ასტროლოგიური მაღაზია

შევიცნოთ მერწყული ლინდა გუდმანის მიხედვით

ლინდა გუდმანიარ არსებობს ადამიანი, ვისაც ცისარტყელა არ უყვარს. ბავშვები მასზე სურვილებს ჩაუთქვამენ, მხატვრები მას ხატავენ, ხოლო მწერლები მასზე წერენ. მაგრამ ყველაზე შორს მერწყულები წავიდნენ. ისინი უბრალოდ ცისარტყელაზე ცხოვრობენ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შესძლეს დაეყოთ ის შემადგენელ ნაწილებად, ცალკეულ ფერებად და თითოეული ნაწილი, ფერი დამოუკიდებლად შეესწავლათ. თუმცა, აღნიშნული ცოდნა მათ ხელს არ უშლით, სჯეროდეთ მისი, როგორც ბავშვობაში. გასაოცარია, არა? მერწყულებთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის უდა იყოთ მუდამ მზად. მერწყული ხომ ალისაა, ლუისა კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყნიდან”. ბუნებით მშვიდი და კეთილი. უყვარს საზოგადოების გამოწვევა ორიგინალური, მოულოდნელი ქცევით. მას შესწევს უნარი, დაგამუნჯოთ საქციელით, რომელიც ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. ადამიანი, რომლის მფარველ პლანეტადაც ურანი გვევლინება, შესაძლოა, წვეულებაზე სანდლებით მოგევლინოთ, თუკი ასე თავს უფრო მოხერხებულად იგრძნობს. მისი ამოცნობა შესაძლებელია სიტყვით, რომელიც ყველაზე ხშირად ჟღერდება მის ლექსიკაში -მეგობარი. მისი საუბარი, უმეტეს შემთხვევაში, იწყება ფრაზით: „ჩემი მეგობრები …”. ერთი სიტყვით რომ შეიძლებოდეს ამ ნიშნის ადამიანის დახასიათება, ეს სიტყვა „ცნობისმოყვარეობა” იქნებოდა. მას ხომ ყველაფერი აინტერესებს, რაც მის ირგვლივაა, თქვენგან დაწყებული – მეზობლის ლეკვით დასრულებული. ცხოვრება მისთვის საიდუმლოა, რომელიც ამოცნობას საჭიროებს, ამიტომაც, თანაბარი ინტერესით სწავლობს მის ყველა მხარეს: პოლიტიკა და სპორტი, ბავშვები და შეყვარებულები, ცხენები და ავტომობილები, მოხუცები და ასტრონავტები, სამეცნიერო კვლევები მედიცინის დარგში და ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრი და რელიგია, ალკოჰოლიკები, ნარკომანები, მწერლები და ა.შ. ამდენად, თუკი თქვენი სურვილია, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ რამეზე იქნება ორიენტირებული – მერწყული არ შეგეფერებათ. ყურადღება გაამახვილეთ მის აბსტრაქტულ, გაფანტულ მზერაზე, რომელშიც თითქოს იმ საკითხების მისტიური ცოდნა იმალება, რაც თქვენთვის მიუწვდომელია. თვალები, უმეტესად, ლურჯი, მწვანე, ან ნაცრისფერი (იშვიათად მუქი). თმები – სწორი, აბრეშუმისებრი, ღია ყავისფერი, კანი – ფრკმრთალი, სიმაღლე – საშუალოზე მაღალი, სახის ნაკვთები – თხელი, რომელიც რომის იმპერიის დროინდელ მონეტებზე აღბეჭდილ პროფილებს წააგავს. მას ჩვევად აქვს თავის დახრა, როცა რამეზე ფიქრობს, ან განზე გაწევა – თითქოს პასუხის მოლოდინშია. ურანის ბისექსუალობის წყალობით, მამაკაც მერწყულებს, არც თუ ისე იშვიათად, აღენიშნებათ ქალის ნაკვთები, მაგალითად: განიერი თეძოები, ხოლო ქალ მერწყულებს – მამაკაცური, განიერი მხრები. მერწყული მიდრეკილია სიტუაციის, უცხოებისა და მეგობრების