ასტროლოგიური მაღაზია

ყურძენი (2–29 სექტემბერი) – დრუიდების ჰოროსკოპი

ყურძენიყურძენი ძალიან ძველი მცენარეა და მოიხსენიება ბიბლიაში ნოესთან კავშირში. ეს სახელი დაკავშირებულია სიტყვასთან „დაგრეხვა”, რაც შეესაბამება მის სპირალისებურ ყლორტს. სპირალის სიმბოლიკა დრუიდების მისტიციზმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მათ რიტუალურ ზოდიაქოში ყურძნის სპირალური სიმბოლო აღნიშნავს შემოდგომის ბუნიობას.

ირლანდიურ მითოლოგიაში თეთრი გედი, დაკავშირებული ყურძნის თვესთან, იქცა ძველი კელტური სინათლის ღმერთებად, რომლებიც „წავიდნენ” თავიანთ მიწისქვეშა ფორტებში შემოდგომის ბუნიობის დროს.

კელტურ მითოლოგიაში პლანეტა ვენერა წარმოადგენდა „სინათლის სხივს” ან „თეთრ მოჩვენებას”–და დაკავშირებული იმ ადგილთან, სადაც ბინადრობენ წინაპრების სიბრძნის სულები, რომელიც კელტების კოსმოლოგიაში გაიგივებული იყო გედის თანავარსკვალვედთან.

ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან ყურძნის ნიშნის ქვეშ, ფლობენ მგრძნობიარე ნატურას, მაღალი ემოციურობით ხასიათდებიან, მაგრამ რთულ წუთებში მათ შესაშური ცივსისხლიანობის გამოჩენა შეუძლიათ. ისინი ინსტიქტურად ორგანიზებულები არიან, ყოველთვის სწრაფად რეაგირებენ გაუთვალისწინებელ გარემოებებზე.

ადამიანები, რომლებიც დაბადებულნი არიან თვის პირველ ნახევარში, უფრო გახსნილად გამოხატავენ თავიანთ ემოციებს. მათი სუსტი ადგილი გაუწონასწორებლობაა, არ შეუძლიათ შეეგუონ ცხოვრების გარკვეულ ასპექტებს. მათი დადებითი თვისებებია თანდაყოლილი ენთუზიაზმი და სურვილი, დაეხმარონ პარტნიორებს.

ადამიანების გაუწონასწორობლობა, რომლებიც დაბადებულნი არიან თვის მეორე ნახევარში, სავსე მთვარის დროს, „კორექტირდება” 23 სექტემბერს (შემოდგომის ბუნიობას) და მათ აქვთ გულწრფელი პატიების უნარი. საერთოდ, ყურძნის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ ჰარმონიისა და სტაბილურობის შექმნაში დახმარება, თუმცა ამავდროულად შეუძლიათ ,,პარაზიტულად,, იცხოვრონ ადამიანების მხრიდან მათთდამი კეთილგანწყობის ხარჯზე.

მოამზადა ლანა წითელაშვილმა

ავტორი

Comments

  1. Lia Terterashvili says:

    mgrdznobiare,civsisxliani,organizebuli.susti adgili…
    (