შევიცნოთ ლომი ლინდა გუდმანის მიხედვით
ლომი, როგორც ცნობილია, ცხოველთა მეფეა, შესაბამისად, ის ცდილობს აღნიშნული პოზიცია დაიკავოს ასტოლოგიურ ნიშნებს შორისაც. ყველაზე ხშირად მას ხალხმრავალ ადგილებში: ოფიციალურ მიღებებზე, მაღარ საზოგადოებაში, საღამოებზე-შეხვდებით. ის ვერ იტანს სიბნელესა და მარტოობას, აღნიშნული მას თრგუნავს, სამაგიეროდ, ის სიამოვნებით მიიღებს თქვენს მიწვევას გასართობად წასვლაზე. ლომებს შორის ვერ ნახავთ საკუთარ მეზე ჩაფიქრებულ ნატურას. ის ამაყია საკუთარი თავითა და ღირსებებით. მხოლოდ სცადეთ არ მიაქციოთ მას სათანადო ყურადღება, ან სულ ოდნავ მაინც დაამციროთ, ზარმაცი და მოსიყვარულე კნუტის ნაცვლად თქვენს წინ ამაყი და საშინელი ღრიალა ცხოველი აღიმართება. როგორ ამ ნიშნის მამაკაცებს, ისე ქალებს რაღაც მოსდევთ მათი მეფური წარმომავლობიდან. როგორც წესი, ის ჭარბთმიანია და მატყუარა ზარმაცი გამოხედვა აქვს. სიარულის მანერა-სწორი და ამაყი, რომელშიც კატის მოქნილი მიხვრა-მოხვრა აისახება. ქალებში სიზარმაცისეული გრაციოზულობა შერწყმულია დაფარულ მგრძნობელობასთან. მასში სხვების მართვის სურვილი ჭარბობს, ის ჩვეულებრივ მოკვდავებს ზევიდან დაჰყურებს. მისი საუბარიც, მოძრაობის მსგავსად, აუჩქარებელია. ის გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე. ლომებს შორის ზოგჯერ ცისფერთვალებები გვხვდებიან, თუმცა მათი უმრავლესობა, განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესი, ყავისფერთვალებაა, მრგვალი ფორმით და კუთხეებში ოდნავ აპრეხილი (კატისებრი თვალები) ფორმის ტვალებით. თმის ფერი უმეტესად მუქი, ზოგჯერ ღია მეწამული, ტალღოვანი, ურჩი, სწორედ ამიტომაც ის ხშირად გაწეწილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მას (თვლის რა, რომ ყველაზე ჭკვიანია) უყვარს ჭკუის სწავლება. ამიტომაც უმეტესად ირჩევს მასწავლებლის, ფსიქიატრის ან პოლიტიკოსის კარიერას. მას ეხერხება სხვების ცხოვრების მოწესრიგება, მაგრამ საკუთარისთვს თავი ვერ დაუდგამს. მაგრამ, სცადეთ მას ეს უთხრათ, ის საშინლად გაგინაწყენდებათ, ხოლო თუ დაუყვავებთ, ის თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. მისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე სხვები. ის არასდროს კარგავს დროს ფუჭად, შესანიშნავი ორგანიზატორი და ხელმძღვანელია. არ უშვებს შანსს შეაქოს თანამშრომელს, ან გაუწყრეს მას, დამსახურების მიხედვით. მისი მეფური ბუნება განსაკუთრებით კარგად ჩანს, როდესაც ის სტუმრებს იღებს: კერძების მრავალფეროვანი არჩევანი, დალაგებული ოთახები და ტანმაღალი მამაკაცებისა და დახვეწილი ქალების სიმრავლე სამეფო კარზე გამართულ მიღებას უფრო ჰგავს. მას ვერ წარმოუდგენია არსებობა სიყვარულის გარეშე. მთელი მისი ცხოვრება სიყვარულის