ანალიზისკენ. იპოვის რა ინტერესის სფეროს გასაღებს და ამოხნის, მომენტალურად კარგავს მის მიმართ ინტერესს, რაც მგრძნობიარე ნიშნებისთვის შეურაცხმყოფელია. მიუხედავად იმისა, რომ გარშემოკრულია მრავალი ნაცნობით, მეგობარს მათ შორის, თითქმის ვერ იპოვით. მისთვის ხარისხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იშვიათად იჭერს ხანგრძლივ/სიღრმისეულ ურთიერთობას ვინმესთან. მისი ცნობისმოყვარე ნატურისთვის ხომ ყოველთვის გამოჩნდება ახალი ინტერესის სფერო, ამდენად, ღირს კი იმაზე ჩაძიება, რაც უკვე შესწავლილი და აღმოჩენილია? ურანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები თითქმის ყოველთვის მარტოსულები და ამოუცნობები არიან. კაცობრიობისთვის ძნელია იმ კატეგორიის ადამიანების გაგება, რომლებიც მომავლით ცხოვრობენ. ასტროლოგიურ წიგნებში აღინიშნება, რომ ის, რაზეც ამ ნიშნის ადამიანები ფიქრობენ, ფართო მასებისთვის გასაგები მხოლოდ ასეული წლების შემდეგ ხდება. ამ ნიშნის ქვეშ გაცილებით მეტი გენიოსი იბადება, თუმცა, მათი უმრავლესობა ფსიქიური დაავადებისკენაა მიდრეკილი. ამბობენ, ზღვარი გენიოსობასა და სიგიჟეს შორის იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათი ერთმანეთისგან გამოცალკევება თითქმის შეუძლებელია. გააჩნია რა ცივი, პრაქტიკული გონება, გასაოცარი ექსცენტრიულობით, მერწყული საზოგადოებას უცნაურობებით იზიდავს, ამშვიდებს ისტერიკულ და გაუწონასწორებელ ადამიანებს და ფლობს უნარს, სწრაფად დააწყნაროს განერვიულებული, შეშინებული ბავშვი. მისთვის ყველა ადამიანი მოძმეა, მაგრამ თუ განმარტოება გადაწყვიტა, უმჯობესია, მყუდროება არ დაურღვიოთ. ძნელია მასთან მოლაპარაკება. არ უყვარს, როდესაც ვალდებულებებით ზღუდავენ. მაგრამ თუ მასთან შეთანხმებას მიაღწიეთ, მოვალეობას ზუსტად და დროულად შეასრულებს. მოსაზრებებს პირდაპირ და გულღიად გამოთქვამს, თუმცა, არასდროს ახვევს მას სხვებს. პატივს სცემს ინდივიდუალურობას და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი უფლებამოსილია, მოიქცეს ისე, როგორც მას მიაჩნია მართებულად. ის არაფრისთვის იბრძვის. არააგრესიულია, მაგრამ ვერც მშიშარას უწოდებ. უბრალოდ, მის მსოფლმხედველობას ბრძოლა არ შეესაბამება. თუმცა, საკუთარ აზრს არაფრის დიდებით დათმობს, როგორ ზეწოლასაც არ უნდა განიცდიდეს. მას ხშირად არაპროგნოზირებადი საუბრისა და საქციელისთვის აკრიტიკებენ. იქცევა ისე, როგორც სურს და არ თვლის თავს ვალდებულად, ამის შესახებ ვინმეს შეუთანხმდეს. უმეტესაც აღენიშნება სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები. ზამთარში სიცივისგან იყინება, ზაფხულში კი სიცხე არ აწუხებს. სიბერეში დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება და სისხლძარღვების პრობლემები. სისხლის არასწორი მიმოქცევის გამო ხშირად ფეხები სტკივა, ასევე დამახასიათებელია გულის ცემის შეწყვეტა/შენელება. რეკომენდირებულია სუფთა ჰაეზე ყოფნა, გამოძინება და მეტი მოძრაობა. სამწუხაროდ, მერწყული მსგავს დარიგებებს იშვიათად უგდებს ყურს, სიცივის