შეძახილმა ხე გაახმო
ქეთი ვაწაძე
ასტროლოგის ფოსტიდან
გამარჯობათ. მე ვარ 22 წლის. მინდა ჩემი პრობლემების შესახებ მოგიყვეთ და დახმარებას ველი თქვენგან. ჩემი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ დარწმუნებული ვარ, ბებიის წყევლამ ნაყოფი გამოიღო. მოკლედ, ბებიამ დედა დაწყევლა. მაშინ მე არც კი ვარსებობდი. ასე ვთქვათ, გეგმაშიც არ ვიყავი. დარწმუნებული ვარ მაშინ ნათქვამი, გულიდან წამოსულ ბოღმას და წყევლას მე ვიმკი. მომავლის მეშინია ძალიან. არ ვიცი ვის მივმართო და როგორ. იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ რამით. არ მინდა მეც დედასავით უბედური ვიყო…
სამწუხაროდ, ამგვარი წერილი ხშირად მოდის.. ბევრი ადამიანი გრძნობს თავს დაუცველად, არასასურველად და უბედურად ახლობელთა მხრიდან მათ მიმართ უსამართლო ან უნებლიე წყენინების, დაშვებული შეცდომების გამო და რაც უფრო ახალგაზრდაა ის, მით მეტად უჭირს ყოველივე ამასთან დამოუკიდებლად გამკლავება.
პირადი რუკის შედგენა >> სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>
სწორედ ამიტომ გამიჩნდა ამ გოგონას დახმარების სურვილი (რითიც შემიძლია) და მინდა მის (და არამარტო) გასაგონად ვთქვა: როგორი კარგი და ასტროლოგიურად ჰარმონიული ჰოროსკოპიც უნდა გქონდეთ, დარწმუნებული იყავით, თუ ამ მიმართულებით გააგრძელებთ ფიქრს, სწორედაც რომ ის წყევლა, რომლისაც ასე გეშინიათ, შესაძლოა, მართლაც ახდეს! იმდენად აკვიატებული გაქვთ ეს აზრი, იმდენად განიცდით თქვენს დაბადებამდე მომხდარ მოვლენებს, რომ მართლაც შესაძლოა თქვენი ცხოვრება ნამდვილ კოშმარს დაემსგავსოს, მაგრამ ამაში დამნაშავე ბებიის წყევლა კი არა, უკვე თქვენ თვითონ იქნებით _ რადგან გეშინიათ, დაიჯერეთ, აიკვიატეთ და……ელოდებით მას! ეს არის სწორედ წარუმატებლობების და ყველანაირი უბედურების წყარო, გამოდის, თქვენ თვითონ იწყევლით თავს, ვინაიდან გაუცნობიერებლად საკუთარ თავს გამუდმებით ცუდს უსურვებთ და სულ ცუდის მოლოდინში ხართ! სამწუხარიდ, როგორც წესი, უმეტესად, სწორედ რომ ცუდი მოლოდინები მართლდება!
და აი, რატომ: რა პროგრამასაც აძლევთ საკუთარ თავს, იმ პროგრამის მიხედვით ვვითარდებით და ვცხოვრობთ. მხოლოდ თქვენ – ყოველდღიური ფიქრებით და ემოციებით, წლების მანძილზე, ქმნით იმ რეალობას, რომლისაც ასე გეშინიათ და გაურბით. როდესაც სამყაროში გამუდმებით შიშის და ნერვიულობის იმპულსებს აგზავნით, ბუნებრივია, უკან იგივე ბრუნდება (რადგან მსგავსი, მსგავსს იზიდავს!), ანუ ბრუნდება იმდაგვარივე ცხოვრებისეული სიტუაციები, სადაც ნერვიულობის და შიშის ვიბრაციაა და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა განიცადოთ! ის, თუ როგორც დღეს ხართ არ მოგწონთ, დამიჯერეთ, თქვენი შექმნილია თქვენივე აზრებით, ემოციებით, არაპოზიტიური აზროვნებით და მოლოდინებით! სამწუხაროდ რეალიზდება ყოველთვის ის, რისიც გვჯერა! თუ გჯერათ, რომ დედათქვენის ბედს გაიზიარებთ და არაფერი სასიკეთო ცხოვრებაში არ გელოდებათ, ასეც იქნება! მაგრამ გავიწყდებათ, რომ თქვენ თქვენ ხართ და საკუთარი გზა და ბედი გაქვთ ცხოვრებაში! მე გავაკეთე თქვენი ჰოროსკოპი…და მინდა დარწმუნებით გითხრათ: არაფერი საშიში და სანერვიულო მომავალთან დაკავშირებით, არ გაქვთ!!!
მითუმეტეს, საგვარეულო წყევლა ან ამის მაგვარი…!! არ გამშვიდებთ, რომ ყოფილიყო რაიმე, აუცილებლად გეტყოდით,…არასდროს ვმალავ, რადგან ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება სასიკეთო კორექტივები შეიტანოს თავის ბედ-იღბალში. არა!!! მსგავსი არაფერია! რაც ეხება თქვენს კარმულ ვალს, მისიას: სულიერების განვითარება, ქველმოქმედება, სხვებისთვის დახმარების გაწევაა..…აუცილებლად უნდა გაერკვეთ რელიგიაში, მითუფრო მართლმადიდებლობაში (ოღონდ ფანატიზმის გარეშე), ოკულტიზმში და სხვა ეზოთერულ მეცნიერებებში. უნდა განავითაროთ ინტუიცია. თქვენ უნდა გახდეთ გამტარი მაღალი კოსმიური, უპირობო სიყვარულისა დედამიწაზე და ეს ღვთის მადლი გაუნაწილოთ ირგვლივმყოფებს! ნორმალური, უფრო მეტიც, საკმაოდ ჰარმონიული ჰოროსკოპი გაქვთ… აუცილებლად შექმნით მყარ ოჯახს (ამის კარგი მონაცემებია), წარმატება გელოდებათ გონებრივ სამუშაოსთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნება თუ ჟურნალისტიკაში, (ტელე-რადიო, პრესა) სარეკლამო სფეროში, ლინგვისტიკაში, კრიმინალისტიკაში ან სავაჭრო სფეროში ცდით ბედს. თქვენგან გამოვა კარგი ფსიქოლოგი, დილერი, ლექტორი, ორატორი, შუამავალი. ამას გარდა, ძალიან კარგი პერსპექტივები გაქვთ სახელმიფო სამსახურში.
პირადი რუკის შედგენა >> სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>
თუ ცდას არ დააკლებთ, მშვენიერ კარიერას გაიკეთებთ! დამერწმუნეთ, ყველას არ აქვს ასეთი სასიკეთო მონაცემები! ვარსკვლავების მხრივ, ყველაფერი კარგადაა და სამყარო გაძლევთ მრავალ შანსს ცხოვრების საუკეთესოდ მოსაწყობად. მთავარია, თქვენ როგორ გამოიყენებთ ამას!! რაც ეხება რაღაც უსიამოვნობებს, სტრესულ სიტუაციებს და მძიმე პერიოდებს, ვის არ აქვს? ეს ცხოვრებაა და ეს ასეც უნდა იყოს. ყველას ჩვენ-ჩვენი გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი სამყაროს მიმართ ჩვენს სულიერ მდგრადობასა და ზრდაზე. მთავარია, ჩვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, როგორ ვიქცევით?: ვნებდებით, ფარ-ხმალს ვყრით, დეპრესიაში ვვარდებით თუ პირიქით, გონივრულად ვუდგებით მორიგ სირთულეებს და საკუთარ თავს ვეკითხებით: `რისი თქმა სურს სამყაროს ჩემთვის ამ უსიამოვნებით? რას არ ვაკეთებ სწორად? რაში უნდა შევიძინო გამოცდილება, დავაგროვო ცოდნა? რა უნდა შევცვალო საკუთარ თავში? რა თვისება უნდა გამოვიმუშაო? მაინც გავუძლებ! გადავლახავ!
ეს ჩემი შანსია, გამოცდილება შევიძინო, ამიტომაც ხდება ასე .. კარგი პერიოდი უკვე იწყება და უფრო ძლიერი შევხვდები მას.. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი მხოლოდ ჩემდა სასიკეთოდ ხდება!~. როდესაც ნებისმიერ რთულ სიტუაციას ასე მიუდგებით, სულ ცოტა ხანში ნახავთ, რომ იღბალი თქვენსკენ შემოტრიალდა, აღიარა თქვენი სულიერი სიძლიერე და დაბრკოლებების გადალახვის უნარი და ცხოვრებაც ასეთ რთულ გამოცდებს, აღარ მოგიწყობთ:)) (დაიმახსოვრეთ, ყველაფერი ეს ჩვენი გამოცდილების, სულიერი ზრდისა და სრულყოფისთვის კეთდება!)
