ასტროლოგიური მაღაზია

შევიცნოთ კირჩხიბი ლინდა გუდმანის მიხედვით

ლინდა გუდმანიკირჩიხის ყველაზე საყვარელი დრო-მთვარიანი ღამეა. ამ დროს ის, როგორც წესი, ოცნებებს მიეცემა ხოლმე. მთვარე ძალიან ჰგავს მის გარეგნულ და შინაგან სამყაროს. თუკი ღამით დაჰკვირვებიხართ მთვარეს, შენიშნავდით, რამდენად სწრაფად იცვლის ის ფორმებს, მთვარის ამ თვისებით აიხსნება სწორედ მისი ხასიათის ხშირი ცვალებადობაც. სინამდვილეში ხომ მთვარე არ იცვლება, არამედ მხოლოდ ასეთად გვეჩვენება. კირჩხიბიც ასეა, თუ მას კარგად იცნობთ, არ გაგიჭირდებათ მიხვდეთ, მთვარის რა ფაზით იყო ნახარნახევი მისი ესა თუ ის საქციელი. კირჩხიბისთვის დამახასიათებელია გადამდები სიცილი. როდესაც ის იცინის, ძნელია თავი შეიკავო გაცინებისგან, რადგან ორი ასეული ქათამივით გემრიელად კაკანებს. თუ სტუმრებს შორის ვინმე ასე იცინის, ან რამე ისტორიას ოსტატურად ჰყვება-იცოდეთ, თქვენს წინ (თითქმის ყოველთვის) კირჩხიბია. ძნელია მასზე დახვეწილი იუმორის მქონე ადამიანის პოვნა. მათი ხუმრობები არასდროსაა ზედაპირული, ან პირიქით-ძნელად გასაგები, ის მათი სულის სიღრმიდან მოდის. დიდების ზენიტზე მყოფი კირჩხიბი განსხვავდება ლომისგან და მშვილდოსნისგან, რადგან ის თავის თავზე დიდი წარმოდგენების მსხვერპლი არასდროს ხდება. როგორც წესი, ის არ ისწრაფვის დიდებისკენ, თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ სხვების ყურადღება მისთვის უმნიშვნელოა და ამავდროულად, სიამოვნებით იმკის დიდების შედეგს. გითანაგრძნობთ, თუკი კირჩხიბის უაზრო ხასიათის შემსწრე გახდით. ის ფლობს უნარს არა მარტო საკუთარი თავი ამყოფოს ღრმა დეპრესიაში, არამედ თქვენზეც გაავრცელოს ის. პესიმიზმი მისი ხასიათის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია და ამ მდგომარეობაში ის მეტნაკლებად ყოველთვის იმყოფება. ის არასდროს ღვრის ნიანგის ცრემლებს, რადგან მისი ცრემლები გულწრფელია. მარტივია, აწყენიოთ მას დაუფიქრებელი საქციელით, ან საუბრით. გაბუტული ჩუმად ზის და ვერაფრით მიხვდებით, თუ რა ეწყინა. ზოგჯერ მას, მორიელის მსგავსად, შეუძლია წყენა გულში ჩაიდოს და შური იძიოს, თუმცა მორიელისგან განსხვავებით, კირჩხიბი შურისძიებას შეუმჩნევლად ახორციელებს. განაწყენებული საკუთარ თავში იკეტება და უარყოფს სიცოცხლის ყოველგვარ ნიშან-წყალს, ის შემომავალ ზარებსა და სმს-ებსაც კი არ პასუხობს. კიდევ ერთი მისთვის დამახასიათებელი თვისებაა-უსაფუძვლო გაბოროტება, აგრესიული დამოკიდებულება არა ვინმე კონკრეტულის მიმართ, არამედ მთელს სამყაროზე. ასეთ დროს ის ვერავის და ვერაფერს ვერ იტანს. საბედნიეროდ, მსგავსი ხასიათი დიდი ხნით არ მიჰყვება, რადგან მთვარის ფაზის ცვლასთან ერთად, იცვლება მისი გუნება-განწყობაც. არსებობს კირჩხიბის ორი ტიპი. პირველისთვის დამახასიათებელია: ლამაზი, მრგვალი ფორმის სახე, ნაზი კანი, ღრმად მომღიმარი პირი, თითქმის მრგვალი თვალები და სახის ბავშვური გამომეტყველება, ხოლო მეორესთვის კი: მკვრივი სახე, გადაბმული წარბები, მეჩხერი კბილები და პატარა თვალები. ეს უკანასკნელი იშვიათად გვხვდება, ის იმდენად სპეციფიური გარეგნობისაა, რომ ძნელია აგერიოთ რომელიმე სხვა ნიშნის წარმომადგენელში. კირჩხიბის სახე სარკეს ჰგავს, რომელზეც ყველა მისი განწყობაა ასახული. ზოგადად, ის ღრმადაა მიჯაჭვული წარსულზე და სახელმწიფოს განვითარების ისტორია მისთვის ისევე საინეტერესოა, როგორც მისი წინაპრების წარსული. ის ანტიკვარიატისა და ყველა იმ ნივთის კოლექციონერია, რომელიც მას წარსულთან აკავშირებს. კარგი მესაიდუმლეა. ინტუიციისა და სხვებზე ზემოქმედების ნიჭის წყალობით ის ხშირად ხდება სხვისი სულის თანამოზიარე. მზადაა მოუსმინოს ნებისმიერს, რომელიც მისთვის საკუთარი გრძნობებისა და აზრების გაზიარებას მოინდომებს, თუმცა, თვითონ საკუთარ შინაგან სამყაროს საგანგებოდ იცავს ცნობისმოყვარეებისგან. საინტერესოა მასზე დაკვირვება, როდესაც მიზნად რამეს დაისახავს, რადგან კირჩხიბმა თუ რამეს ჩაავლო მარწუხი, ის არაფრის დიდებით არ დათმობს მას და მზადაა, ნადავლის შენარჩუნების მიზნით, მარწუხზეც კი თქვას უარი. ასეთია ნამდვილი კირჩხიბი, ის არაფრის დიდებით დაშორდება მისთვის ძვირფას ნივთსა თუ არსებას. ის თავს მოგაჩვენებთ, თითქოს სხვა რამითაა დაკავებული, მაგრამ როგორც კი საფრთხეს იგრძნობს, უმალვე განახორციელებს ჩაფიქრებულ კომბინაციას და მეტოქეს მშრალზე დატოვებს. ფუჭად არ ფლანგავს თავის დროსა და ფულს, შესაბამისად, მხოლოდ მაშინ მიდის ვინმეს დასახმარებლად, როცა მის იქით სხვა გზა არ არსებობს და ის უკანასკნელი იმედია თქვენთვის. გეგმიერად მოქმედებს, სანამ რამეს მოიმოქმედებდეს, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, აი რატომაცაა, რომ კირჩხიბი თითქმის არასდროს ცდება. მას არ იზიდავს რისკი, რადგან მარცხის განცდის შიში აქვს და არ განეკუთვნება იმ ადამიანების სიას, რომლებიც დამარცხების შემთხვევაში რევანშს იღებენ. ოჯახი მისთვის ადგილია, სადაც ის თავს მშვიდად და მყუდროდ გრძნობს. სამსახურებრივი მივლინებით მან შეიძლება მთელი მსოფლიო მოიაროს, მაგრამ საკუთარ სახლზე მეტად ბედნიერი ვერსად იქნება. თუნდაც შეძლებული იყოს, თავს ბოლომდე დაცულად არასდროს გრძნობს, რადგან მუდმივად თან სდევს კატასტროფისა თუ უბედურების მოხდენის შიში. ის ლოგინის ქვეშაც კი საჭმლის მარაგს ინახავს. არ გჯერათ?-შეიხედეთ და დარწმუნდით! და კონსერვის ქილაზე თუ ამოიკითხეთ, რომ ის ვარგისია შემდეგი 30 წლის განმავლობაში, არ გაგიკვირდეთ. მისი დევიზია: უმჯობესია, უბედურებას მომზადებული შეხვდე! კირჩხიბების უმეტესობა შესანიშნავი მებაღეა. თუმცა, არანაკლებია მათი სიყვარული საბანკო ანგარიშების მიმართ. ის შემონახულია და ყოველთვის აქვს დაზოგილი თანხა შავი დღისთვის. მაშინაც კი, თუ ის გაკოტრებაში გარწმუნებთ, იცოდეთ, რომ მას უკვე რამდენიმე ათეული ათასი აქვს გადადებული. ის გურმანია, უყვარს, როდესაც სათავსო და მაცივარი საკვებითაა სავსე. საჭმელზე საუბარიც კი მას კარგ ხასიათზე აყენებს. მისთვის დაუშვებელია საჭმლის ნარჩენების გადაყრაც კი და თუ არ გსურთ, რომ მისი წარმოდგენა თქვენზე რადიკალურად შეიცვალოს, ამას მის წინ ნუ იზამთ! როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს გამძაფრებული აქვთ მშობლის ინსტიქტი და ყველაზე მზრუნველი მშობლები არიან. მისი საყვარელი ფერია: ღია ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ასევე ღია მწვანე, ლილისფერი და იასამნისფერი. ცნობილი კირჩხიბები: ლუი ამსტრონგი, ერნესტ ჰემინგუეი, რემბრანტი, ცეზარი, ჰენრი მე-8, რინგო სტარი, ჯილა ლოლობრიჯიდა, მარკ შაგალი, როკფელერი და სხვები. ლინდა გუდმანი მოამზადა ქრისტი ბენდელიანმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Ana Bell

    ^_^ es me var

  2. ლელა ჩაჩანიძე

    ძალიან ბევრი რამე მასეა ჩემს შემთხვევაში 😉

  3. Teona Skhirtladze

    Akaki Shalamberidze ასეა ნამდვილად:)

  4. Sofo Donadze

    vetanxmebi…

დატოვეთ კომენტარი