შიშით არ უყვარს სეირნობა და სარქველის შეღებაც კი. ძილის დროს ხშირად აწუხებს ჩვენებები, ამიტომ, სრულ განტვირთვას ძილში ვერ ჰპოვებს. რაც შეეხება მოძრაობას, მას არამც თუ სირბილი და ხტუნვა არ იზიდავს, არ უყვარს სწრაფი გადაადგილებაც კი. ამის გასანეიტრალებლად აუცილებელია, ბავშვობიდან სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდეს. მერწყული არ ფლობს მახსოვრობის საუკეთესო უნარს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მას არც ესაჭიროება. ინფორმაციას თითქოს ჰაერივით ისრუტავს, სინამდვილეში, ფლობს გასაოცარ უნარს, აითვისოს მის ირგვლივ არსებული სიტუაცია. შესაძლოა, საუბრით იყოს გართული, თუმცა, ეს მას არსებულის აღმასა და გაგებაში ხელს არ უშლის. ზოგჯერ საოცრად დაბნეულია, მაგალითად: ერთხელ მერწყული აეროპორტში მეუღლეს უნდა დახვედროდა, თვითმფრინავი ორი საათით იგვიანებდა, ამ დროს ის შემთხვევით ძველ ნაცნობს გადაეყარა, გააბეს რა საუბარი, ვერ შენიშნეს, დრო როგორ გავიდა, ამასობაში თვითმფრინავი დაეშვა და მოსაცდელ დარბაზში მერწყულის მეუღლე გამოჩდა. გაღიმებული სახით მიუახლოვდა მეუღლეს, მან კი თავაზიანად ასწია ქუდი, დაიხარა და მეგობართან საუბარი განაგრძო. შორსმჭვრეტელია, გააჩნია იშვიათი ინტუიცია, შესწევს უნარი გამოიცნოს თქვენი აზრები ჯერ კიდევ იქამდე, სანამ გააჟღერებთ. არასდროს ტყუის, სიტყვის კაცია, ამიტომ ეცადეთ, არ დაარღვიოთ მისთვის მიცემული პირობა, ფული დროულად დაუბრუნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თქვენი მეგობრობისთვის საზიანო იქნება. პატიოსანია და ვერ იტანს პირფერობას, თუმცა, ზოგჯერ, თავად მათ ადანაშაულებენ სიცრუეში. ადამიანებს მის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება უჩნდებათ იმიტომ, რომ მეწყულს არ უყვარს საკუთარი ქმედებების მოტივების განხილვა. მისი გონება და სხეული ყოველგვარი უღლისგან თავისუფალი უნდა იყოს. ისევე შეუძლებელია მისი დაჭერა, როგორც მზის სხივის. მისი აზრები იმდენად შორს ნავარდობენ, რომ ადამიანებს მათი ჩაწვდომა არ შეუძლიათ. არადა, აუცილებელია ამის გაკეთება, რადგან ვერავინ შესძლებს მერწყულზე უკეთ დაგანახოთ თქვენი მომავალი. მისი შორსმჭვრეტელობა მთელს კაცობრიობას ეკუთვნის. მერწყულის ლითონი – რადიაქტიული ურანი, ქვა – გამჭვირვალე, მუქი ლურჯი საფირი, რომელშიც წარსულის საიდუმლოებები კავშირშია უხილავ, შორეულ მომავალთან. ცნობილი მერწყულები: ჩარლზ დარვინი, სომერსეტ მოემი, ფრანკლინ რუზველტი, ფრენსის ბეკონი, ჩარლზ დიკენსი, გალილეო გალილეი, ბორის პასტერნაკი, ფრანც შუბერტი, თომას ედისონი, ერნსტ თეოდორ ამადეო გოფმანი, რონალდ რეიგანი და სხვები. მოამზადა კრისტი ბენდელიანმა თუ მოგეწონათ – დააშეარეთ!

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Rusa Moniava

    zustad aseti var

  2. Mari Titvinidze

    mec zustad asetii var:D

  3. Mariam Chaganava

    ყველაფერი ემთხვევა :3 (y)

  4. Taam Gagnidze

    100%

  5. Nuca Nuca

    zustia.

დატოვეთ კომენტარი