ასტროლოგიური მაღაზია

შევიცნოთ ვერძი ლინდა გუდმანის მიხედვით

ლინდა გუდმანიოდესმე შეხვედრილხართ ჟინიან, გულღია და მუდამ მომღიმარ ადამიანს? თუ კი, მაშინ თქვენ ვერძის ყურადღების ცენტრში მოხვდით. თქვენი ვარაუდი უფრო განმტკიცდება, თუ მან საუბარში ლიდერის პოზიცია იტვირთა და არ მოგცათ სიტყვის წარმოთქმის უფლება. თქვენი ახალი ნაცნობი თავგამოდებით იცავს სამართალს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას. მიუხედავად სქესისა, ის მომენტალურად უერთდება უსამართლობის წინააღმეგ ბრძოლას ისე, რომ მის შედეგებზე არ ფიქრობს. ის ცდილობს, გაარკვიოს ურთიერთობა ნებისმიერთან, რომელიც მას ხელს უშლის, თუნდაც ეს უკანასკნელი პოლიციელი ან შეიარაღებული ბანდიტი იყოს. მოგვიანებით მან შეიძლება ინანოს მისი გაცეცხლება, მაგრამ ბრძოლის პროცესში-ეს აზრადაც არ მოუვა. ამ ნიშნის ადამიანები იმყოფებიან მარსის ზემოქმედების ქვეშ და ფლობენ მტკიცე ხასიათს.

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია და გამოხატავს სიცოცხლეს. ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. მისი ინტერესი ყველაზე მაღლა დგას. როგორც ნებისმიერი ბავშვი, ის დაკავებულია მხოლოდ საკუთარი თავითა და მე-თი, როგორც ნებისმიერი მოზარდისთვის, მისთვის უინტერესოა რას ფიქრობენ, ან გრძნობენ გარშემომყოფები, მშიერი, ან სველი მოზარდის მსგავსად, ითხოვს მხოლოდ იმას, რაც მისთვის აუცილებელი და საჭიროა. თუ მას რამე სურს, ზედმეტი ფიქრის გარეშე დაგირეკავთ დილის 4 საათზე. თქვენ გძინავთ? და როგორ შეგიძლიათ იძინოთ, თუ მას უძილობა აწუხებს?! გამოიჩინეთ თავაზიანობა, ადექით და მიეცით მას ის, რასაც ითხოვს. ერთი სიტყვით, ის ბავშვივით მართალი პიროვნებაა. აკვირდება სამყაროს, როგორც მასზე დამოკიდებულს, მაგრამ ხომ არავის მოგივათ აზრად უწოდოთ ახალშობილს ეგოისტი? ანალოგიურის თქმა შეიძლება მასზეც. ის იმდენად გახსნილია მის ნებისმიერ მოქმედებაში, რომ ამით ეგოიზმისა და აგრესიულობის გადაფარვასაც კი ახერხებს. მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი და ასეთად რჩება სიცოცხლის ბოლომდე: მიმნდობი, ხშირად სცდება და სწამს ყველაფრის. ნებისმიერ განაწყენებას მარტივად ივიწყებს, საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას და მოეალერსოს მას. მას შეუძლია ააგოს ოცნების კოშკები, მაგრამ არა იმ მიზნით, რომ ამით ვინმე მოხიბლოს.

მასში არაფერია დაფარული, მისი ნამდვილი მე მთელი თავისი არსით დგას თქვენს წინ. როდესაც ვინმე ცდილობს ბავშვს მისი უსაყვარლესი ნივთი წაართვას, ის იმდენად მძაფრად აპროტესტებს აღნიშნულს, რომ ყველა ხვდება, უმჯობესია, მასთან საქმე არ დაიჭირო და წართმეულს უკან უბრუნებენ. მსგავსად იქცევა ვერძიც: მტკიცედ მიიწევს წინ მიზნისკენ და სიმტკიცე, მიიღოს სასურველი განსაზღვრავს მიზნის მიღწევის წარმატებით განხორციელებას. მისთვის დამახასიათებელია სახის მკვეთრი ნაკვთები, გამოკვეთილი წარბები, ნათელი სახის კანი, ჟღალი თმა, სწრაფი და მოქნილი მოქმედება, თითქოს ირგვლივ ნაპერწკლებს ისროდეს, სწრაფი აზროვნების უნარი, ოდნავ წინ გადაზნექილი მოძრაობა და განიერი მხრები. მოკლედ, მას გრაციოზულს ვერ უწოდებ. მისი გარეგნული მახასიათებლები მიუთითებს მის უკიდურეს თვითდარწმუნებულობასა და ეგოზენტრიზმზე. ქვეყნად არაფერია ისეთი, რაც მას დიდი ხნით მწყობრიდან გამოიყვანს და დააღონებს, რადგან ის ოპტიმისტია. არაფრის დიდებით არ გაჩვენებთ მის ცრემლებს და თუ მაინც ოდესმე მტირალა ვერძი გინახავთ, იცოდეთ, ის შიგ გულში დაჭრეს. მისთვის უმჯობესია მოკვდეს, ვიდრე სხვას საკუთარი სისუსტე აჩვენოს. იმის დასამტკიცებლად, რომ მამაცი და გამბედავია, მან შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლეც კი დააყენოს საფრთხის წინაშე. საუბრის დროს სახეში უყურებს მოსაუბრეს და თუ თვალი აგარიდათ, ეს ნიშნავს, რომ მისთვის საუბარი უინტერესოა.

