შენი ბიჭის სტიქიაა?..
მამაკაცის მოხიბვლა გადაწყვიტეთ?! მაშინ მის ტემპერამენტსა და ცხოვრებისეულ პრინციპებში უნდა გაერკვიოთ. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე იმაზე, თუ რომელ სტიქიას განეკუთვნება მისი ზოდიაქოს ნიშანი. მაშ ასე:
ცეცხლი
ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებიან ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნები, ესენი იმპულსური ადამიანები არიან, რომლებიც უფრო ემოციებით ცხოვრობენ, ვიდრე გონებით.
მათ გულებში სიყვარულის კოცონი რომ დაანთოთ, ხშირად ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია. ისინი ისე მოიხიბლებიან ღრმა და დახვეწილი დეკოლტეთი, “შემთხვევით” ნასროლი, არაფრის მთქმელი გამოხედვით, ან სულაც თეთრ ცეკვაზე მიპატიჟებით, როგორც არც ერთი სხვა სტიქიის წარმომადგენელი. ისინი სავსებით ნორმალურად აღიქვამენ ნაცნობობას, რომელიც ოფიციალური პროცედურებისა და წინასიტყვაობის გარეშე შედგება. თუ მათი გაცნობა მოისურვეთ, საკმარისია უბრალოდ მიხვიდეთ და გაეცნოთ. არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ შუაღამისას დაურეკავთ და რაიმე წვეულებაზე დაპატიჟებთ ამ სტიქიის წარმომადგენელს – იგი დიდი სიამოვნებით მიიღებს მოწვევას.
სამაგიეროდ, თუ თქვენს შეხვედრებს მიუძღვნით წიგნების გარჩევას, ან გამოფენებს – იგი აუცილებლად მოიწყენს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც “ექშენის” ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას. მათ ცხოვრებაში გამუდმებით რაღაც უნდა ხდებოდეს, სულ მოქმედებაში უნდა იყვნენ. ამიტომ, მათთან ურთიერთობისას, სასურველია რაც შეიძლება მეტი მოვლენა ხდებოდეს. ყველა დანარჩენი აუცილებლად იქნება.
ჰაერი
ჰაერის სტიქიას განეკუთვნებიან – ტყუპები, სასწორი და მერწყული. თავისი საქციელით ისინი ერთი შეხედვით ცეცხლის სტიქიას მოგაგონებენ, მაგრამ ეს მცდარი შთაბეჭდილებაა.
იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანებიც საკმაოდ იმპულსურები და მოძრავნი არიან, მათი მოქმედება უფრო ხშირად გონებიდან მოდის და არა ემოციისაგან. მათ ვერ მიიტყუებთ სხვადასხვა სახის მინიშნებებითა და “პროვოკაციებით”, თუმცაღა, არც მათი მოხიბვლა წრმოადგენს დიდ სიძნელეებს.
საკმარისია მხოლოდ მათ კომპანიაში აღმოჩნდეთ და დაელოდოთ, თუ როდის დაგელაპარაკებიან ისინი. ხოლო ეს კი აუცილებლად მოხდება, რადგან მათი ურთიერთობების გაბმის სურვილი ყოველგვარ საზღვარს სცილდება: ერთ–ორ სიტყვას მაინც ეტყვიან თუნდაც ნაკლებად ნაცნობ ადამიანს, რომელიც მათ გვერდით აღმოჩნდება. შემდეგ კი საჭიროა გამოეკიდოთ მის ნათქვამს და…მორჩა – თქვენ უკვე მისი ყურადღების ობიექტი ხართ.
საუბრისას სასურველია გაიგოთ მათი მისწრაფებებისა და საქმიანობის სფეროს შესახებ. თუ შეძლებთ, რაც შეიძლება მეტხანს ელაპარაკოთ მას ამ თემებზე, ან, უფრო უკეთესი, შეუერთდეთ მათ საქმიანობას, დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა, რადგან ამ ადამიანებს “მსგავსი ინტერესების” გამო უყვართ.
ხოლო თუ არ შეგიძლიათ ჩაუღრმავდეთ იმას, რაც მათ აინტერესებთ, სცადეთ დააინტერესოთ სხვა რამით. შესაძლოა, თვითონ დაინტერესდეს თქვენი მისწრაფებებით და მაშინ, ყველაფერი გამოგივათ. მაგრამ თუ არა…
ნუ იდარდებთ, რაში გჭირდებათ ადამიანი, რომლისთვისაც ნებისმიერი, ვისთანაც მას საერთო ინტერესები არ გააჩნია, მეორე პლანზე გადადის საყვარელი კომპიუტერის, სამსახურის, ან თუნდაც ტელევიზორის შემდეგ?