პირადი რუკის შედგენა >> სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>
თუ მიიღებთ რჩევას მე= გამიხარდება, თქვენ კი _ აუცილებლად წაგადგებათ: აპატიეთ ბებიათქვენს ყველაფერი, ოღონდ ეს მართლა, მთელი შეგნებით უნდა გააკეთოთ! თუ იცით, რომ მოძღვართან მიხვალთ და ამით თქვენს პრობლემებს გადაჭრით, მიდით, თუ არადა ეზოთერულ ლიტერატურაში არსებობს წყენისა და შიშისგან გათავისუფლების მრავალი ხერხი, ერთ-ერთი, ყველაზე მარტივი, ასეთია: როდესაც ვინმეზე ნაწყენი ხართ, (სანამ ჩაგეძინებათ, ან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს), დახუჭეთ თვალები, თქვენს პირისპირ წარმოიდგინეთ ის ადამიანი, შემდეგ ეს ადამიანი წარმოსახვაში დააპატარავეთ, ანუ წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა პატარაობისას. ნათლად დაინახეთ საყვარელი პატარა, რომელიც თქვენს წინ დგას (შესაძლოა საყვარელი ბაფთა ან მოკლე შორტიც კი ეცვას თუ ბიჭია, მოკლედ ისეთი უნდა იყოს, რომ სითბოს შეგრძნებას იწვევდეს გულში). წარმოიდგინეთ, რომ მან რაღაც დაგიშავათ (თუნდაც ის, რასაც ვერ პატიობთ და ეკალივით გაქვთ გულში) და ახლა, დამნაშავე სახით, გაბუსხული დგას თქვენს წინაშე და საწყლად გელოდებათ, როდის აპატიებთ…
დიდხანს შეძლებთ რომ ნაწყენი იყოთ ასეთ საყვარელ, ჩურჩუტა პატარაზე რომელმაც გაწყენინათ? შეძლებთ, არ აპატიოთ, არ მიეფეროთ და შერიგების ნიშნად გულში არ ჩაიკრათ? დარწმუნებული ვარ, ვერა…! როგორც კი წარმოსახვაში შერიგების და პატიების ნიშნად პატარას მოეფერებით ან გულში ჩაიკრავთ, წარმოიდგინეთ როგორ იზრდება ეს ბავშვი იმ ზრდასრულ ადამიანამდე, როგორიც ამჟამად არის… შეეცადეთ ის გრძნობა და სულიერი სითბო, რომელიც პატარას მიმართ გაგიჩნდათ, ამ გაზრდილი ადამიანის მიმართაც მიმართოთ.. პრინციპში, ეს ხომ იგივე ბავშვია, ოღონდ წლების შემდეგ, ისიც ცხოვრებაში ზოგჯერ უსამართლოდ დაჩაგრული და მრავალ ტკივილ გამოვლილი…
ყველა თავის ჯვარს ატარებს.. და ყველს თავისი სიმართლე აქვს… (თუნდაც ჩვენთვის მიუღებელი!). სასურველია, თუ ამ ვარჯიშის ბოლოს, წარმოსახვაში, გაუღიმებთ მას და საპასუხოდაც, ღიმილს მიიღებთ მისგან, შემდეგ კი შერიგების ნიშნად ერთმანეთს გადაეხვევით.. თავიდან შესაძლოა, გაგიჭირდეთ, მაგრამ აკეთეთ ეს ვარჯიში იმდენხანს, სანამ ბებიათქვენის გახსენებაზე ის წყენა და შიში არ გაგივლით! დამერწმუნეთ, ეს ვარჯიში ძალიან კარგად მუშაობს და შესაძლოა ეს თქვენზე მეტად ბებიათქვენს სჭირდება! თქვენ ამით არამარტო თქვენს სულს გაათავისუფლებთ, არამედ, ბებიათქვენისასასც!!! (რასაც ქვეცნობიერად შესაძლოა ისიც ელის და მადლიერი დარჩება ამისთვის, გარდაცვლილიც რომ იყოს). ეს ყოველივე კი სასიკეთოდ აისახება არამარტო ოჯახსშიდა დამოკიდებულებასა და კეთილდღეობაზე, არამედ, სამომავლოდ, ჯანსაღ და ბედნიერ შთამომავლობაზეც! სხვათაშორის, თუ იგივე (ან სხვა რომელიმე მეთოდს) მიმართავს დედათქვენი, მექანიკურად ისიც გაიხსნის თავის ბედს!!! სასურველია მანაც აპატიოს და მიუტევოს უსამართლო, დაუმსახურებლად ცუდი დამოკიდებულება მის მიმართ. ნებისმიერი წყევლის, მტრობის და აგრესისს განეიტრალება მხოლოდ მისი საპირისპირო ემოციებითაა შესაძლებელი!…ტყუილად კი არ არის ქრისტიანობაში მიტევების ინსტიტუტი ასე მნიშვნელოვანი! თქვენც ითხოვეთ გულში პატიება ბებიისგან მის მიმართ აგრესიისა და მასზე განაწყენებისთვის.
