ასტროლოგიური მაღაზია

შევიცნოთ მორიელი ლინდა გუდმანის მიხედვით

ლინდა გუდმანიმორიელი ობობასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ეწევა ღამეულ ცხოვრებას, მსხვერპლს შხამის საშუალებით ადამბლავებს, რომელსაც გრძელ და მოხრილ კუდში ინახავს. კუდს ხმარობს, როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის საშუალებად. მისი ნაკბენი ხშირად სასიკვდილოა. რაც შეეხებათ მორიელ ადამიანებს, შესაძლოა სრულიად სხვადასხვაგვარნი იყვნენ: ულმობელნი და საშიშნი, ძლიერები და დამოუკიდებლები. ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მაგრამ მათ აქვთ ერთი თავისებურება, რომლის წყალობითაც არავისში არ შეგეშლებათ: ეს მათი თვალებია. მიუხედავად ფერისა, მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვთ. მათ მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ. მორიელები იმდენად კარგად ფლობენ საკუთარ ემოციებს, რომ სახეზე ვერაფერს შეატყობთ. მარმარილოს ქანდაკივით გულგრილ გამომეტყველებას ნერვიულობა ან დაბნეულობა თითქმის არასოდეს ცვლის. საერთოდ, იშიათად იღიმებიან, მაგრამ როცა კი ამას აკეთებენ, გულწრფელები არიან. მორიელები ვერ იტანენ ტყუილს, თაღლითობას და მლიქვნელობის დონეზე არასოდეს დაეცემიან. თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წამოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და გულწრფელად გეტყვით. თუ გითხრათ, ურიგო ხმა არ გაქვთო, თამამად შეგიძლიათ ესტრადას მიაშუროთ, ხოლო თუ დიდი მომღერალი გიწოდათ, თქვენი ადგილი მეროპოლიტენ ოპერაში ყოფილა. ასევე დაუფარავად და შეულამაზებლად მოგახსენებთ თქვენს ნაკლოვანებებს. თუ თავშეკავება გეყოფათ, ყურადღებით მოუსმინეთ და მისი ნათქვამი კარგად გაისიგრძეგანეთ, მის სიტყვებში სუბიექტივიზმის ნამცეცსაც ვერ აღმოაჩენთ. სწორედ ამიტომ ჰყავთ მორიელებს თანაბარი რაოდენობის მტერ–მოყვარე. მაგრამ, ერთნიც და მეორენიც მას პატივისცემით ეპყრობიან. მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანები სამი კატეგორიის არიან. პირველი ტიპის მორიელი არათუ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც ხშირად საშიშროებას წამოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ყავს, შეუძლია თავისი მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს. ამ ულმობელს და გულღვარძლიან ქმნილებას თავისი სიძულვილით ნგრევის გამოწვევაც ძალუძს და თვითგანადგურებისაც. მეორე ტიპის მორიელი ძლიერი, დამოუკიდებელი, ბრძენი და სამართლიანი ადამიანია. სხვაგავარად მას “არწივსაც” უწოდებენ. მესამე ტიპის მორიელებს “ნაცრისფერი ხვლიკები” ჰქვიათ. ისინი მორიელთა შორის ყველაზე სუსტები არიან. თუ პირველი ტიპის მორიელის მოჭარბებული ენერგია ნგრევაზეა მიმართული, ხოლო “არწივების” – შემოქმედებაზე, “ნაცრისფერი ხვლიკები” ამ ენერგიას საკუთარ თავში იხშობენ და ვერავითარ გამოსავალს ვერ პოულობენ. ეს ადმაიანები, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების უკმაყოფილონი არიან, მაგრამ რაიმეს შეცვლას კია რ ცდილობენ, უბრალოდ ვერავის და ვერაფერს ვერ იტანენ და ყველას ბოროტებას უსურვებენ. აღნიშნული სამი ტიპის მორიელთაგან სუფთა სახით ცხოვრებაში იშვიათად გვხვდებიან, მაგრამ ყველა მორიელში ეს თვისება გარკვეულწილად რომ არის, ეჭვგარეშეა. მორიელს არასოდეს ავიწყდება მისთვის გაკეთებული სიკეთე, გაწეული დახმარება და ყოველთვის იგივეთი უხდის თავის კეთილისმყოფელს მაგრამ არც შეურაცხყოფასა და წყენას ივიწყებს. თუმცა, სხვადასხვა ტიპის მორიელები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. ”არწივი” მოწინააღმდეგეს ბრძოლაში გამოიწვევს და მანამ არ დაწყნარდება, სანამ საბოლოოდ არ გადანადგურებს ან შეწყალებას არ სთხოვენ. მორიელი გუმლოდგინედ დაგეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. დარწმუნებული იყავით, ისეთ დარტყმას მიაყენებს, რომ საბოლოოდ დაუკარგავს მასთან ქიშპობის ხალისს. რაც შეეხება “ნაცრისფერ ხვლიკს”, იგი შურისძიებას განგებას მიანდობს დ ამერე წლების მანძილზე ელის სასურველ შედეგს. ასეთი პრაქტიკა კი, პირველ რიგში, ისევ მისთვისაა მავნებელი, ვინაიდან შხამი ნელნელა უგროვდება ორგანიზმში და წამლავს. მორიელის ჯანმრთელობა მის ხელთაა. მას შეუძლია გაიუარესოს მდგომარეობა დაუდევრობითა და ბოროტი ფიქრებით, ან ნებისყოფის მოკრებით და სულიერ ძალთა კონცენტრაციით განკურნოს საკუთარი თავი. მორიელი თავის საკუთრებას, ან იმას, რის დასაკუთრებასაც აპირებს, არავის და არასოდეს დაუთმობს. მორიელის ამქვეყნას მოვლენას თითქმის ყოველთვის თან ახლავს მისი რომელიმე ნათესავის სიკვდილი ერთი წლით ადრე, ან გაჩენიდან ერთი წლის შემდეგ. ანალოგიურად, მორიელის სიკვდილს თან ერთცის ერთი წლით ან გვიან ოჯახში ახალშობილის მოვლენაც. მსგავსი თავისებურება რაიმე საიდუმლო, მისტიკურ ძალებს უნდა მივაწეროთ. მორიელის სასიცოცხლო ენერგია იმდენად დიდია, რომ მისი ამ ქვეყნად მოვლენის უზრუნველსაყოფად დამატებითი ძალების საჭიროება აშკარა ხდება, და პირიქით, როცა მორიელი კვდება, განთავისუფლებული ენერგია იმდენად ბევრია, რომ ახალი არსების სასიცოცხლოდ სრულიად საკმარისია. მორიელი მამაკაცი თუ მძაფრი ემოციების მოყვარული არ ხართ და თავს ძლიერ პროვნებად არ თვლით, ხოლო ცხოვრების გზაზე მორიელ-მამაკაცს გადაეყარეთ, ჩემი კეთილი რჩევა იქნება, სანამ გვიანი არ არის, თავს გაქცევით უშველოთ. მორიელი – ეს კინგ-კონგის მსგავსი არსებაა (ეს ჩემი აზრი არაა, არ მიწყინოთ, ლინდა გუდმანს მოჰკითხეთ ) მიუხედავად ცივი გამომეტყველებისა, მას შეუძლია გავარვარებული შანთივით დაგწვათ. რამდენიმე კვირა და შეიძლება თვეც კი დაგჭირდეთ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. მაგრამ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მასზე არანაკლებ ძლიერი პიროვნება და თანაც დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებით აღჭურვილი ბრძანდებით, გარისკეთ (სხვა ქალები ოდესმე მადლიერებით მომიხსენიებენ, როცა თავიანთ ცხოვრებას უფრო მშვიდ და საიმედო ნიშნებს დაუკავშირებენ). იმ ადამიანის ერთი სიტყვით დახასიათება რომ შეიძლებოდეს, ეს სიტყვა “უძლეველი” იქნებოდა.