ამ დროს რაღაც სხვამ მიიპყრო მისი ყურადღება და ის ამას არც მალავს. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც დაეუფლა რა ერთ სათამაშოს, ცდილობს მეორის მოპოვებას. კარიერის თვალსაზრისით ის ყველაფერს იზამს, რომ ლიდერობა მოიპოვოს. გამარჯვებული ის-ლიბერალი და სულგრძელია, მაგრამ ამავდროულად მოითხოვს, რომ ყველა ხმამაღლა უმღერდეს დიფირამბებს. მას არ გააჩნია დახვეწილობა, ტაქტი და მორიდება. როდესაც უფალი ამ თვისებებს არიგებდა, ვერძი სხვა განზომილებაში იმყოფებოდა. მოუთმენელია. თუ მას კაფეში ოფიციანტი უგემურ ბუტერბროდს მიართმევს, არ მოერიდება და პირში მიახლის სიმართლეს. მაგრამ თუ მას მოეწონა მომსახურება, სურგძელობის ნიშნად, გაცილებით მეტ „ჩაის“ დატოვებს. პირდაპირია და ვერ იტანს ტყუილს. თუმცა აღნიშნული თვისებები ყოველთვის არ წარმოადგენს დადებით მახასიათებელს. ახასიათებს უპასუხიმგებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის ნიშანია, შესაბამისად, ფლობს გადაწყვეტილუნარიანობას, ინიციატორობის უნარსა და გაბედულობას, არის რაღაც, რისიც მას ეშინია. არ შეცბება თუნდაც ფრანკენშტეინის წინაშე, მაგრამ ვერ გადააქვს ფიზიკური ტკივილი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეწოდოს მას მხდალი, თუ ის მცირედი ტკივილის გამოც კი წუწუნს და მოთქმას დაიწყებს. კბილის ექიმი მისი დაუძინებელი მტერია. რეკომენდირებულია, რომ გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. ჯანმრთელი ორგანიზმის წყალობით, მას შეწევს უნარი გადარჩეს მაშინაც კი, როდესაც სხვა ნიშნები ანალოგიურ სიტუაციაში დიდი ხნის გარდაცვლილები იქნებოდნენ. ოპტიმიზმის წყალობით, იშვიათად ავადდება ქრონიკული დაავადებებით. არ განეკუთვნება მელანქოლიკებისა და პესიმისტების კატეგორიას. არ გვევლინება ასევე ზარმაცად. მას არ გააჩნია დიპლომატიური მიდგომის უნარი, მაგალითისთვის ჩემი ერთ-ერთი ნაცნობიც კმარა, რომელმაც მოიპოვა სპონსორი ორიგინალური იდეის განსახორციელებლად. ხელშეკრულების ხელმოწერამდე, სპონსორმა, სავსებით სამართლიანად, მოითხოვა პროექტის ღირებულების შემოწმების მიზნით ჩაეტარებიათ ექსპერტიზა.

ვერძმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქმიან ურთიერთობებში სხვები მასთად შედარებით ნულოვან კატეგორიას წარმოადგენენ, წარმოთქვა: „სხვა არაფერი გსურთ?!“ სპონსორმა რა თქმა უნდა უარი განაცხადა პროექტის დაფინანსებაზე. ის რომ სულ ოდნავ მაინც დიპლომატიის უნარით ყოფილიყო დაჯილდოვებული, საქმე შესანიშნავად დასრულდებოდა, მაგრამ ვერძს ნახევარი ცხოვრება სჭირდება ამ უნარის გამოსამუშავებლად. მისი წარმატება მეტწილად ინტუიციისა და შემოქმედებითი სულის შედეგია. ისინი ხშირად ქმნიან სიმდიდრეს სხვისთვის და არა საკუთარი თავისთვის. უმეტესობას, საკუთარი ჭერიც კი არ გააჩნია და ქირით ცხოვრობენ. ფული მის ძირითად პრიორიტეტეს არ წარმოადგენს.

მისი მოქმედების კრედოა: „უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი!“ მიუხედავად აღნიშნულისა, მასში არაა სისასტიკე. თუ მას უწევს არჩევანის გაკეთება დიდებასა და სიმდიდრეს შორის, დაუფიქრებლად ირჩევს პირველ მათგანს. ფიცხია და აღნიშნულის დასამტკიცებლად ნიკიტა ხრუშოვის მაგალითიც კმარა, რომელიც ყურადღების მისაპყრობად, გაფიცხებული ფეხსაცმელს აბრახუნებდა გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე ნიუ იორკში. ტიპიურ ვერძს შეუძლია იტრიალოს არა მარტო მეფურ გარემოცვაში, არამედ მაწანწალებს შორისაც. ის ადამიანებს ორ კატეგორიად-მეგობრებად და მტრებად ჰყოფს და თუ თქვენ პირველ მათგანს განეკუთვნებით, ისევე ვერ უნდა იტანდეთ მეორე კატეგორიას, როგორც ის. მასში რეალისტი და იდეალისტი ცხოვრობს. თითქმის არავინაა მასავით სენტიმენტალური, პოეტური სულით დაჯილდოვებული და მასავით არავის სჯერა სასწაულების. მას ბედნიერი დასასრულის სწამს. ის არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავს ბედნიერება, ურჩევნია, ის თავად მოინადიროს. თუმცა, თუ ის მოისურვებს, შეუძლია იყოს მშვიდი, სერიოზული და გაბედული. მართალია, ადვილად მოიპოვებს სხვების სიმპათიას, რაც აუცილებელია პოლიტიკური კარიერისთვის, მათგან იშვიად ხდება კარგი პოლიტიკოსი. ფრთხილი პოლიტიკოსი, უპირველეს ყოვლისა, ისმენს სხვების აზრს, აწონ-დაწონის ყველა სიტუაციას, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, ვერძს კი ეს არ ძალუძს. მისი მოქმედების არენა-ხელოვნებაა. თუ თქვენ შესძელით მისი კეთილგანწყობის მოპოვება, ის ყურადღებიანი მსმენელი იქნება. მთელი გულით დაუჭერს მხარს თქვენს იდეას, დაგითმობთ საკუთარ დროსა და შესაძლებლობებს. თუ თქვენ საავადმყოფოში აღმოჩნდებით, შესაძლოა, მან ვერ გამონახოს დრო თქვენს მოსანახულებლად, მაგრამ აუცილებლად გირჩევთ საუკეთესო კლინიკას, თავად წაგიყვანთ იქ და გაგაცნობთ მის პირად ექიმის. თქვენთვის დახმარების აღმოჩენას ის არც სხვა შემთხვევებში შეწყვეტს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ღრმა მადლიერების გამოხატვა.

თუ მან რამის ირწმუნა, შეუძლებელია მისი გადარწმუნება. მასში დონკიხოტის სული ცხოვრობს, რაც გამოიხატება უსამართლობასთან გამუდმებულ ბრძოლაში. საკმარისია, ბრძოლის ნაპერწკალი ჩაქრეს, ის კვლავ საყვარელ, მომღიმარ და ალერსიან არსებად გარდაიქმნება. ვერძი ეს პიროვნებაა, რომელიც პირველი კვალავს გზას და ადამიანები დიად მიზნამდე მიჰყავს. მართალია, იშვიათად მოიპოვებს სიმდიდრეს, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, არასდროს გახდება მასზე დამოკიდებული. მთელს საკუთარ განძეულს სხვებს გაუნაწილებს, იმის რწმენით, რომ გაცემული უკან დაუბრუნდება. მიანიჭოს ადამიანებს სიხარული-მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიატებელია. მას მთელი გულით სწამს, რომ ცხოვრება საოცრებებითაა აღსავსე და სიამოვნებით გაგინაწილებთ მას, თუ რა თქმა უნდა, ამას თავად მოისურვებთ. ცნობილი ვერძები: ქრისტიან ანდერსონი, ფრანც იოსეფ ჰაიდნე, ჰენრი ჯეიმსი, იოჰან სებასიან ბახი, თომას ჯეფერსონი, ბისმარკი, მარლონ ბრანდო, არტურო ტოსკანინი, ჯოან კროუფორდი, ნიკიტა ხრუშოვი, ვინსენტ ვან გოგი, ჩარლზ ჩაპლინი და სხვები. ლინდა გუდმანი მოამზადა ქრისტი ბენდელიანმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. uiiiiii ra kargiaaa…zustad aseti var

    chemtan brjolisas disatanciac ar

  2. ar gishvelit ase rom gaemzadet…vigaas deda agar ekolebaa…

  3. Narimanidze Lasha says:

    martalia 🙂

  4. :)))))))))))))) sruliad vetanxmebi