Previous Story
ქირონი კირჩხიბში
Posted On 09 Mar 2013
Comment: 0
ქირონი კირჩხიბში (ან მეოთხე სახლში) : შეიძლება ცხოვრების ადრეულ ეტაპზე დაუცველ ოჯახურ ცხოვრებაზე მიანიშნებდეს, ბავშვობის ტრამვებზე, შესაძლოა ცუდად ექცეოდნენ, ამცირებდნენ ან შეურაცხყოფას აყენებდნენ, შესაძლოა მამამ მიატოვა და თუ სხვა ასპექტებიც ხელს უწყობს ეს ყველაფერი შემდგომში განაპირობებს, რომ ადამიანი ოჯახიდან და საზოგადოებიდან, ტოლებიდან გარიყულად, განსხვავებულად გრძნობს თავს, წყლიდან ამოგდებული თევზივითაა.
მოგვიანებით თავად ოჯახის შექმნაც შეიძლება უჭირდეს, აკლდეს საკუთარი თავის რწმენა და ყველაფრის კეთება უბრალო დროის კარგვად მიაჩნდეს. ეცადეთ საერთო მონახოთ ადამიანებთან, დრო დაუთმეთ მათ და ეცადეთ ეს განსხვავებულობის შეგრძნება თქვენს განსაკუთრებულობის, უნიკალურობის გრძნობად გარდაქმნათ და მისი წარმოჩენა ისწავლოთ.