მორიელის დათრგუნვა შეუძლებელია. იგი ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის. ამიტომ ფრთხილად იყავით, მის პროვოცირებას ნუ ეცდებით, თორემ თქვენს თავს დააბრალეთ მორიელს გონება და ემოციები მშვენიერ ურთიერთჰარმონიაში აქვს. ხოლო თუ იგი მაღალინტელექტუალური პიროვნებაა, მისი გონება ცხოვრების არსის ძიებით იქნება დაკავებული. მორიელი მგრძნობიარე არსებაა, უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული: ჭამა, სმა,ნარკოტიკები, სიყვარული. განსაკუთრებით კი სიყვარული. მორიელი მთელი არსებით სიყვარულისკენ მიილტვის.. ამ გრძნობის ინსტიქტური საწყისი მასში ჯერ კიდებ მაშინ აღმოჩნდება, როცა სამთვლიანი ველოსიპედით სეირნობდა. რა ვუყოთ, რომ ჰეკლბერი ფინს წააგავს, ჭორფლიანია და საშიშ შემაცდენელს სულაც არ გავს, მით უფრო სწრაფად მოექცევით მისი გავლენის ქვეშ. მორიელისთვის დამარცხება წარმოუდგენელია. ამიტომ, თუ იგრძნო, რომ მზერით ვერ მოგაჯადოვებთ, შხამს გამოიყენებს და თქვენი გრძნობების პარალიზებას მოახდენს. ამასთან, გარეგნულად ვერაფერს შეატყობთ. სავსებით მშვიდი გამომეტყველება ექნება. გულგრილობა მისი საყვარელი მანერაა, სანამ არ იგრძნობს, რომ მსხვერპლი მისს განკარგულებაშია და შეუძლია თავს უფლება მისცეს, მისით საკმარისად მოიჯეროს გული. ყოველი მორიელი თავისი თავის ბატონ-პატრონია. ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მორიელი დამოუკიდებლად ღებულობს. მეგობრების, ნათესავების, მეზობლების და თვით მეუღლის აზრს მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ისევე, როგორც არაკეთილმოსურნეებისას. მორიელი ერთიათად უფრო შეგიყვარდებათ და პატივს სცემთ, თუ შემთხვევით იგი გასაჭირში იხილეთ. როცა სხვა მამაკაცები პანიკაში ვარდებიან, ბრაზობენ, ბუზღუნებენ ან უბრალოდ იბნევიან, მორიელი ბრძოლაში უშიშრად ებმება. მისი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არასოდეს ყოფილა, ამიტომ უბედურების მოახლოვებას მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნად არ აღიქვამს, არამედ, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ პრობლემას. მეგობრების და ნაცნობების შერჩევას მორიელი დიდ ყურადღებას უთმობს. თავის გარშემო ისეთ ადამიანს არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს. მორიელს სახალხოდ თავისი გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია. ზოგჯერ შეიძლება უხეში, უყურადღებო და სასტიკიც კი მოგეჩვენოთ. შეიძლება თავს უფლება მისცეს სხვისი თანდასწრებით დაგცინოთ კიდეც. მაგრამ მოგვიანებით, როცა მარტო დარჩებით, თავის ჭეშმარიტ გრძნობებში გამოგიტყდებათ. თუ დელიკატური პიროვნება ხართ, მორილეთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. მაგრამ თუ შეგუების მძიმე პერიოდს გადაიტანთ, უფრო ძლიერ ადამიანად გარდაიქმნებით. სხვა მამაკაცთაგან განსხვავებით, რომლებიც თავიან ცოლებს გაზეთიდან თვალმოუცილებლად ეუბნებიან მომაბეზრებელ და უხამს კომპლიმენტებს, მორიელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგაქებთ, როცა ნამდვილად იმსახურებთ ამას, მისი შექება სხვების ათ შექებას უდრის. რაც შეეხება ეჭვიანობას, ეს რთული საკითხია. მორიელის ცოლმა იოტისოდენა ეჭვიც კი არ უნდა გამოიწვიოს. თუ ეჭვიანი ხართ, გიჯობთ დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ეს ასე არ არის. ხშირად მოგიწევთ დანახვა, როგორ ეკიდებიან კისერზე თქვენს მეუღლეს ქალები, მაგრამ რას გააწყობთ, როცა იგი ესოდენ მომხიბლავია? ასეთ შემთხვევებში თავი იმით დაიმშვიდეთ, რომ მასზე არავითარი პირფერობა და მსხგვსი ცდუნებები არ მოქმედებს. თუ თქვენ მას სავსებით ენდობით, და მისებურად აზროვნებთ, ყურადღებიანი, მზრუნველი, ნაზი იქნება და ისეთი სიყვარულით