ასტროლოგიური მაღაზია

შევიცნოთ თხის რქა ლინდა გუდმანის მიხედვით

ლინდა გუდმანიამ ნიშნის ამოცნობა არც ისე რთულია, მთავარია ცოტაოდენი გავარჯიშება. მაგალითისთვის ავიღოთ ობობა. მას არ შესწევს უნარი, სდიოს მწერებს, მაგრამ ისინი თავად ექცევიან მის ქსელში. ან თუნდაც ეზოპეს იგავიდან ნელი კუ, რომელიც მიზნისკენ მიმავალი არ უხვევს გზიდან და შედეგად, ასწრებს სწრაფმორბენალ კურდღელს, შესაბამისად, ფინიშთანაც პირველი მიდის. თხის რქა უმეტესაც გვხდება იქ, სადაც მას ეძლევა შინაგანი სწრაფვების სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა. ყველა მიღებაზე ის ყველაზე ცნობილ და მდიდარ ადამიანებს შორის ტრიალებს. თუმცა, ზოგჯერ მისი ნახვა ნაკლებად ცნობილ და მდიდარ ხალხთანაც შეიძლება. მაგრამ ის არასდროს იმყოფება მატერიალური, თუ სოციალური თვალსაზრისით მასზე დაბალ საფეხურზე მდგომებთან. ასეთ ადგილებში ის არ მოძრაობს. იმდენად კარგად ერგება ყველა სიტუაციას, რომ ხშირად მის ფონზე შეუმჩნეველიც კი ხდები. არადა, ის ხომ შინაგანი მახასიათებლებით სულაც არ გამოირჩევა. თხის რქა შეიძლება ნებისმიერი აღნაგობის იყოს. ყველა მათგანს ახასიათებს მიწაზე მყარად დგომის უნარი, იმდენადაც კი, რომ მისი ფეხში წამტვრევა შეუძლებელია. მათ, ვისი მფარველიც პლანეტა სატურნია, ახასიათებთ სწორი, მუქი თმები, გამჭოლი მზერა, ასევე მუქი ფერის თვალები და ხორბლისფერი კანი. იშვიათად გვხვდებიან ღია ფერის თვალების და თმის მქონე თხის რქები. მიუხედავად გარეგნული მახასიათებლისა, ყველა მათგანში რკინის გადაწყვეტილუნარიაონა, შეუპოვრობა და საქმიანი იმიჯი ზის. მას თანაბარი, მშვიდი ხმის ტემბრი და დამარწმუნებელი, სხვაზე ზემოქმედების განმხორციელებელი საუბრის მანერა აქვს. ის არ აქცევს ყურადღებას ცხოვრებისეულ იმედგაცრუებებსა და განაწყენებებს და მყარად მიიწევს დასახული მიზნისკენ. მაშინ, როცა სხვა ნიშნები მოკლე გზის პოვნის მცდელობით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ უხვევენ, ის მყარად მიიწევს წინ. თხის რქა პატივს სცემს ძალაუფლებასა და ტრადიციებს, რის გამოც ხშირად მას სნობად მიიჩნევენ. მსგავსი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მას აღიზიანებს, მაგრამ იმდენად შორსმჭვრეტელია, რომ არასდროს იჭერს საქმეს განმაწყენებლებთან, რითაც მტრების რაოდენობას ამცირებს. არც თუ ისე იშვიათად მას დათმობისა და მიტევების უნარი შესწევს, მაგრამ ეს ჩაფიქრებული კომბინაცია უფროა, სასურველი მიზნის მიღწევის მიზნით. ის იმდენად მყარად დგას მიწაზე, რომ წუწუნი, გაბოროტება, სიყვარული, ეჭვიანობა, სიზარმაცე და მსგავსი ემოციები, თუ გრძნობები მისგან შორს დგას. შესაბამისად, რომანტიკოსები მათ შორის იშვიათობაა. ახალგაზრდობაში მას ახასიათებს წინაპრების გაიდეალება და მშობლების უსაზღვრო პატივისცემა, მაგრამ დროთა განმავლობაშის ის კონსერვატიული ხდება. ამიტომაც, თავის ქნევით იხსენებს წარსულ, ბედნიერ დღეებს. საბედნიეროდ, მათ უმრავლესობას შესწევს უნარი, შეცვალონ არსებული გარემო და იპოვონ ახალი თავშესაქცევი. ის კატეგორია კი, რომელიც ამას ვერ ახორციელებს, გარშემომყოფებს ცხოვრებას უმწარებს. ის იშვიათად ერევა სხვის საქმეში. არასდროს იძლევა რჩევებს, თუ მას ამას არ სთხოვენ, ხოლო თუ მან რჩევა მოგცათ და თქვენ ის არ გაითვალისწინეთ, ის არასდროს შეგახსენებთ ამის შესახებ, მხოლოდ გულში გაგაკრიტიკებთ თქვენი არასწორი საქციალისა და განსჯის უნარის არქონის გამო. ხშირად ამბობენ, რომ ის თხოვდება, ან ცოლს ირთავს გამორჩენის მიზნით. მართალია, აღნიშნული გადამეტებულია, თუმცა, ის არასდროს დგამს ამ ნაბიჯს შესაბამისი აწონ-დაწონვის გარეშე. ბავშვობაში ამ ნიშნის ადამიანები ყველაზე სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, ასაკთან ერთად ფიზიკურ სიძლიერეს იძენენ და შედეგად, ხშირად 100 წლამდეც კი აღწევენ. მისი ყველაზე დიდი მტერი პესიმიზმი და შიშებია. თუ მას სიცოცხლის გახანგრძლივება სურს, ხშირად უნდა გაატაროს დრო სუფთა ჰაერზე, ივარჯიშოს და გამოიმუშავოს ოპტიმისტური განწყობა. თითქმის ყველა მათგანს ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს, რის გამოც მათ ხშირად ემართებათ ინფექციური, კანის დაავადებები. ასევე ახასიათებთ ნერვული სისტემისა და ნაწლავების პრობლემები. მათ ან ჯანმრთელი, ლამაზი, თეთრი კბილები აქვთ, ან-პირიქით. მას შესწევს უნარი, დამალოს საკუთარი „მე“, რომ მოიპოვოს საიდუმლო ნადავლი-ლიდერის პოზიცია. მისი საყვარელი ფერია: ოფიციალური შავი, სოლიდური ყავისფერი, მკაცრი მუქი ლურჯი, ხოლო უფრო რომანტიული ნატურებისთვის-მუქი მწვანე. ქვა-ღია წითელი ლალი. ხოლო ლითონი-ტყვია. მისი ყველა ძვირფასეულობა მიწაში მარხია, საიმედოდ დაფლულ და უცხო თვალისთვის შეუმჩნეველ მდგომარეობაში. ცნობილი თხის რქები: ჯორჯ ბალანჩინი, რენატო გუტუზო, მარტინ ლუთერ კინგი, ლუი პასტერი, ჟანა დარკი, ედგარ ალან პო, მორის უტრილო, მარლენ დიტრიხი, პოლ სეზანი, ისააკ ნიუტონი, ედგარ ჰუვერი და სხვები. ლინდა გუდმანი მოამზადა ქრისტი ბენდელიანმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. დიდი მადლობა

  2. Salome Kakiashvili says:

    😀 qera tma maq da gia cisferi tvalebi,marto es ki ara titqmis araferi ar daemtxva