ასტროლოგიური მაღაზია

შევიცნოთ ქალწული ლინდა გუდმანის მიხედვით

ლინდა გუდმანიდაბადებული აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში, თავად არ გვევლინება ქალწულობის გარანტიად. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი მარტოხელაა, საბოლოოდ ისინიც ქორწინდებიან, თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენს წუთიერი ვნების შედეგს. ის ბრწყინვალედ ართმევს თავს ოჯახურ ვალდებულებებს და საკუთარი ოჯახისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა. მისი სხვა ნიშნებისგან გამორჩევა მარტივია, რადგან ის არადემონსტრაციული, არახმაურიანი, არამჭერმეტყველი და რაღაცით გამორჩეულია. სასიამოვნო, ინტელიგენტი ახალგაზრდა, იღლიაში წიგნამოჩრილი, ანალიტიკური აზროვნებით და ნებისმიერი წვრილმანის შემჩნევის უნარით დაჯილდოვებული ვინ უნდა იყოს, თუ არა ქალწული? წყნარი, სასიამოვნო გამოხედვით, გაჩერებაზე ავტობუსის მშვიდად მომლოდინე, ასევე 100%-ით ქალწულია. ის, ავტობუსში ასული, არ სთხოვს მძღოლს ფულის გადახურდავებას, რადგან მის საფულეში ყოველთვის მოიძებნება საჭირო ხურდა, მგზავრობის საფასურის გადასახდელად. თქვენ ვერ შეხვდებით მათ მეგობრულ წვეულებებზე, ბარში ან უბრალოდ, უსაქმურს, გაცილებით ხშირად შეიძლება მათი ნახვა ბიბლიოთეკაში, გვიანობამდე, ან სახლში-საწერ მაგიდასთან. საზოგადოებაში ის თავს მოხერხებულად არ გრძნობს, რადგან ნატურით მარტოსულია. მაგრამ როდესაც მას უწევს საზოგადო ვალდებულებების შესრულება, ის ამას ენთუზიაზმის გარეშე აკეთებს. მას ეჩვენება, რომ წვეულებები და კოქტეილები-დროის ფუჭი ხარჯვაა. ის არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომელიც ოცნების კოშკებს აგებს, დღე ის, როგორც წესი, ძალიან დაკავებულია, ამიტომ, ღამით მას ძალა არ ჰყოფნის სისულეებისთვის. მას, ძირითადად, გამხდარი, კარგი აგებულების სხეული და დიდრონი ჭკვიანი, ნათელი თვალები აქვს. მისი თვალები იმდენად სუფთაა, რომ მასში თქვენ საკუთარი გამოსახულების ნახვაც კი შეგიძლიათ. მის სახის გამომეტყველებაზე სიმშვიდე და წონასწორობა იკითხება. მისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო როგორ გამოიყურება რეალში, არამედ-სურათზეც. და თუ თქვენ მას სულ ცოტა ხნით მაინც დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ის ხშირად იყურება სარკეში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ჰგონია, რომ არავინ უყურებს. მას არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს და სხვებისთვის მისი ჩაცმულობა, შესაძლოა, ზედმეტად კონსერვატიულიც კი იყოს. საშუალო სიმაღლისაა და ფიზიკურად გაცილებით ამტანია, ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს. მას ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე მეტად შესწევს უნარი აიტანოს გონებრივი დატვირთვა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, სიფრთხილე მართებს ნერვული შეტევის მიმართ. ის სანდოა. თუმცა, თუ მას სადმე წასვლა, ან რამის კეთება არ სურს, თავისუფლად შეუძლია, თავი შეუძლოდ მოგაჩვენოთ. მისი ეს თვისება ხაზს მისსავე არტისტულობას უსვამს. მომთხოვნია ყველასა და ყველაფრის მიმართ. უფრთხილდება ჯანმრთელობას და ვერ იტანს ავადმყოფობას. მისი გონება იმდენად რეალისტია, რომ ილუზიებს შეყვარებულიც კი არ ჰყვება. არ უყურებს სამყაროს ვარდისფერი სათვალიდან და მკვეთრად აღიქვამს როგორც საყვარელი ადამიანის, ისე მისი მისდამი დამოკიდებულების დადებით და უარყოფით მხარეებს. ქალწულის ყველაზე ნათელ მაგალითს სოფი ლორენი წარმოადგენს. მართალია, ის არ განეკუთნება რომანტიკოსების რიცხვს, თუმცა გარეგნულად ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს, ეს-ესაა ციდან დედამიწაზე დაეშვა. სავსეა დახმარების აღმოჩენის სურვილით და სწორედ ამიტომ, ხშირად სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. მის სახლში ყოველთვის მოიპოვება მედიკამენტებით სავსე სამედიცინო ყუთი და ასევე, ზედმიწევნით იცის თითოეული მათგანის შემადგენლობა და მიღების წესი. იმდენად მეწვრილმანეა, რომ შეუძლია, ყურადღება სრულიად უსარგებლო მოვლენებზეც კი გაამახვილოს. თუ გეჩვენებათ, რომ ეს-ესაა აფეთქდებით დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, თავისუფლად შეგიძლიათ დახმარება ქალწულს სთხოვოთ და ის უმალვე თავით გადაეშვება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებლად გამოგიყვანთ შექმნილი სიტუაციიდან. ის, ვერ იტანს რა ქაოსს, ყველგან წესრიგის დამყარებას ცდილობს. ეს თვისება მას თანდაყოლილად აქვს. სტუმრად მყოფიც კი სიამოვნებით უწევს დახმარებას მასპინძელს ჭურჭლის დარეცხვაში. სასწორის მსგავსად, ის არასდროს აღიარებს მის ამა თუ იმ თვისებას, თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებენ. გექმნება შთაბეჭდილება, რომ, თითქოს, ის საკუთარ უარყოფით თვისებებს ვერ ამჩნევს. სინამდვილეში კი ეს ასე არაა. აბა სცადეთ უთხრათ მას, რომ ის ზედმეტად კრიტიკულია, ზედმეტად უფრთხილდება მის ჯანმრთელობას, კვების რეჟიმს ან რამე მსგავსი, ეგრევე საშინელი პროტესტის მსხვერპლი გახდებით. ეს რა თქვით? თქვენ ხომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, თუ რაა კრიტიკულობა და მსგავსი. ზოგჯერ მას უბრალოდ არ შეუძლია მშვიდად იჯდეს ერთ ადგილას, გარკვეული დროის შემდეგ ის აუცილებლად დაიწყებს ოთახში ბოლთის ცემას, სკამების გადაადგილებას, რომ შექმნას საქმიანი ადამიანის იმიჯი. თუმცა მისი ნერვული აშლილობა გარეგნულად ძნელი შესამჩნევია. ქალწულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ მერკურის გარდა მფარველობდეს პლანეტა-უხილავი ვულკანი. როგორც კი ეს უკანასკნელი მიწას ხილვადი დისტანციით მიუახლოვდება, ამ ნიშნის წარმომადგენლებს მერკურით განსაზღვრული გარკვეული მახასიათებლები უქრებათ და მათთვის დამახასიათებელი გამბედაობა და თვითდარწმუნებულობა ხდება. ვულკანი, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, „კოჭლი ღმერთია“, სწორედ ამიტომაც ქალწულებისთვის სიარულის განსაკუთრებული მანერაა დამახასიათებელი. მას არ სურს ვალდებული იყოს ვინმეს წინაშე. არ უყვარს თავისუფლება (განსაკუთრებით, ფინანსური თვალსაზრისით), მაგრამ თუ ის დარწმუნებულია საკუთარ ფინანსურ დამოუკიდებლობაში, თავს სახსრების თავისუფლად განკარგვის უფლებას აძლევს, თუმცა, ყოველგვარი ექსტრავაგანტურობის გარეშე, მხოლოდ აუცილებელ რამეებზე. ის პუნქტუალურია. იცის დროის მენეჯმენტის ფასი. ძნელია გაიგო, რატომ თვლიან მას ეგოისტად. ის ხომ დიდი სიამოვნებით ეხმარება სხვებს. უყვარს სხვისთვის შენიშვნის მიცემა, მაგრამ თავად-ვერ იტანს მათ. ასევე უყვარს დაუცველი არსებები (კნუტები, ჩიტები), ყურადღებიანობა, სიმართლე, პუნქტუალურობა და გამორჩევა. ვერ იტანს სენტიმენტალურობას, სიბინძურეს, ცხოველურ ვნებებს. განეკუთვნება იმ ადამიანების რიცხვს, რომელიც საკუთარ ბედს საკუთარი ხელებით ქმნის. საყვარელი ფერი: ნაცრისფერი, ბეჟი, მუქი ლურჯი, მწვანისა და მოხარშული თეთრის (ალბათ, რძისფერი) ნებისმიერი კომბინაცია. ცნობილი ქალწულები: ინგრიდ ბერმანი, თეოდორ დრაიზერი, ელიზაბეტ პირველი, მორის შევალიე, გრეტა გარბო, ვოლფგანგ გოეთე, სოფი ლორენი, ფრედერიკ ეშტონი, თეოფილ გოტიე და სხვები. ლინდა გუდმანი მოამზადა ქრისტი ბენდელიანმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები