ასტროლოგიური მაღაზია

შევიცნოთ მშვილდოსანი ლინდა გუდმანის მიხედვით

ლინდა გუდმანიარაფერია ამაზე მარტივი, თქვენ აღმოაჩენთ მას ნებისმიერ წვეულებაზე, ყველაზე ხმაურიან გარემოში. ის გართული იქნება სასაცილო ისტორიების მოყოლით, მის ირგვილ არსებული საზოგადოება კი გამაყრუებლად იცინებს. შეგნიშნავთ რა, მომენტალურად დატოვებს საზოგადოებას, მოგიახლოვდებათ და მტკიცედ დაგარტყამთ მხარზე ხელს და იქვე დასძენს: „ყოჩაღ, ამ ასაკში და ასე კარგად გამოიყურები!” თქვენ, რა თქმა უნდა, არ აღფრთოვანდებით მისი მსგავსი მოქმედებით, უფრო მეტიც-განაწყენდებით. შემდეგ შეხვედრაზე ეცდებით არ შენიშნოთ ის და ეს, რა თმა უნდა, მას გააოცებს. რა დაგემართათ, ნუთუ გაუნაწყენდით?! მას ხომ არაფერი უთქვამს გასანაწყენებელი, პირიქით, ქათინაურით შეგამკოთ. როგორც არ უნდა არასასიამოვნო იყოს თქვენთვის, მოგიწევთ აღიაროთ, რომ ის სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებს. მას ხომ სულაც არ ჰქონდა მიზნად განზრახული თქვენი განაწყენება და გულითადად გამოთქვამს მწუხარებას, თუ ასე მოხდა. ასეთია მშვილდოსანი: გონებამახვილი, საზრიანი, მხიარული და სამართლიანი. ერთადერთი თვისება, რომელიც მას არ გააჩნია-ტაქტია. თუმცა, თავად დარწმუნებულია, რომ დოპლომატია. მშვილდოსანს, როგორც წესი, დიდი ზომისა და კარგი ფორმის თავი, ასევე მაღალი, ფართე შუბლი აქვს. სახის ნაკვთები-გახსნილი და მეგობრული, მოქმედება-სწრაფი, რომელიც მოკლებულია გრაციოზულობას. საუბრობს ხელებით, იმდენად მიზანდასახული მოძრაობის სტილი აქვს, თითქოს არ ეხება დედამიწას. მსგავსი მკვეთრი მოძრაობის შედეგად, მას შესაძლოა პორტფელიდან საქმიანი ქაღალდები გადმოუცვივდეს, წამში დაიხრება და მათ აკრეფას დაიწყებს; ეს სურათი, მისთვის დამახასიათებელი რეალობაა. თვალები-ნათელი, ცოცხალი და ეშმაკური. მათი ერთი ნახევარი მაღალი და ათლეტური გარეგნობისაა, ხოლო მეორე ნახევარი-საშუალოზე დაბალი და მკვრივი გარეგნობის. პირველი კატეგორია რაღაცით ჯიშიან ცხენებს ჰგავს, ბავშვობასა და მოზრდილობაში მათ შუბლს დაუმორჩილებელი თმის წყება ფარავს, რომელიც ცხენის ,,ჩოლკას,, წააგავს. მოგვიანებით, უკვე გაზრდილს, მელოტს, ჩვევად აქვს თავის უკან გადაგდება, თითქოს თმების უკან გადაგდება სურს, ან ხელის გაურკვეველი მოქმედებით ცდილობს არარსებული თმების მოწესრიგებას. ის ძალიან მოძრავი და მოუსვენარია. მას არ შეუძლია დიდი ხნით ერთ ადგილას ჯდომა, ან დგომა. ის ყოველთვის გადარბენაზეა. გიჟდება ცხოველებზე, ამიტომ საკმაოდ ხშირად შენიშნავთ მას ცხენზე მოჯირითეს, ან ძაღლთან ერთად მოსეირნეს. იუპიტერის მფარველობის ქვეშ მყოფს ახასიათებს გასაოცარი გამბედაობა, ტიპიურ მშვილდოსანს იზიდავს რისკიანი პროფესიები და თუ მის მიერ არჩეული პროფესია არ შეიცავს რისკს, ის ირჩევს სახიფათო ჰობს, ან სპორტის სახეობას. გიჟდება სისწრაფეზე, თავპირისმტვრევით დაჰყავს ავტომობილი და აღმერთებს თვითმფრინავს. შესაბამისად, მრავალი პილოტი სწორედ ამ ნიშნის ქვეშაა დაბადებული. მას იზიდავს საკუთარი ბედის გამოცდა და სიკვდილთან თამაში. ძალიან ყბედია. ამბობს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება და მსგავსი დაუფიქრებელი საუბარი მას ხშირად ძვირად უჯდება. მიუხედავად იმისა, რომ მან შესაძლოა მისი ნათქვამით გაგანაწყენათ, მასზე დიდი ხნით გულის მოსვლა შეუძლებელია, რადგან სიმართლე მხოლოდ იმისთვის გითხრათ, რომ გულით სურდა თქვენი დახმარება და არა თქვენს გასაბრაზებლად. მათ აზრს ყური უნდა დაუგდოთ, მათში ხომ სიყალბის მარცვალიც კი არ არის. ის მხიარული სულის პატრონია. მაგრამ, როგორც ცეცხლის ნიშნის წარმომადგენელს, შეუძლია მოულოდნელად აფეთქდეს, თუ ვინმემ მის მიმართ ფამილიარობა გამოამჟღავნა. მასში ასევე ჩადებულია მმართველი ძალის მიმართ აგდებული დამოკიდებულება და სურვილი-გაილაშქროს არსებული წესების წინააღმდეგ. მშვილდოსანი არასდროს ჩაგივლით „სულერთია” გამომეტყველებით, თუ თქვენ მის დახმარების ხელს საჭიროებთ. ნებისმიერი ფორმით უსამართლოდ დადანაშაულება მასში განრისხებას იწვევს. მთავარი უბედურება იმაშია, რომ მშვილდოსანი ჯერ საუბრობს, ხოლო შემდეგ ფიქრობს ჩადენილ საქციელზე. ის ხშირად მთელს არსებას უძღვნის საქმეს, იქნება ეს რელიგია (რომლის მიმართ ამ ნიშნის უმრავლესობა უსაზღვრო მიდრეკილებას ამჟღავნებს), თუ უბრალოდ მასხარაობა. მას უყვარს ცხოვრებისეული ცვლილებები. სწორედ აქიდან მომდინარეობს მისი მიდრეკილება მოგზაურობისა და ხეტიალის მიმართ. ნებისმიერი მშვილდოსნის, განურჩევლად სქესისა, ხასიათში არის რაღაც ბავშვური-გულუბრყვილო, მხიარული, გამბედავი და ოპტიმისტი. ის მტკიცედ არ აღიარებს, რომ ცხოვრება სერიოზული რამაა, და თუ მაინც იღებს ამის დამადასტურებელ ფაქტებს-ძალიან რისხდება. იუპიტერის მფარველობის ქვეშ მყოფი, ეწინააღმდეგება ყველაფერს არსებულსა და დადგენილს, როგორც მოსაწყენს მისთვის. თუ ზერელე დამოკიდებულებით არ დაღუპავს მის ჯანმრთელობას, მას გააჩნია პოტენციალი იცოცხლოს ღრმა სიბერემდე, გააჩნდეს ჯანსაღი აზროვნების უნარი და მტკიცე მეხსიერება. ყველაზე ხშირად ფიქსირდება ბარძაყის, ფილტვების, ღვიძლის, ხელების, მხრებისა და ნაწლავების დაზიანებები. ხშირად ხვდება ავაარის მსხვერპლი. მაგრამ მას ვერასგზით ვერ აიძულებ დიდი ხნით იწვეს საავადმყოფოში, ის გასაოცრად სწრაფად ახერხებს გამოჯანმრთელებას. უჟმური ხასიათი კი ჯერ კიდევ მანამდე უქარწყლდება, სანამ მისი ზემოქმედების მსხვერპლი გახდება. ნატურით მოთამაშეა. ლას ვეგასი და მონტე კარლო მისი უსაყვარლესი ქალაქებია. სიყვარულში – რომანტიკოსია, მაგრამ არა მტკიცედ ერთგული. მისი უარყოფითი თვისებებია: ფეთქებადი ხასიათი, ექსცენტრიულობა, გესლიანი სარკაზმი, საუბრის სიყვარული და საჭმლისა და სასმელის მიმართ მიდრეკილება. მშვილდოსანი საოცრად სულგრძელია, თუკი ფულს გასესხებთ, არასდროს მოგთხოვთ უკან და მშვიდად დაელოდება, როდის გადაწყვეტთ მის დაბრუნებას. ქალი მშვილდოსანი კი სიამოვნებით იშვილებს ობოლს და არასდროს გააგდებს სახლიდან უპატრონო კატას, ან ძაღლს. ისინი გამოირჩევიან ფენომენალური მეხსიერებით. მათ შესწევთ უნარი დეტალებში მოგიყვეთ დღის მანძილზე, 10, თუ 20 წლის წინ მომხდარი ამბები. ზედმიწევნით ახსოვთ უწვრილმანესი ფაქტები წიგნებიდან, თუ ფილმებიდან, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობაში კითხულობდნენ/უყურებდნენ. ვერ იტანს ტყუილს და თუ მას ამის კეთება უწევს-ზედვე ეტყობა. კეთილშობილი, გაბედული იდეალისტი-მშვილდოსანი მხიარულია ისევე, როგორც მისი საყვარელი დღესასწაული-შობა. მისთვის იღბლიანი ქვაა-ფირუზი. გულისხმიერი მშვილდოსანი აღმართავს მის მშვილდს ზეცისკენ, ხოლო ისარი მიფრინავს იქით, სადაც ოცნებები იბადება. ცნობილი მშვილდოსნები: ალისია ალონსო, ჯონ მილტონი, უინსტონ ჩერჩილი, ლუდვიგ ვან ბეთხოვენი, ჯონ ოსბორნი, უოლტ დისნეი, ჟეინ ოსტინი, მარია კალასი, ფრენკ სინატრა, მარკ ტვენი და სხვები. მოამზადა კრისტი ბენდელიანმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი