ასტროლოგიური მაღაზია

შევიცნოთ კურო ლინდა გუდმანის მიხედვით

ლინდა გუდმანიმისი ამოცნობა შესაძლებელია მშვიდი და მდუმარე გამომეტყველებით. თუ თქვენ მის ახლო მეგობართა რიგებს არ განეკუთვნებით, მაშინ საუბარში შემოიფარგლება „კი”, „არა”, „მადლობა”, „კარგად” სიტყვებით. ტიპიურო კურო საუბარსა და მოქმედებაში აუჩქარებელია. მათგან შესანიშნავი ფერმერი, ბანკირი, უძრავი ქონების აგენტი გამოდის. შედარებით ნაკლებად ნახავთ მას ინჟინრების, კლერკების, კინოვარსკვავების, ბუხრის მწმენდავებისა და მსგავთა საზოგადოებაში. კურო სოლიდური და მშვიდი არსებაა. შეუძლებელია მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. შეგიძლიათ, თავზე წყალი დაასხათ, მუშტებით გაემართოთ მისკენ, მთელი ხმით უყვიროთ, საკუთარი სიმართლის მტკიცების მიზნით, ეცადოთ მის ჰიპნოზირებას – უშედეგოდ. თუ კურო სხვაგვარად ფიქრობს, მისი გადარწმუნება შეუძლებელია. საკმაოდ მშვიდობისმოყვარე ნიშანია. არასდროს გადაგიკვეთს გზას, თუმცა, ითხოვს, მის მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება გქონდეთ.

დატოვეთ კურო საკუთარ თავთან მარტო და ბედნიერი იქნება, ხოლო. როგორც კი მასთან მიწებებას დაიწყებთ, უმალვე გაგექცევათ. საკუთარი საქმით გართულმა კურომ შესაძლოა, ვერც შენიშნოს ირგვილ მიმდინარე მოვლენები, თუმცა, ეს მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე. ერთ დღეს, თუკი მოთმინების ფიალა აევსო – უფრთხილდით! მართალია, არაიმპულსური ნატურაა, მაგრამ თუ მისი მწყობრიდან გამოყვანა შესძელით – გულით გითანაგრძნობთ. მისი მრისხანება შემზარავია. საბედნიეოროდ, მსგავსი მის ცხოვრებაში 3-4-ჯერ ხდება. მოგითხრობთ ერთ ისტორიას: ერთხელ ცოლი კურო-მეუღესთან ერთად კლუბში წავიდა. ქალი, რომელსაც ცოლ-ქმრობის მანძილზე ერთხელაც კი არ ჰყავდა განრისხებული ქმარი ნანახი, გაოცებული და შეშინებული იყო მისი მოქმედებით, როდესაც ის საყელოში სწვდა ნასვამ მამაკაცს, რომელმაც მის ცოლთან მიახლოება გაბედა. ასეთია კურო. მესაკუთრე. მაისის პირველ ნახევარში დაბადებულებს (როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს), გარეგნული თვალსაზრისით, აქვთ რაღაც ხარის – ნათელი მზერა, მშვიდი და გამძლე. ნელი მოძრაობა (ქალების შემთხვევაში – გრაციოზულ-ზანტი), თუმცა, მათში ფარული სიძლიერე შეინიშნება. სიმაღის მიუხედავად (მათ შორის შეხვდებით როგორც მაღლებს, ასევე-დაბლებს), როგორც წესი, კარგი აღნაგობა აქვთ. მამაკაცებს, უმეტესად, მკვრივი კისერი, მკერდი, ზურგი და განიერი მხრები აქვთ. აუჩქარებლად მიირთმევენ, კარგად ამუშავებენ საკვებს. აქვთ თავთან მჭიდროდ მიბჯენილი ყურები შუბლზე ჩამოყრილი თმებით. მათ უმრავლესობას ტალღოვანი თმა აქვს, უმეტესად მუქი ფერის, (თვალების მსგავსად) და ასევე მუქი ფერის კანი. სესაძლოა ღია თმის ფერისა და თვალების მქონე კუროს გადაეყაროთ, მაგრამ იცოდეთ, ხასიათი და გონება, მაინც კუროს მსგავსი ექნება. კურო დაინტერესებულია საპირისპირო სქესით, მაგრამ დაკვირვების ობიექტს არასდროს გამოეკიდება.

ურჩევნია, დააინტერესოს მეორე ნახევარი საკუთარი ნატურით, რომ მან თავად იაქტიუროს. თუკი თქვენ მას ელემენტარულ ნიშანს მისცემთ, რომ ის თქვენთვის სულერთი არაა და მითუფრო, თუ თავადაც ანალოგიურს გრძნობს თქვენს მიმართ, დაუყოვნებლივ აიღებს ინიციატივას საკუთარ თავზე და აქტიურობას დაიწყებს. კურო იშვიათად ნერვიულობს, თუ რამე რიგზე არა აქვს. პანიკის გარეშე ხვდება ყოველგვარ უსიამოვნებას და მტკიცედ მიიწევს დასახული მიზნისკენ. უფრო დიდი სიამოვნებით დაპატიჟებს სტუმრებს საკუთარ სახლში, ვიდრე სხვასთან წავა სტუმრად. გიჟდება სახლსა და ოჯახურ სიმყუდროვეზე. თუკი თქვენს ნაცნობებში კურო გაერია, რომელსაც საკუთარი სახლი არა აქვს, დარწმუნებული იყავით, უახლოეს მომავალში გეგმავს მის შეძენას. წარმოადგენს რა მიწის ნიშანს, მიწისადმი სიყვარული ადრე თუ გვიან მაინც იღვიძებს მასში. თუ მას კორპუსში უწევს ცხოვრება, მის ბინას აუცილებლად ექნება აივანი, რომელიც ყვავილებით იქნება მორთული. როდესაც ქალაქური ხმაური მის ნერვებზე მოქმედებს, ის ბუნების წიაღში გარბის. მისი ბუნებისადმი მიდრეკილება იმდენად ძლიერია, რომ უკიდურეს შემთხვევაში, მასთან კავშირის დამყარებას იპოდრომისა თუ დასასვენებელი პარკების სტუმრობით ინაზღაურებს. როგორც წესი, კუროს შესაშური ჯანმრთელობა აქვს, მაგრამ თუკი შეუძლოდ შეიქნა, გამოჯანმრთელების პროცესი მისივე სიჯიუტის წყალობით ფერხდება. ყველაზე მეტად ყელის, ფეხების, კოჭის, ზურგის, ხერხემლისა და სასქესო ორგანოების პრობლემები ახასიატებს. გაციება ანგინაში გადაეზრდება ხოლმე, ხოლო სიმსუქნისკენ მიდრეკილება იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას და სხვა. მისი ჯანმრთელობის გარანტი ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერია. კურო საოცრად ჯიუტია, თუმცა საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ასეთად არ მიიჩნევს. ქმარი-კურო არაფრის დიდებით დათანხმდება მეუღლეს სტუმრად წასვლაზე, თუკი აღნიშნულ ოჯახში მოუხერხებელი სავარძლებია. ხოლო ცოლი კურო, თუკი მეუღლის მეგობრები არ მოსწონს, – არც კი იურთიერთობებს მათთან. და მაინც კუროებს ერთი კარგი თვისება აქვთ: შეუდარებელი მოთმინების უნარი. კუროს შესწევს უნარი აიტანოს ფიზიკური თუ მორალური დატვირთვები და რაც მეტია დატვირთვის ხარისხი, მით მეტად უდრეკია ის. ოჯახისა და მეგობრების მიმართ ამ ნიშნის ერთგულება უსაზღვროა.

ცხოვრებისეულ დარტყმებს არ გაურბის. მართალია, აღნიშნულ თვისებათა უმეტესობა შესანიშნავია, მაგრამ ის მაინც – საშინლად ჯიუტა. კურო სიამოვნებით აგემოვნებს ყველაფერს. თუმცა, საყვარელი ინგრედიენტი მაინც ხორცია, კარგი ხარისხის ღვინოსთან ერთად. მას ვერ უწოდებ რაფინირებულს, უყვარს ძველ კინოკომედიაზე სიცილი, სადაც ადამიანები ბანანის ქერქზე სხლტებიან, ან ერთმანეთს ტორტის კრემით ალამაზებენ. ირონიული დამოკიდებულება დადებით თვისებად ვერ ჩაითვლება. შავი იუმორის მოყვარულები არიან. კურო იშვიათადაა დაუნდობელი და შურიმაძიებელი. ერთადერთი გამონაკლისი ამ ნიშნის ადამიანებს შორის (ვერძის თავანარსკვლავედის ზემოქმედების ქვეშ მყოფი) ჰიტლერი იყო. როგორც წესი, კუროს აქვს ფული. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მათი უმეტესობა მილიონერია, თუმცა მათ შორის იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც ღატაკია. მატერიალურ მდგომარეობას ნაბიჯ-ნაბიჯ იძენს. უყვარს, როდესაც საკუთარი თავის პატრონი თავადაა.

აფასებს საკუთარ ფულსა და საკუთრებას, მაგრამ ხელმომჭირნეს ნამდვილად ვერ უწოდებ. ახლობლებისა და უბედურებაში ჩავარდნილი მეგობრებისთვის, არაფერს დაინანებს. ამ ნიშანს იზიდავს ყველაფერი მასშტაბური. უყვარს მხატვრობა და მუსიკა, მასში ხომ ვენერის სული ცხოვრობს. მხატვრობა მის პროფესიად, ან ჰობად გვევლინება, ხოლო მუსიკა მას მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევს. იზიდავს ცისფერი და ამ ფერის ყველა გამოხატულება. ასევე მწვანე-ყავისფერ ფერთა გამა. აღიზიანებს წითელი. ლითონი-სპილენძი. წინააღმდეგია ნებისმიერი სახის პროცესიაში მონაწილეობის მიღების მიმართ. მისი სახლი – მისი ციხე- სიმაგრეა და არც კი ეცადოთ მისი ნებართვის გარეშე შეაღწიოთ მასში. ისე საიმედო, ძლიერი და მომთმენია. მის სიძლიერეს მთების გადატრიალებაც კი შეუძლია. ცნობილი კუროები: ონორე დე ბალზაკი, ელიზაბეტ II, ზიგმუნდ ფროიდი, ელა ფიცჯერალდი, ოდრი ჰეპბერნი, პეტრე ჩაიკოვსკი, ბარბარა სტრეიზანდი, ოლივერ კრომველი, უილიამ შექსპირი, ჰენრი ფონდა, სალვადორ დალი, გარი კუპერი და სხვები. ლინდა გუდმანი მოამზადა კრისტი ბენდელიანმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. ხატიანნა ჯიქია says:

    gio ♥

  2. bevri ram metxvevaa 🙂

  3. Lali Vashadze says:

    zustiaa.yvelaferi emtxvevaa