონეს, როცა ადამიანი გაცნობიერებულად მზადაა გადავიდეს მომდევნო ეტაპზე – არყოფნის, სიკვდილის მდგომარეობაში. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მთელი ცხოვრება ვემზადებით სიკვდილისთვის. მაგრამ უმეტესობა ადამიანებისა კვდებიან შიშსა და განცდებში.
მიზეზი ამისა არის ის, რომ ადამიანის ცნობიერი რჩება ქვედა სამ ჩაკრაში. მაგალითად, თუკი მთელ ცხოვრებას მივუძღვნით სხეულის განვითარებას და ყველა იმ სურვილების ასრულებას რაც მასთანაა დაკავშირებული – ასეთი შედეგი აუცილებლად დადგება. რათქმაუნდა სხეულის განვითარება აუცილებელია ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. მთავარია რომ მასზე არ მოხდეს ჩაციკვლა, როგორც ჩვენ ხშირად ვხედავთ ზოგიერთი ასაკოვანი ადამიანის მაგალითზე, რომლებიც წუწუნებენ მძიმე ცხოვრებაზე და სულ მისტირიან „ძველ, კარგ ცხოვრებას“, ან ძალიან მდიდარ ადამიანებზე, რომლებიც თვლიან რომ ცხოვრებაში მიაღწიენ ყველაფერს და ახლა მათ არსებობას აზრი აღარ აქვს. ეს მაგალითია ცნობიერის განვითარების უსასრულო რეალიზაციისა, იმისთვის რომ არ მივიღოთ მსგავსი სევდიანი შედეგი, აუცილებელია განვვითარდეთ შინაგანად, ფიზიკურ განვითარებასთან ერთად.
შინაგანი რეალიზაციის მომდევნო ნაბიჯი არის ანაჰატა ჩაკრა – საფეხური, რომელშიც ადამიანი აცნობიერებს სამყაროს, როგორც ენერგიას რომელიც ქმნის, (ქვედა სამი ჩაკრა ძირითადად მომხმარებლის დონეზეა) ანაჰატა ჩაკრის გაცნობიერებისას იბადება მეცნიერება, ხელოვნება, მიდრეკილება სულიერი განვითარებისკენ, სამყაროს ერთიანობის შეგრძნება. ამ ჩაკრის შეცნობას ახერხებს ძალიან მცირე ოდენობა ადამიანებისა. ზუსტად ასეთი ადამიანები ქმნიან სამეცნიერო აღმოჩენებს, ლიტერატურულ, მუსიკალურ, სახელოვნებო შედევრებს.
მაგრამ ამ ჩაკრის დონეზე გაჩერება, თითქმის იგივე შედეგებს იწვევს რაზეც ზევით იყო საუბარი, ვინაიდან ქვედა ჩაკრების ენერგია ჯერ კიდევ უპირატესი ძალის მქონეა.
მომდევნო ეტაპი ეს არის ვიშუდჰა ჩაკრა – ძალიან მნიშვნელოვანი დონე, ვინაიდან აქ პირველად ჩნდება სუფთა გაცნობიერება. ეს მდგომარეობა ძალიან ფაქიზად არის დაკავშირებული წინა დონეებთან, მაგრამ უკვე აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ გამოვიდეს მათი გავლენიდან. ეს აძლევს უფლებას ცნობიერს, რომ მართოს ყველა ქვედა ჩაკრის ენერგია.
ამ ეტაპზე მყოფ ადამიანს აქვს უნარი ადვილად განავითაროს მისთვის აუცილებელი ენერგია დაწყებული ფიზიკურიდა და მატერიალურიდან დამთავრებული სამეცნიერო და შემოქმედებითი განვითარებით. განვითარების ამ ეტაპზე ქრება პირველდელი სტერეოტიპები, რომელიც ახასიათებს სოციალურ ადამიანს, ისეთი როგორიცაა გამდიდრებისა და კარიერის აუცილებლობა, ქრება სიკვდილის შიში.
ამ გზით იხსნება გზა უმაღლესი დონისკენ, ადამიანის არსებობის კულმინაციისკენ – აჯნა ჩაკრა. ცნობიერებისთვის, რომელიც აღწევს ამ ჩაკრის სიღრმეს, იხსნება ყოფის მშვენიერება. ამ მდგომარეობას ეწოდება გახსივოსენაბ, სულიერი რეალიზაცია. ამ დონეზე ცნობიერება იმყოფება სხვა ჩაკრების გავლენების მიღმა და აქვს ყველა ჩაკრის მართვის უნარი. აღმოსავლეთში ამ მდგომარეობას უწოდებენ „სიდჰა“-ს. მცნება „სიკვდილი“ ამ დროს უკვე აღარ არსებობს.
საჰასრარა ჩაკრა – ეს დონე იმყოფება განსხივოსნების საზღვრებს მიღმა, ეს უკვე არ ყოფნის მდგომარეობაა. ამ დონის აღწერას აზრი არ აქვს ვინაიდან აქ არ არსებობს ცნობიერება, ქრება ყველაფერი.
მოამზადა მერო მერომ