ასტროლოგიური მაღაზია

შევიცნოთ სასწორი ლინდა გუდმანის მიხედვით

ლინდა გუდმანივერ იტანს უხეშობას. უყვარს ადამიანები, მაგრამ არა-ხალხმრავლობა. როგორც მშვიდობის მტრედი, ის, სიტუაციის განსამუხტად, მიმართავს მედიაციას. მას გააჩნია დარწმუნების შესანიშნავი უნარი. ის სასიამოვნოდ საურთიერთობო ადამიანია, მაგრამ იმავდროულად შესწევს უნარი იყოს პირქუში. არ ცნობს არავის ბრძანებებს. ზოგადად, ჭკვიანი, მაგრამ ამავდროულად ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილო ნატურაა. ის შესანიშნავი მსმენელია. მოუსვენარია, მაგრამ არასდროს არაფრის მიმართ არ ჩქარდება. ადამიანების უმრავლესობა ამბობს, რომ სასწორი საყვარელი, ლამაზი, ტკბილი და ნათელია, მაგრამ … ის ფაქტი, რომ მისი ნიშნის სიმბოლო ოქროს სასწორითაა გამოსახული, რომელიც თავის მხრივ სამართლიანობას განასახიერებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი ყოველთვის იდეალურად გაწონასწორებულია. რადგან, რამდენადაც სასწორის ერთი მე მშვიდი, გაწონასწორებული, გრაციოზული და მომხიბვლელია, მისი მეორე მე შესაძლოა მომაბეზრებელი, ჩხუბისთავი, ჯიუტი, მოუსვენარი, დეპრესიული და თავგზააბნეული იყოს. მერყევია და სწორედ აზრთა აწონ-დაწონვის შედეგად აღწევს იდეალურ ბალანსს. თუმცა, ბალანსის მიღწევამდე მისი გაგება რთულია. ჰაეროვანია. სასიამოვნო გამომეტყველებისაა, მაშინაც კი როცა ბრაზობს, ცდილობს, მშვიდად გამოიყურებოდეს, ან უკიდურეს შემთხვევაში-ნეიტრალურობა შეინარჩუნოს. ის ხმის ტემბრს არასდროს უწევს. ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შესწევს უნარი თქვას: „ვერ გიტან და გადაწყვეტილი მაქვს მუშტი ცხვირში გიწილადო!“ ისე, თითქოს ამ სიტყვების მიღმა გულისხმობს: “როგორ მიყვარხარ!“ ტიპიური სასწორის სახე ტკბილეულის ყუთს, შაქარლამას, კარამელის ან ხილის ნაყინს ჰგავს. როგორც ვენერას შვილს, ამ ნიშნის ადამიანს თან სდევს გარეგნული მომხიბვლელობა. თუნდაც შეუხედავი იყოს, ყოველთვის ახერხებს საზოგადოების აღფრთოვანებას შარმის წყალობით. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ლამაზი, ვინც კი ქვეყნად დადის, აუცილებლად სასწორია. ყველა სასწორს თეთრი და ნაზი ღრუბლის მსგავსი ღიმილი აქვს. მის ღიმილს შესწევს უნარი 20 ნაბიჯის მოშორებით არსებული შოკოლადიც კი გაალღოს. გაწონასწორებული სასწორი ადამიანია ანგელოზის თვისებებით. სინაზე და ჭკუა მისი მთავარი ღირსებაა. ისწრაფვის ჰარმონიისკენ და არასდროს არ ცდილობს ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას. გადაღლილობის დროს მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა და გარემოა, სადაც თავს დაცულად გრძნობს. სწორედ ასეთი გარემო ეხმარება მას გადალახოს არსებული პრობლემა და აღიდგინოს შინაგანი წონასწორობა. ის არგუმენტირებულად აზროვნებს, მასში გამძაფრებულია სამართლიანობის განცდა და სასტიკი წინააღმდეგია კაპიტულაციის. გააჩნია ფილოსოფიური ლოგიკა და ახასიათებს გადაუწყვეტელობა. საკითხის ყველა მხრიდან შესწავლის, ნერვების კონტროლისა და მიზნის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე მას შესწევს უნარი მოიგოს ნებისმიერი ბრძოლა, მის დასრულებამდეც კი. ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია. მისი მოქმედების კრედოა: მე თუ ამას მოვიმოქმედებ, შედეგად ესა და ეს მოჰყვება, თუმცა, თუ საკითხს მეორე მხრიდან შევხედავთ (ეს უკანასკნელი მისი საყვარელი ფრაზაა), მე რომ ეს მოვიმოქმედო, შესაძლოა მას ეს და ეს მოჰყვეს შედეგად. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებამდე, საქანელასავით ირწევა და დამკვირვებლისთვის გამაღიზიანებელია მისი აზროვნება, „რატომ“, „რისთვის“ და ღირს თუ არა“ პრინციპით. ვერ იტანს, როცა გადაწყვეტილების მიღებას აჩქარებენ, სანამ ის თავად არ გადაწყვეტს, თუ რაა მოცემულ მომენტში ყველაზე მისაღები. თუმცა, ის არასდროს აღიარებს მის ამ თვისებას და ყოველთვის უარყოფს სხვების მოსაზრებას, თითქოს გადაუწვეტელი ადამიანი იყოს. ის, როგორც წესი, სანდო პარტნიორია. მას გააჩნია ფანტასტიური უნარი მოახდინოს გონების კონცენტრაცია ამა თუ იმ საკითხზე და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც წესი, უშეცდომოა. უყვარს ჰარმონიული მუსიკა, სილამაზე, პოეზია, სიტყვების მართებულად გამოყენება, როგორც წერისას, ისე ვერბალურად. მას შემოქმედებითი სული აქვს და იზიდავს საინტერესო საუბრები. ცნობილი სასწორები: ბრიჯიტ ბარდო, ჩარლ ბრაუნი, მაჰატმა განდი, დებორა კერი, ჯონ ლენონი, მიკი მარჩელო, ნიცშე, ოსკარ ვაილდი, თომას ვულფი და სხვები. ლინდა გუდმანი მოამზადა ქრისტი ბენდელიანმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Lela Samushia says:

    -))) ბევრი რამ დაემთხვა…

  2. ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შესწევს უნარი თქვას: „ვერ გიტან და გადაწყვეტილი მაქვს მუშტი ცხვირში გიწილადო!“ ისე, თითქოს ამ სიტყვების მიღმა გულისხმობს: “როგორ მიყვარხარ!“ ტიპიური სასწორის სახე ტკბილეულის ყუთს, შაქარლამას, კარამელის ან ხილის ნაყინს ჰგავს. ( 😀 😀 es yvelaze metad momecona )

  3. მის ღიმილს შესწევს უნარი 20 ნაბიჯის მოშორებით არსებული შოკოლადიც კი გაალღოს 😀

  4. Ia Poladashvili says:

    Lol 😀

  5. Salo Birkaia says:

    Diax! :))))

  6. titqos didixania micnobs linda ise zustad damaxasiata 🙂

  7. mec iseti shegrzneba mqonda tiqtos chemi didi xnis axlobeli adamiani maxasiatebdma :))) mgoni uketesadac ki gamouvida 😀