გადაგიხდით დამსახურებას, როგორზედაც ბევრ ქალს მხოლოდ ოცნება შეუძლია. მორიელი ქალი მორიელი ქალი მომხიბლავი, თავდაჯერებული და ამაყია, მაგრამ მას ერთი საიდუმლო სურვილი აქვს: მამაკაცობა უფრო სურს. ამით სულაც არ მინდა ვთქვა, რომ მას ქალურობა აკლია. სხვებზე მომხიბლავიც არის და ქალურიც, მაგრამ გულში ჩუმად ყოველთვის ნანობს, რომ ღმერთმა ქალად გააჩინა. მორიელმა ქალმა ნაზი და ფუმფულა ფისუნიას როლი რომც ითამაშოს, გახსოვდეთ, იგი ფისუნია სულაც არ არის. მორიელი ქალი თავისი სქესი წარმომადგენლებს რამდენადმე ათვალწუნებით უყურებს. მათ მცდელობაზე, მოხიბლონ შეყვარებულები და შეინარჩუნონ ქმრები, მორიელს მხოლოდ ეცინება. თვითონ თავს ამდენად არასოდეს დაიმცირებს. საკმარისია, თვალებში ჩახედოს მამაკაცს, რომელსაც იგი სიგარეტის მოსაკიდებლად სანთებელას სთავაზობს, რომ უკვე თავისი გავლენის ქვეშ აქცევს. აჰიპნოზებს. მორიელმა ქალმა კარგად იცის თავისი მომხიბვლელობის ფასი. არასოდეს კისრისტეხით არ გაიქცევა, რომ შეყვარებულს კისერზე ჩამოეკიდოს. იგი ნელა და გრაციოზულად მოძრაობს. ნუ ელით, რომ მორიელი ერთგული ძაღლის თვალებით შემოგაჩერდებათ, ან ალერსიან სიტყვაზე ექსტაზში ჩავარდება. თქვენი გულახდილობის პასუხად დაჟინებით შემოგაშტერდებათ და უმალ ყველა ჩანაფიქრს მიგიხვდებათ. თუ სერიოზული გრძნობები არ გამოძრავებთ, გიჯობთ სიყვარულობანა ვინმე სხვას ეთამაშოთ. მორიელთან ასეთი თამაში ცეცხლთან თამაშის ტოლფასია. ახლა კი ერთი საიდუმლო, რომლის გაგონებაზეც ბევრი შეკრთება. მორიელი ქალები ნაწილობრივჯადოქრები არიან. რაღაც მეექვსე გრძნობის წყალობით ისინი თავიანთ გულისსწორს პირველივე დანახვისთანავე ცნობენ. თქვენ ან უნდა დაემორჩილოთ მის ჯადოსნურ ძალას, ან გაქცევა სცადოთ. მაგრამ ღირს კი? შესაძლოა თქვენს თავმოყვარეობას ესალბუნოს, თუკი მორიელი თქვენით დაინტერესდა. იგი ხომმხდალ და სუსტ მამაკაცებს არ სწყალობს. ამაყი, ძლიერი, მამაცი, ჭკვიანი და ლამაზი მამაკაცები მოსწონს. თუ მორიელმა თქვენ ამოგარჩიათ, ეჭვგარეშეა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებით შემკული ყოფილხართ. ასეთი ქალის საზოგადოებაში რომ დაგინახავენ, ყველა შურით შემოგხედავთ და ხალხის თვალში თქვენი აქციები განუზომლად აიწევს. მორიელი ქალი უჩვეულოდ ვნებიანია. თუმცა გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, შინაგანად ერთიანად თრთის ხოლმე. მაგრამ სიტყვა “ვნებას” იგი აცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე მამაკაცები. მათთვის ვნება მხოლოდ სასიყვარულო ამბებში არსებობს, მორიელი ქალი კი მსგავს გრძნობას ყველას მიმართ განიცდის. ან ვნებიანად უყვარს, ან დასანახად ეჯავრება. მორიელი იმ კატეგორიის ადამიანებს ეკუთვნის, რომელთაც უყვართ, როცა საიდუმლოს ანდობენ.მობარებულ საიდუმლოს იგი არავითარშემთხვევაში არ გათქვამს. ასევე ეპყრობა საკუთარ საიდუმლოებებსაც. მათ შესახებ თვით ქმარსაც კი არ ეცოდინება. ხოლო თუ გაგებას შეეცდება, აუხსნის, რომ ეს მისი საქმე არ არის. მორიელს სულში ისეთ კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია. მორიელი ქალი ადამიანებს არაერთგვაროვნად აფასებს და ყველასთან სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. ვისაც ძლიერ და ღირსეულ პიროვნებად თვლის, დაუფარავი სიმპათიით