ასტროლოგიური მაღაზია

ღორი – ზოგადი დახასიათება

ღორიმას მეფური ხასიათი აქვს. გალანტური, დამთმობი, სკურპულოზურია. თქვენ შეგიძლიათ ენდოთ მას, ის არ გაგყიდით და არ ეცდება არც სხვის მოტყუებას. ის გუწრფელია, მიმნდობი და დაუცველი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ “ღორი” – უბრალოდ ნიღაბია. მაგრამ არ ენდოთ მის გარეგნულ სიმშვიდეს, ის უბრალოდ მშვიდობისმოყვარეა .ღორს ცოტა მეგობარი ჰყავს, თუმცა ვინც ყავს, სიცოცხლის ბოლომდე უფრთხილდება და მათთვის დიდი მსხვერპლის გაღება შეუძლია. ქალ-ღორს ძალიან უყვარს საჩუქრების კეთება და პატარა დღესასწაულების მოწყობა. ის კარგი დიასახლისია. ღორს ცოცხალი ხასიათი აქვს, მაგრამ არასდროს შეგეწინააღმდეგებათ, თუკი უყვარხართ. ის ყოველთვის მზად იქნება დათმოს, რათა თავიდან აიშოროს კონფლიქტები.

ღორმა შეიძლბა ნებისმიერ პროფესიას მიუძღვნას თავი და ყველგან სახელს გაითქვამს როგორც პატიოსანი, კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე თანამშრომელი. თავისი მგრძნობიარეობის გამო ის წარმატებული იქნება ხელოვნებაში, განსაკუთრებით პოეზიასა და ლიტერატურაში. თუმცა ეს შეიძლება უარყოფითადაც მობრუნდეს, ვინაიდან ღორი, მაინც მიდრეკილებას იჩენს “ტალახისადმი”, ბოლო ბოლო, მაინც ,,ღორია,,.

რაც შეეხება მატერიალურ საკითხებს, – ის ყოველთვის იშოვის იმდენს, რამდენიც საარსებო მინიმუმისთვისაა საჭირო. მას ექნება სამუშაოც და შემოსავალიც და არ დაჭირდება ამისთვის დიდი ძალისხმევა. ის ყოველთვის მიიღებს სხვებისგან ფინანსურ დახმარებას და ამით ბევრს მიაღწევს, თუმცა მაინც ფრთხილად უნდა იყოს, არ ენდოს არავის, ვინაიდან მას ხშირად უბრალოდ ბოროტად იყენებენ.

იგივე მდგომარეობა ექნება ღორს სიყვარულშიც. ის ძალიან ხშირად იქნება საყვარელი ადამიანი, მაგრამ არანაკლებ ხშირად იქნება იმედგაცრუებული და მოტყუებულიც.

ქალი-ღორი საუკეთესო დედაა. მისთვის უმჯობესია ცხოვრება დაუკავშიროს კატას, ეს მისთვის ერთადერთი რეალური შანსია გაექცეს კონფლიქტებს. და აუცილებლად უნდა მოერიდოს გველს, რომელთანაც ადვილად მოექცევა მისი გავლენის ქვეშ.

ის ნებას რთავს სხვებს, რომ გაასულელონ, წარუმატებლობას იღებს მშვიდად, სხვის შეცდომებს-ლოიალურად უდგება.

ღორი – კარგი მოთამაშეა, თუმცა საერთოდ ვერ გრძნობს შეჯიბრებითობის სულს. ის იმდენად მიუკერძოებელია, რომ თავის სიმართლეში დასარწმუნებლად ათასჯერ დაუსვამს საკუთარ თავს შეკითხვას, სწორად იქცევა თუ არა ამა თუ იმ შემთხვევაში. საოცრად გულწრფელია, იმდენად გულწრფელი, რომ მის მიმართ ყველა ეჭვი ქრება და ოპონენტებს მის მიმართ კეთილგანწყობას უჩნდებათ. თუ ღორი იტყუება – მხოლოდ თავდაცვის მიზნით და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჭკვიანია, მასში არაა ეშმაკობა. უძლურია თვალთმაქცობის წინააღმდეგ და ყოველთვის იბნევა საკუთარი თავის გამართლების მცდელობის დროს.

მას ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან. მასაც აქვს მოთხოვნილება ყველას დაუმტკიცოს თავისი სიმართლე.

საზოგადოებაში ღორი-მხიარული მეგობარია, თუმცა ხშირად ზედმეტად გახსნილიც კი, იშვიათად ლაპარაკობს, თუმცა თუ დაიწყებს, არ გაჩერდება მანამ, სანამ საუბრის თემას არ ამოწურავს.

მაიმუნის მსგავსად, ღორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანიც ინტელექტუალია და მიდრეკილება აქვს სწავლისკენ. ბევრს კითხულობს, თუმცა განურჩევლად. ტოვებს კარგად ინფორმირებული ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ ეს მთლად ასე არაა: თუკი შევამოწმებთ მის ცოდნას, აღმოვაჩენთ, რომ ის უფრო ზედაპირულია. ღორი – მატერიალისტია.

კეთილშობილი გარეგნობის ქვეშ, ღორის ნიშნის წარმომადგენლები ძლიერ ნებასა და ქედმაღლობას მალავენ. რაც უნდა იყოს მისი მიზანი, ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად, ამიშტვის მთელი ძალების მობილიზებასაც კი არ შეუშინდება. მას დიდი შინაგანი ძალა აქვს. თუ მან რამე გადაწყვიტა, ვერავინ შეძლებს შეაცვლევინოს მას აზრი. მაგრამ გადაწყვეტილებისს მიღებამდე, აუცილბლად საგულდაგულოდ აწონ-დაწონის ყველაფერს, ღითიც შეიძლება დატოვოს შთაბეჭდილება, რომ არ იცის რა უნდა. მან ძალიან კარგად იცის რაც უნდა, უბრალოდ გართულებების თავიდან ასაცილებლად მას დიდი დრო სჭირდება, რაც საბოლოო ჯამში, საქმეს ვნებს.

ღორი უნდა ეცადოს თავი აარიდოს გველს, რომელიც მას ისე შემოეხვევა, რომ მოძრაობის საშუალებასაც არ მიცემს, ხოლო თხა ეცდება მისი გულკეთილობის ბოროტად გამოყენებას.

ღორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა ცხოვრების პირველი ნაწილი შედარებით მშვიდად ჩაივლის, მეორე ნაწილში კი ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემებია მოსალოდნელი, თუმცა მოკრძალებული და მორცხვი ღორი სხვებს არ მიმართავს დასახმარებლად და ვერავინ მიხვდება მის განცდებს. თვითონ შეეცდება გამოსავლის მოძებნას.

თუ ღორი დღესასწაულებამე დიდი ხნით ადრე დაიბადა, მაშინ მისი ცხოვრება უფრო მშვიდი იქნება, ვიდრე მათი, ვინც დღესასწაულებთან ახლო პერიოდშია დაბადებული.

მოამზადა მერი გოგებაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Erekle Togonidze says:

    ღრუტ ღრუტ 🙂