ყველაფერი ამულეტის შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ ამულეტებზე, მათ მუშაობაზე და ჩვენთან ურთიერთქმედებაზე?
პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ამულეტის შერჩევისას, ეს პირადი შეგრძნებებია. თქვენი პირადი დამოკიდებულება კონკრეტული ამულეტის მიმართ, როცა არჩევთ, მიჰყევით საკუთარ ემოციებს და დაუჯერეთ მათ. როგორი კარგიც არ უნდა იყოს ამულეტი, მისი ერთადერთი ღირსება არის მისი შეთავსება თქვენთან, გიხდებათ თუ არა ესა თუ ის ამულეტი კონკრეტულად თქვენ.
არსებობს ერთერთი მეთოდი შემოწმების (რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ) დაინახეთ ნივთის ფოტო ან თავად ნივთი? არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მღება, გონებაში წარმოიდგინეთ რომ ეს ამულეტი უკვე გიკეთიათ, წარმოიდგინეთ, რომ ეს უკვე თქვენია და დიდი ხანია ატარებთ და მიჰყევით საკუთარ შეგრძნებებს. ისინი შეიძლება იყვნენ სხვადასხვაგვარნი, შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკურადაც კი, სიმძიმის ან სიმსუბუქის შეგრძნება და ა.შ.
თუკი უსიამოვნო შეგრძნებები არ აარსებობს, მაშინ შეიძლება აიღოთ ეს ნივთი ხელში, (თუკი გაქვთ ამის სურვილი რათქმაუნდა) და შეხედოთ, როგორ „გამოგეხმაურებათ“ ეს ნივთი მჭიდრო კონტაქტისას. აუცილებელია გქონდეთ „კონტაქტი“ თქვენს ამულეტთან, ხშირად ათვალიერეთ ის, გაითავისეთ მისი ფორმები, ხშირად „ესაუბრეთ“ აზრობრივად, თუ თხოვთ რამეს, უმჯობესია რომ რაიმე კონკრეტული და ლოგიკური თხოვოთ, უმჯობესია თუ ამულეტს ატარებთ ტანზე, თუ ამულეტი იცავს სახლს ან მანქანას მაშინ ბუნებრივია ის უნდა იყოს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე.
სასურველია კონტაქტი იმ ხელოსანთან, ვინც აკეთებს ამ კონკრეტულ ამულეტს, ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია მასთან მოძებნოთ საერთო ენა. თუკი ურთიერთობა არ ეწყობა და არ გამოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გააკეთოთ მასთან ის ამულეტი რომელიც ჩაიფიქრეთ, უნდა წაახვიდეთ სხვა ხელოსანთან რომელთანათ თქვენი ნივთი შეიძლება გელოდებათ კიდეც, უბრალოდ თქვენ იქამდე ჯერ არ მისულხართ, ან კიდევ შეიძლება ეს ამულეტი ამ ეტაპზე არ იყოს თქვენთვის საჭირო და გამოიწვიოს ცვლილებათა უსიამოვნო ჯაჭვი, ანუ შეიძლება იმუშავოს, მაგრამ არასწორად. თუკი თქვენ აკეთებთ ძალის ამულეტს, ნუ ივაჭრებთ ფასის დაკლებაზე, და ბოლომდე გადაიხადეთ ის, რასაც მასში ითხოვენ, რომ შემდეგ ამულეტმა სრული ძალით იმუშავოს.
გასათვალისწინებელია თქვენი მოლოდინებიც, ცხოვრებისეულ ცვლილებებთან დაკავშირებით, და რა სისწრაფით უნდა განხორციელდეს ისინი. ამულეტები იწყებენ „მუშაობას“ გაკეთებისთანავე, მაგრამ უფრო ხშირად (კონტექსტისა და სიტუაციისგან გამომდინარე) მათი მუშაობა არ ჩანს ნათლად, უფრო ვლინდება პირად შეგრძნებებში. უბრალოდ იმიტომ, რომ ცვლილებები მატერიალურ სამყაროში ხდება გაცილებით ნელა ვიდრე ენერგეტიკულ დონეზე. ხშირად ხდება ისეც, რომ საჭირო მოვლენათა ჯაჭვი იბმება მალე, მაგრამ ეს ხდება სადღაც „კულისებს მიღმა“ და ნათლად ვლინდება ორი–სამი თვის შემდეგ. ამ პერიოდის მანძილზე თქვენ თავად იცვლებით ისე, რომ შეძლოთ მიიღოთ და კარგად გამოიყენოთ ის ცვლილებები რაც თქვენში ხდება. ეს ეხება ამულეტებს, რომელიც მიმართულია მსხვილ ცვლილებეზე ცხოვრებაში. იმისთვის, რომ გაიაზროთ მუშაობს თუ არა ესა თუ ის ამულეტი, საკმარისია რამდენიმე თვის შემდეგ დაფიქრდეთ ბოლო დროინდელ მოვლენებზე და იმ გზაზე რომელიც გაიარეთ ამ ამულეტთან ერთად. თუკი პოზიტიური ცვლილებები არსებობს, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. თუმცა ამულეტები, რომელიც მოკლევადიან მიზნებზეა მიმართული (მოხიბვლა, კონტაქტების გაუმჯობესება, წარმატებული შენაძენები და ა.