ღია საცურაო კოსტუმზე თქვით უარი?
მუცლის პრობლემა ორ კვირაში გვარდება! რომელი ასტროლოგიური ნიშნის ქვეშაც არ უნდა იყოთ დაბადებული მოუვლელობის შემთხვევაში, ასაკის მატებასთან ერთად, თქვენი მუცლის ზომაც იზრდება. გარეგნობაზე და სხეულზე ქალები უხსოვარი დროიდან ზრუნავენ, და ალბათ, არც თქვენ უნდა გაუშვათ ხელიდან ის რჩევები, რომლებსაც ახლა, მუცლის ორ კვირაში მოსაშორებლად, მოგცემთ:
მუცლის დაგდება თუ გინდათ, შლაკებისგან უნდა გათავისუფლდეთ!
შლაკები კი ორგანიზმიდან კუჭის გაწმენდით უნდა განდევნოთ.
თვეებისა და წლების განმავლობაში, კუჭ-ნაწლავის კედლებზე ათასი უსარგებლო ნივთიერება გროვდება, რომლებიც, დროთა განმავლობაში, საწამლავადაც კი გადაიქცევა და მუცლის შებერვისა თუ უსიამოვნო შეგრძნებების გარდა, კანის ჯანმრთელობასა და ფერზეც უარყოფითად მოქმედებს.
გაგახარებთ და გეტყვით, რომ შლაკებისგან გათავისუფლების (შესაბამისად, მუცლის ზომის შემცირების) უმარტივესი გზა არსებობს!
ეს არის ოყნა. დიახ, სრულიად ჩვეულებრივი ოყნა, რომლის ყიდვაც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.
ნახევარ ლიტრ თბილ წყალში გახსენით ერთი დესერტის კოვზი სუფრის მარილი და გაიკეთეთ ყოველ მეორე დღეს, ორი კვირის განმავლობაში. გაგაკეთებისას უმჯობესია, ოთხზე დადგეთ და ოყნა ოდნავ შემაღლებაზე დაკიდოთ. ისე, რომ ზემოდან მომავალმა წყლის ჭავლმა, შლანგის მეშვეობით, ადვილად შემოაღწიოს თქვენს კუჭ-ნაწლავში. შემდეგ დაწექით მარჯვენა გვერდზე და შეეცადეთ წყალი რაც შეიძლება დიდხანს შეაჩეროთ.
ამ გზით, წლობით მიშვებულ მომნელებელ სისტემას წესრიგში მოიყვანთ, დანარჩენს კი ორგანიზმი თვითონ გაუმკლავდება. მუცლის ზომა შესამჩნევად შემცირდება და წონაშიც საკმაოდ დაიკლებთ.
იმისთვის რომ წონის დაკლების შემდეგ, მუცლის კანი და კუნთები გაამკვრივოთ აუცილებელია დაიწყოთ ვარჯიშიც.
არც ეს არის რთული. არსებობს ორი ვარჯიში, რომელიც ზუსტად მუცლის კუნთებზე ზემოქმედებს. ეს არის ე.წ. „ველოსიპედი“ და „პრესი“.
დაწექით ზურგზე, აწიეთ ფეხები და წარმოიდგინეთ, თითქოს ველოსიპედს ატარებთ. ამ ვარჯიშით გამოაფხიზლებთ თქვენს კუნთებს და შეამზადებთ მომდევნო – პრესის სავარჯიშოსთვის. დაწექით იატაკზე, მოათავსეთ ფეხები, მაგალითად, დივანის ქვეშ, ხელები თავქვეშ ამოიდეთ და დაიწყეთ წამოწევა. აუცილებელი არაა ისევე მაღლა აიწიოთ, როგორც მამაკაცები ვარჯიშობენ ხოლმე. იატაკიდან 45 გრადუსით წამოწევა საკმარისია თქვენთვის.
ამ შემთხვევაში, მთავარია ტემპი და რაოდენობა.
პირველ დღეებში ათი, თხუთმეტი, ოცი… წამოწევით დაიწყეთ და როდესაც ორმოცდაათს მიაღწევთ, მომდევნო დღეებში ამაზე ნაკლები არ გააკეთოთ.
ასევე მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის ჩამოყალიბებაც. მიირთვით ცოტა, მაგრამ ხშირად. შეეცადეთ, საღამოს საათებში თავი შეიკავოთ საკვებისგან.
ორგანიზმის გაწმენდის ორი კვირის განმავლობაში, უმჯობესი იქნება, ზედმეტად ცხიმიან და ცომიან საკვებს თუ მოერიდებით. დალიეთ ბევრი სითხე.
დღეში ერთნახევარი- ორი ლიტრი მაინც, მაგრამ ნუ მიეძალებით გაზიან, ტკბილ სასმელს. ამდენი ძალისხმევის შემდეგ, მუცლის შებერილობის ხელოვნურად პროვოცირება ნამდვილად „არაგონივრული მსუნაგობა“ იქნება … 🙂
უახლოეს დღეებში გაგახარებთ და შემოგთავაზებთ ახალ რუბრიკას, რომელიც ყოველდღიურად მოგცემთ გახდომისთვის მნიშვნელოვან რჩევებს!
მოამზადა ანნა ბასტუკამ
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
(y)