ეპყრობა. სუსტებს კი ზედ არ უყურებს. თუ მორიელის ცხოვრება ისე აეწყო, რომ ქორწინება შეუძლებელია, თავისი რჩეული კანონიერ მეუღლეზე მეტად და ნაზად ეყვარება. ამასთან, მისთვის აბსოლუტურად განურჩებელლია, რას ფიქრობენ და ჭორაობენ ამ საკითხთან დაკავშირებით მეზობლები დ თანამშრომლები. იგი მხოლოდ სკუთარ გულისხმას უსმენს. მიუხედავად ძლიერად განვითარებული ინდივიდუალიზმისა, მორიელი ქალი ოჯახის უფროსობას თავის რჩეულს უთმობს. ძალას და ენერგიას არ დაიშურებს, ოღონდ მან დასახულ მიზანს მიაღწიოს. გათხოვების მერე მორიელი მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობს, თუ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არცთუ მთლად სტაბილურია. თქვენით ძალიან უკმაყოფილოც რომ იყოს, მორიელი სხვათა თანდასწრებით ლანძღვას და ანგარიშსწორებას არასოდეს დაგიწყებთ. თავის რისხვას იგი იმ დროისთვის შემოინახავს, როცა მარტონი დარჩებით, ხალხში კი ყოველთვის დაგიცავთ. მორიელი ქალები აღმერთებენ საკუთარ სახლს, რომელიც ყოველთვის სუფთად, მყუდროდ და გემოვნებით აქვთ მოწყობილი. მორიელები გაუმართლებლად ეჭვიანები არიან, მაგრამ თუ თქვენმა მეუღლემ ღალატზე დაგიჭირათ, მის მრისხანებას მხოლოდ ატომური აფეთქება თუ შეედრება. ვეჭვობ, ვინმე ჭკუათმყოფელს ამის საკუთარ თავზე გამოცდის სურვილი ჰქონდეს. საოცარი შორსმჭვრეტელობის უნარის წყალობით მორიელი ადამიანებს გამჭოლ ხედავს. მისგან რაიმეს დაფარვა შეუძლებელია. ამიტომ, ადამიანების შეფასებაში თამამად შეგიძლიათ მას მიენდოთ. მან ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება გელით. ოჯახურ ბიუჯეტთან დამოკიდებულებაში მორიელის მოქმედება არაერთგვაროვანია. ხან კაპიკს კაპიკზე აწებებს, ძუნწობს, ხან კი უაზროდ ფლანგავს. მაგრამ ერთი რამ კარგად გახსოვდეთ, მორიელს ფუფუნება და კომფორტი უყვარს. ეს კი არცთუ იაფი ჯდება. ბუნებით ეჭვიანი მორიელი ვერ იტანს, როცა მასზე ეჭვიანობენ. ამისგან თავის შეკავება კი ძალიან ძნელია. საკმარისია საზოგადოებაში გამოჩნდეს, რომ ყველა მამაკაცი მისკენ მოიხედავს და დაჟინებით დაუწყებს თვალიერებას. მაგრა, გაიხსენეთ, თქვენც ხომ ასე მოგაჯადოვათ ოდესღაც თავისი გამჭოლი მზერით და შემპარავი, ამაღელვებელი მიხვრა-მოხვრით? არასოდეს ეცადოთ მორიელზე შურისძიებას. იგი საბოლოო ჯამში მაინც ყოველთვის გამარჯვებული გამოვა. უმჯობესია მასთან თავაზიანობა გამოიჩინოთ და იგი ერთი ასად მოგიზღავთ. ბავშვებთან ურთიერთობაში მორიელი გარეგნულად ცივი და თავშეკავებულია, მაგრამ პატარები გრძნობენ, რომ საიმედო ხელში არიან. მაშ ასე, ამ თავის წაკითხვის შემდეგ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ, ღირს თუ არა მორიელის ცოლად მოყვანა? უცნაური ადამიანი ყოფილხართ. მასზე თუნდაც ასჯერ ლამაზი ქალებიც კი ხომ მხოლოდ ქალები არიან? მორიელმა კი ჯადოქრობაც იცის, ხოლო ეს დღევანდელ ცხოვრებაში შესაძლოა, ძალიან, ძალიან გამოგადგეთ. ლინდა გუდმანი. მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Miranda Chkoidze

    vetanxmebii

  2. Lasha Papiashvili

    Brwyinvalea!

  3. Anna Ana

    mtlad arc maseeaaa dzalian damtmobi vaar mara bolos gamovacen sxams tu tavs ar damanebeben

  4. Nani Kurtanidze

    magaria linda gudmani sworia me var morieli

დატოვეთ კომენტარი