შ) მუშაობენ სწრაფად იმ შემთხვევაში თუკი ზოგადი სიტუაცია ძალიან ცუდი არ არის. ზოგადად სურვილი, თუ რისთვის მზადდება ამულეტი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული
ამას გარდა: თუკი თქვენი პრობლემა ძველია(მაგალითად, ბოლო ათი წელია არ ლაგდება პირადი/ფინანსური ცხოვრება), არ უნდა ელოდოთ იმას, რომ ერთ თვეში ყველაფერი შეიცვლება კარდინალურად. თუკი თქვენ მთელი ცხოვრება დაბალ ხელფასზე მუშაობდით, ფულის ამულეტები იმუშავებენ ნელნელა მომატებაზე და არა ზღაპრულ სიმდიდრეზე. ასევე ამულეტები ფაქტიურად გამოუყენებლებ არიან მაშინ, როცა „მკურნალობა დაგვიანებულია“ მაგალითად, თუკი ქმარი უკვე წავიდა ოჯახიდან, მას ამულეტით ვერ დააბრუნებთ
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ არავის მიცეთ უფლება, შეეხოს თქვენს ამულეტს. არ არის საჭირო, მცოდნე ადამიანმა იცის და თავად არ წაიღებს მისკენ ხელს, ხოლო ცნობისმოყვარეებისთვის ეგ არ არის საჭირო, სხვისი უარყოფითი ემოციები შეიძლება ცუდი გავლენის მომხდენი იყოს თქვენს ამულეტზე. ასეთი შემთხვევის შემდეგ შეიძლება დაკარგოთ ამულეტი ან გაგიტყდეთ.
თუკი ამულეტის მოხსნა მოგინდათ, ეს აუცილებლად გააკეთეთ. შემდეგ გაიკეთეთ ისევ. ჩვეულებრივ ეს საუბრობს იმაზე, რომ სიტუაცია რომელთანაც შეხვედრა მოგვიწევს, სხვა ვიბრაციებს საჭიროებს, განსხვავებულს იმისგან, რასაც ეს კონკრეტული ამულეტი იძლევა. თუკი თქვენ დაკავებული ხართ პრაქტიკით, შეიძლება მიხვდეთ, რომ ამულეტის ენერგია დისონანსში მოდის იმასთან, რის გაკეთებასაც აპირებთ ან აკეთებთ უკვე. მაგალითად, შამანურ მოგზაურობაში სიარული უკეთესია იმ ყველაფრის გარეშე, რასაც კავშირი არ აქვს მიმდინარე დავალებებთან.
როცა ამულეტი იკარგება ან ტყდება, უმეტესად ნიშნავს, რომ თავისი ლიმიტი მან ამოწურა. ან თქვენ გადააწყდით ისეთ სიტუაციას, სადაც ამულეტმა თავის თავზე მიიღო დარტყმა. რა უნდა ქნათ ასეთ ამულეტებთან: ან მიწაში დაფლათ, ან დაწვათ ან გაატანოთ გამდინარე წყალს.
როგორ შევინახოთ ამულეტი? თუკი თქვენს ამულეტს არ ატარებთ ხანგრძლივად, ჯობია ის შეინახოთ პატარა ტომსიკაში ან ცალკე ყუთში. მანამ სანამ გაიკეთებთ, დადეთ ღია ადგილას ცოტა ხნით, შემდეგ აიღებთ ხელში, გაათბობთ, იფიქრებთ იმაზე, თუ რატომ აიღეთ ეს ამულეტი ზოგადად და რისი მიღება გინდოდათ, თქვენი ურთიერთობის მთელ ისტორიას. შეიძლება ისუნთქოთ მასზე, გაათბოთ, გააქტიუროთ სუნთქვით და ამის შემდეგ გაიკეთოთ.
და ბოლოს, არცეთი ამულეტი არ შეასრულებს დავალებებს და არ იცხოვრებს თქვენს მაგივრად, ეს არის უბრალო დამხმარე, რომელიც შეგიქმნით შესაბამის სიტუაციებს და ამას როგორ გამოიყენებთ უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
მოამზადა მერო მერომ
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
yoveltvis mindoda mkonoda amuleti ,ara imitom rom momcons rogoc samkauli….ubralod shinaganad gamudmebit makvs amis motxovnileba , dgemde verc amulets da verc mis shemsrulebels ver mivakvlie…..ikneb tkven mimascavlod vin aris am sakmis profesionali….