გარშემო ბრუნავს. ის ან ეს-ესაა წარმატებით დაქორწინდა, გეგმავს მას შემდეგ კვირისთვის, ყურებამდე შეყვარებულია, ან ეს წუთია დაშორდა მეორე ნახევარს. სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ან მზესავით ანათებს, ან დარდისგან მკვდარია, თითქოს ხვალ სიკვდილს აპირებდეს. და ეს უკანასკნელი სულაც არაა გადამეტებული შეფასება. როდესაც ის საყვარელ ადამიანს შორდება, ეჩვენება, რომ ეს მისი დასასრულია, მაგრამ მალევე ყველაფერი სასიკეთოდ სრულდება და ის ან ურიგდება მას, ან ახალ სუბიექტს პოულობს და ისევ ბედნიერია. აი რატომაა, რომ თითქმის ვერასდროს ნახავთ ამ ნიშნის დაუქორწინებელ მამაკაცს ან მარტოხელა ქალს. მას არ უყვარს სხვაზე დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნა. პირიქით, უყვარს, როდესაც მასზე დამოკიდებული არიან. მართალია, ზოგჯერ წუწუნებს რომ ბევრი საქმის კეთება უყვარს, მაგრამ სცადეთ, შესთავაზოთ მას დახმარება-მტკიცე უარს გეტყვით. თუმცა, თუ დახმარებას იქით სთხოვთ, ის სიხარულით გააკეთებს ყველაფერს, რასაც სთხოვთ. მადლიერების მიღების უნარი მას სისხლში აქვს გამჯდარი. ფულთან ის თავისუფლად იქცევა. ამის წყალობით, ის ხშირად იმყოფება გაკოტრების ზღვარზე, მაგრამ ყოველთვის შესწევს უნარი, გამოასწოროს არსებული მდგომარეობა. მას უყვარს ყველაფერი პირველი ხარისხის, ბრწყინვალე და ძვირფასი. გართობასა და სიამოვნებაზე შეუძლია მთელი ქონება დახარჯოს. უყვარს გაცემა და არასდროს ეუბნება უარს დახმარებაზე სხვას. ან როგორ შეიძლება მეფემ უარი უთხრას მის ქვემდებარეს ამაზე? ჯანმრთელია და იშვიათად ემართება ქრონიკული დაავადებები. მაგრამ ხშირად ხდება უბედური შემთხვევის, მოტეხილობისა თუ ინფექციური დაავადების მსხვერპლი. მისი მთავარი პრობლემა ჯანმრთელობის მიმართ უყურადღებობაა. მას არ უყვარს ლოგინად ყოფნა, მაშინაც კი, როდესაც ეს აუცილებელია. ოქროს შუალედი მასთან მიმართებით არ არსებობს. თუ ის საქმითაა დაკავებული-მას ვერავინ დაეწევა, თუ სეირნობს, მთელმა ქალაქმა ან სულ მცირე უბანმა იცის ამის შესახებ, თუ სიზარმაცემ შეიპყრო, ხელსაც კი არ გაანძრევს, თუნდაც მიწისძვრა მოხდეს. ის მხოლოდ იმ საქმით კავდება, რომელიც მას წარმატებას უქადის. წინაღობების წინაშე არასდროს იხევს უკან, რადგან გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა. საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა. ძლიერი, შემოქმედებითი, აქტიური და ნათელი არსებაა. ის არასდროს ხრის თავს ცხოვრებისეული დარტყმების წინაშე და მტკიცედ სწამს, რომ მზე ყოველთვის გაანათებს მის არსებობას. ცნობილი ლომები: ალფრედ ხიჩკოკი, ფიდელ კასტრო, ნაპოლეონი, ბენიტო მუსოლინი, ვალტერ სკოტი. ბერნარდ შოუ, ჟაკლი კენედი და სხვები. ლინდა გუდმანი მოამზადა ქრისტი ბენდელიანმა