ღალატი? – სამყარო ახალ ჰორიზონტს გიხსნით
წყვილს შორის ღალატი არა ერთი სახის არსებობს. აუცილებელი არ არის ეს მხოლოდ სხვა პარტნიორთან ფიზიკური კავშირის დამყარების შედეგად მოხდეს…
თუ თქვენ გიღალატეს- ესე იგი, გადაგიყვანეს მაღალ ენერგო საფეხურზე.
ეს ნიშნავს იმას. რომ ადამიანს უშვებენ იმისთვის რომ ის წავიდეს წინ.
ძველი ცხოვრების სტილიდან წასვლა მომენტალურად გაგიხსნით ახალ შესაძლებლობებს. ყოველთვის როცა ადამიანი განიცდის უკიდურეს ტკივილს მას სამყარო უმზადებს დიდ სიკეთეს. ფიზიკური ტანჯვის გავლის შემდეგ, ადამიანის წინაშე იხსნება ასტრალური არხი, ემოციური ტკივილის შემთხვევაში იხსნება ფსიქოლოგიური არხი.
ფსიქოლოგიური იმედგაცრუების დროს იხსნება სულიერი არხი, შესაბამისად სულიერ იმედგაცრუებას მივყავართ უფრო მაღალ განვითარებულ სამყაროში და ასე უსასრულოდ.
ბევრი ადამიანი ძალიან დიდხანს დამოკიდებულია გარკვეულ სიტუაციებზე, ამ შემთხვევაში მხოლოდ ძლიერი ტკივილითა და ტანჯვითაა შესაძლებელი მისი ყურადღების გადატანა სხვა, უფრო მაღალ ცხოვრებისეულ მოვლენებზე და ობიექტებზე.
ადამიანის არსებობა ტანჯვის გარეშე შეუძლებელია- ეს ის ცხოვრებისუელი პირობაა რომელიც ადამიანის გენეტიკურ კოდშია ჩადებული სულის აქტიური განვითარებისთვის. მაშინ როცა ცდილობენ ადამიანის შინაგანი არსის გახსნას, ის რაღაცას კარგავს, რადგან ასეთია არჩევანის გაკეთების პროცესი, წარსულსა და მომავალს შრის. ადამიანს აქვს შიში დაკარგოს კომფორტი, შეჩევული, ნაცნობი….
მაგრამ ყოველთვის საჭიროა არჩევანის გაკეთება: შიშსა და სიყვარულს შორის. თუ ადამიანი არ მიენდობა ღმერთს ის იწყებს თამაშს საკუთარ თავითან. საკუთარი თავისთვის ისეთი სტრატეგიული გეგმების დაწესება რომელიც ეწინააღმდეგება სამყაროს კანონებს ადამიანს საბოოლო ჯამში აკარგვინებს ცხოვრების აზრს. ადამიანი ოცნებობს მმართველობაზე, წუთიერი ოცნების შემდეგ ის ბრუნდება რეალობაში და ისევ იწყება ტანჯვა, რადგან ინგრევა გეგმები და ის იძულებულია აიღოს ფუნჯი, საღებავი და დაიწყოს ცხოვრების ხატვა თავიდან. ისევ შიში… დაძაბულობა…
აი რატომაა შეუძლებელი ტკივილის გარშე ცხოვრება მაშინ როცა არსებობს მიჯაჭვულობა და არ არსებობს სამყაროს ნდობა. ამიტომ ღალატი ესაა გამოცდა, სადაც მოწმდება თქვენი ნდობა საკუთარ მესთან. თუ გღალატობენ ესეიგი ღმერთს გადაგცემენ. აი აქ უკვე არჩევანის გაკეთება აღარ მოგიწევთ, იქ შიში ადგილს უთმობს სიყვარულს.
მოამზადა ეკა ლეჟავამ