პირადი რუკის შედგენა >> სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>
ილოცეთ მისთვის! გაუგზავნეთ სიყვარული და სითბო! მიტევება, ოღონდ ნამდვილი, გულიდან წამოსული, მართლაც სასწაულებს ახდენს!!! რადგან უზარმაზარი სასიკეთო და დადებითი ენერგეტიკა თავისუფლდება ადამიანის ცხოვრებაში დამამძიმებელი, დამრთგუნველი, დამანგრეველი წყენის, ბოღმის, შიშის ენერგიის წაშლის შედეგად! და სწორედ ესაა წყევლის ახსნა!:))) გააკეთეთ ეს გულწრფელად! იცხოვრეთ, იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურად, რაც უნდა ხდებოდეს ირგვლივ! ითხოვეთ პატიება და მიუტევეთ სხვებს შეცდომები (მათ დასანახად თუ არა, თუნდაც თქვენთვის, გულში), ნურც აწყენინებთ და ნურც დააგროვებთ წყენას, ცუდ მოგონებებს. წარსული- წარსულში დატოვეთ და მოემზადეთ ცხოვრებაში დიდი სიხარულის მისაღებად!
ხომ გაგიგიათ, `შეძახილმა ხე გაახმოო?~ ტყუილად არ გვაქვს ქართველებს ეს გამოთქმა. ამიტომაც.. სიკეთე, სიხარული, ბედნიერება შეუძახეთ საკუთარ თავს და გაუზიარეთ სხვებს! ერთ მშვენიერ დღესაც (შესაძლოა იმაზე მცირე დრო დაგჭირდეთ, ვიდრე თქვენ გგონიათ, შესაძლოა 1-2 კვირაც), ბებიათქვენის გახსენებაზე არანაირი უარყოფითი ემოცია და მოგონებები აღარ გექნებათ! გათავისუფლებას და უდიდეს სულიერ სიმშვიდეს იგრძნობთ. და ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ თქვენ _ გაიმარჯვეთ!
წარმატებები:)
p.s. თქვენი ჰოროსკოპის დეტალური გაშიფრვა შესაძლებელი იქნება `პირადი ჰოროსკოპი~-ს კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, რასაც გისურვებთ. ამ ეტაპზე კი ჩაატარეთ ეს უმნიშვნელოვანესი სამუშაო საკუთარ თავში. დარწმუნებული ვარ, იმდენი სასიკეთო ცვლილება მოხდება ეტაპობრივად თქვენს ცხოვრებაში, რომ აღარც გექნებათ საჭიროება და სურვილი ასტროლოგთან პირად შეხვედრაზე მოხვედრისა.:))
პირადი რუკის შედგენა >> სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>
3 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ეს ბებიის წყევლა რაღაც ახალია, მორიგი "ზღაპარი" შეთხზეს ეტყობა 🙂 ეგ არ ვიცი, მაგრამ წყევლა წყევლაა და ვისაც საჭიროა, ეწევა კიდეც…
გამარჯობათ
მომეწონა თქვენი პოსტი მეც ასე ვფიქრობ ზუსტად ეგ კონკურსი სად ტარდება შეგიძლიათ დაგვვილინკოთ ზუსტად??
მომწონს ეს გვერდი, საინტერესო სტატიებია.