მიწა
“მიწიერები” არიან ადამიანები, რომლებიც განეკუთვნებიან კუროს, ქალწულისა და თხის რქის ნიშნებს. ესენი სწორედ ის მამაკაცები არიან, რომელთა გულებისაკენ გზა კუჭზე გადის…
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უგულო არსებები არიან, რომელთაც ვერ ააღელვებდეს ლამაზი ქალი. ისინი ყოველთვის გამოარჩევენ ქალს ბრბოში, რომელსაც განსაკუთრებული შარმი აქვს.
ხოლო თუ ქალი ძალიან მოეწონებათ, შეუძლიათ უბრალოდ მივიდნენ მასთან და საბოლოო ჯამში მასთან ერთად გაატარონ ორი სითბოთი სავსე საღამო, რომლის დროსაც ისინი გალანტურობისა და დახვეწილობის ეტალონები იქნებიან. სწორეს ამას შეყავს შეცდომაში ქალები! ქალისაგან ისინი არ ელოდებიან ასეთივე მანერებს და თავადაც მხოლოდ ზრდილობის გამო იქცევიან ასე. სინამდვილეში ეს მამაკაცები ყველაზე უფრო ბუნებრიობასა და უბრალოებას აფასებენ. ამ ტიპის მამაკაცებს შოკში ვერ ჩააგდებთ იმით, თუ თქვენს სახლში პირველად მოპატიჟებისას ხალათით დახვდებით.
მან ეს შეიძლება მინიშნებადაც კი არ ჩათვალოს, არამედ თქვენს პრაქტიკულობას მიაწეროს (“გამოსასვლელ” სამოსს სახლში რომ არ იცმევთ). ხოლო სახლში კი აუცილებლად უნდა დაპატიჟოთ: მან შეიძლება დააფასოს თქვენი ტალანტები, მომხიბვლელობა, გონებამახვილობა…
მაგრამ სანამ თქვენს სახლში არ მოვა და თქვენს ნახელავს გემოს არ გაუსინჯავს, სერიოზულად ვერაფრით აღგიქვავთ. ხოლო თუ ერთხელ სტუმრობის შემდეგ იგი ისევ მოვა და მოვა, ეს ნიშნავს, რომ იგი თითქმის თქვენია.
შემდგომში მხოლოდ მოთმინებაა საჭირო, ცოტაოდენი ძალდატანება და ნათელი მიზანი. ასეთი მამაკაცები თავისი ურთიერთობების გამყარებას ქალთან იოლად ვერ წყვეტენ. საჭიროა მათი რბილი, მაგრამ მიზანმიმართული “დაყოლიება”.
სამაგიეროდ, თუ ყველაფერი გამოგივათ, შეგიძლიათ იმედი იქონიოთ, რომ ეს ურთიერთობა ძალიან ხანგრძლივი იქნება.
წყალი
წყლის სტიქიას წარმოადგენენ – კირჩხიბი, მორიელი და თევზები. თავისი ურთიერთობების მანერით ისინი “მიწის” სტიქიას მოგაგონებენ და ძალით არავის “აეკიდებიან”. მაგრამ ამის უკან სულ სხვა ხასიათის თვისებები იმალება.
ეს ადამიანები ლამაზი სიტყვებით მხოლოდ თავაზიანობის გამო არ საუბრობენ. ეს მათვის აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობების მანერაა იმიტომ, რომ ისინი სულით – დიდი რომანტიკოსები არიან. ხოლო გადამწყვეტ ნაბიჯს პირად ფრონტზე მხოლოდ იმის გამო არ დგამენ, რომ შემთხვევით იმედგაცრუებას არ შეეჯახონ, რომელბიც მათ ცხოვრებაში არც ისე ცოტაა.
მათი მოხიბვლა სხვებზე უფრო იოლია: საკმარისია მათ მიმართ ცოტაოდენი ინტერესი გამოავლინოთ, დაინტერესდეთ მათი საქმეებით, მოისმინოთ ის, რისი მოყოლაც უნდათ და ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია. ისინი დიდი მადლიერების გრძნობას განიცდიან მათ მიმართ, ვისთვისაც თვითონ არ არიან სულერთნი, რადგან ხშირად თავს ეულად გრძნობენ მეგობრულ კომპანიაშიც კი. მათზე ძალიან მოქმედებს ყოველგვარი ნახევრად ნათქვამი აზრი, მინიშნება და ორაზროვანი ჟესტები.
მათ თვალში იდუმალება ქალს განსაკუთრებულ შარმს მატებს. სიხარულით შეხვდებიან კლუბის, საკონცერტო დარბაზის, სამხატვრო გალერეის მონახულებას ან ქალქგარეთ, ბუნებაში გასვლის იდეას. ეს მათი სტიქიაა. მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი მათთან ურთიერთობისას – ეს არის პატიოსნება და ნამდვილი გრძნობა.
თუ ეს ორი რამ არსებობს, ყველა დანარჩენზე შეუძლიათ უბრალოდ თვალი დახუჭონ და ხელი ჩაიქნიონ.